მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე კანადის ახლად დანიშნულ თავდაცვის ატაშეს შეხვდა

ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კანადის ახლად დანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ფილიპ საუვეს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

გენერალმა კანადელ სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სფეროში საქართველოსა და კანადის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით კანადელ დიპლომატს თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა სთხოვა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებს, განსაკუთრებით სამხედრო წვრთნებისა და განათლების კუთხით. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ამჟამად ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას Maple Arch 2021, რომელიც კანადური მხარის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტარდება.

გენერალმა კანადის თავდაცვის ატაშეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას, მათ შორის სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.