მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დადგება დრო და პირადად შოთაძეს მოუწევს პასუხისგება კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით“ - მეგის ქარდავა

პატიმარი მეგის ქარდავა

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, პროკურატურის მიერ 18 ნოემბერს გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.

მისი თქმით, მის სახლში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა.

„ჩემი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და არანაირი ჩხრეკა ჩემს საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა, ხოლო ის, რისი ტირაჟირებაც მტკიცებულების სახით მოახდინა პროკურატურამ, დადგება დრო და პროკურატურას, პირადად შოთაძეს მოუწევს პასუხისგება აღნიშნულთან დაკავშირებით.

მივმართავ გაეროს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს გაეროსთან მიცემულ ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს და აქედან გამომდინარე შეისწავლონ და იმოქმედონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“, - წერს მეგის ქარდავა.

მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში 17 სექტემბერს განხორციელდა

ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.