მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის საკრებულოში ხმაურია - ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ (ვიდეო)

ბათუმის  უმაღლესი საბჭოს შენობაში ხმაურია. მმართველი პარტია 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს.

შენობასთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ, დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები „ქართული ოცნების“ წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რის გამოც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაა. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, დღეს ქართული ოცნება ვადაგასულ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებინებს, რაც არალეგიტიმურია. პროტესტის ამ ფორმით არ მისცემენ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს უფლებას შევიდნენ სხდომათა დარბაზში და კანონპროექტს ხმა მისცენ.

დღეს უმაღლესი საბჭოს შენობაში დაპირისპირება მოხდა არჩეულ მერ არჩილ ჩიქოვანსა და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის.

ოპოზიცია მოითხოვს გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. 

ბიუჯეტის დამტკიცებას ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინაც აპროტესტებდნენ.