მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Aviasales - საქართველოში იაფი ბილეთების საძიებო სერვისი შემოვიდა

aviasales.ge - მოგზაურობა

ავიაბილეთების საძიებო საერთაშორისო სერვისი Aviasales უკვე საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი: მისამართზე aviasales.ge მოგზაურებს შეუძლიათ იპოვონ, შეადარონ და შეარჩიონ შეღავათიანი რეისები პოპულარული მიმართულებებით. მისი დახმარებით, ძველი თბილისიდან ან მზიანი ბათუმიდან თვალისმომჭრელ მადრიდსა თუ დიდებულ რომში გადაადგილება უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდა.

Aviasales თავგადასავლების ქართველ მაძიებლებს დაეხმარება ბიუჯეტურად დაგეგმონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც თავად ამჯობინებენ დასვენებას.

2023 წლის 14 აპრილს საქართველოში მუშაობა დაიწყო ავიაბილეთების საძიებო საერთაშორისო სერვისმა Aviasales. საიტის რეგიონალური ვერსია მოგზაურებს საშუალებას აძლევს, უკვე ლარში მითითებულ ფასებში იპოვონ ხელსაყრელი ბილეთები - ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებებით. იმ ქართველ ტურისტებს შორის, რომლებიც თავად გეგმავენ დასვენებას, ზაფხულის პირველ კვირებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს რეისები რომის, ბარსელონას, პარიზის, სტამბოლისა და ათენის მიმართულებით. Aviasales-ის ძიების რეზულტატებში, ასევე, არის ეგზოტიკური ვარიანტებიც, მაგალითად, კანკუნი, ზანზიბარი, კუალა-ლუმპური თუ ტოკიო.

სხვათა შორის, ივნისში ადგილობრივ ტურისტებში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები აღმოჩნდა: იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი და საბერძნეთი. ამ ქვეყნებში გადაფრენის საშუალო საფასური 150-იდან 215 დოლარამდეა.

Aviasales.ge მომხმარებლებს დაეხმარება, შეადარონ ფრენის ფასები და იპოვონ ყველაზე შესაფერისი ვარიანტი. საძიებო სერვისი ადგენს ავიაკომპანიების შეთავაზებების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება გადახარისხდეს პირადი მოთხოვნილებების შესაბამისად. მაგალითად, თუ თქვენ კონკრეტულ ავიაკომპანიას ანიჭებთ უპირატესობას, შესაბამისი ფილტრის საშუალებით ძიების შედეგებში მხოლოდ მისი რეისები აისახება.

სიის გაფილტვრა, ასევე, შეგიძლიათ გადაჯდომების რაოდენობისა და ხანგრძლივობის, გამგზავრებისა და უკან ჩამოსვლისთვის შერჩეული აეროპორტების და, რა თქმა უნდა, ბილეთის საფასურის მიხედვით. ამისთვის საჭიროა, ისარგებლოთ ფუნქციით „დაბალი ფასების დიაგრამა“. სხვათა შორის, ფრენის ფასი საბოლოო იქნება და ავიაკომპანიის საიტზე ჯავშნის განხორციელების დროს, მას არ მიემატება დამატებითი გადასახადები და მომსახურების საფასური.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საქართველოდან Aviasales-ზე მოთხოვნა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 30 პროცენტით გაიზარდა. ამან გვიბიძგა ჩვენი საძიებო სერვისის რეგიონალური ვერსიის ამოქმედებისკენ, რომელიც ქართველ მოგზაურებზე იქნებოდა ადაპტირებული. საქართველო - ეს არის თავისი ტურისტული ადგილებით ცნობილი ქვეყანა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი მოგზაურები სხვა ტურისტული მიმართულებებითაც ინტერესდებიან. მაგალითად, ივნისში პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში ფრენები“, - განაცხადა საქართველოში Aviasales-ის წარმომადგენელმა საძიებო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სერვისი „დაბალი ფასების დიაგრამა“, რომელიც დაგეხმარებათ მოგზაურობის დაგეგმვაში (თუ დამოკიდებული არ ხართ კონკრეტულ თარიღზე) და გაპოვნინებთ ხელსაყრელ შეთავაზებებს.

🔸🔸🔸

Aviasales.ge აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდი ინტერნეტ-საძიებო სისტემაა. ეს მეტაძიების პლატფორმაა, რომელიც არ არის დაკავებული ბილეთების პირდაპირი გაყიდვით - მათი შეძენა აგენტების ან ავიაკომპანიების საშუალებითაა შესაძლებელი. სერვისს შეუძლია, ძიების შედეგებიდან წაშალოს პარტნიორები ან სხვა ოპერატორები, თუ ისინი მიმართავენ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას - იმანიპულირებენ ტრანსპორტირების ხარჯებით. Aviasales ამჟამად საქართველოში მომუშავე 700-ზე მეტი ავიაკომპანიისა და ონლაინ-მოგზაურობის აგენტის შეთავაზებების შედარებას ახდენს.