მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის შემოტანას ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს

ბათუმში სანქცირებული ტვირთის შემოიტანას ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 27 ივნისს, ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ბათუმში სანქცირებული ტვირთი შემოიტანეს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საბაჟოს უფლების და თანხმობის გარეშე სანქცირებული ტვირთი  საქართველოში  ვერ შემოვა. 

„დიახ, მოგახსენებთ, ამაზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია და სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. კერძოდ, ის რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, კონტრაქტით და შესაბამისად, მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია, ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, შესაბამისად საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, და საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. საბაჟოს არ გაუცია თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე, საბაჟოს უფლების და თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. 

შეგახსენებთ, ბათუმის პორტში 2 დღეა რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი დგას. საუბარია სავარაუდოდ სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა - ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან.