მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამართულია თუ არა ავტომობილი ტექნიკურად? - რა კითხვებია მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე

მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი

2023 წლის პირველი სექტემბრიდან მართვის მოწმობის აღება ორეტაპიანი ხდება. მართვის მოწმობის ასაღებად მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოგიწევთ.

ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი ვიზუალური ჩვენებით გასცეს შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით.

„B“ კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:

განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა

🚘 ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის

როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა

🚘 სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის

როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა

🚘 ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე

როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა

🚘 ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს

სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ

🚘 ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე

როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა

🚘 ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია

როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა

🚘 დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში

როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა

🚘 სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე

როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

🚘 გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის

როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა

🚘 სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა

როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა

✔️ სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი

როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია

🚘 უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა)

როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე

🚘 მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია

როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში

🚘 საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილბები − საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში)

როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

🚘 საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას

აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

🚘 მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი

აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი

🚘 მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი

აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა

🚘 მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში

აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე

🚘 მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური

აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი

🚘 მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი

„BE“ კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:

განმარტოს, როგორ უნდა დაიტვირთოს და დამაგრდეს ტვირთი უსაფრთხოდ მისაბმელზე

🚘 დატვირთვა მისაბმელზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მძიმე ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად დაბლა იმისათვის, რომ ის მაქსიმალურად იყოს განლაგებული ღერძ(ებ)ის ზემოდან. შედარებით მსუბუქი და მოცულობითი ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ დატვირთვა მისაბმელ მოწყობილობაზე არ აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის სპეციფიკაციას. ტვირთი მისაბმელზე უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ უნდა გადავარდეს მისაბმელიდან მოხვევის ან დამუხრუჭების დროს)

როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

🚘 საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, პროტექტორის ნახატის სიმაღლე (მათ შორის, მისაბმელის საბურავის) არ უნდა იყოს 1,6 მმ-ზე ნაკლები

როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში

🚘 საბურავების საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად საბურავები უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები

როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

🚘 გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის

როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა

🚘 ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს

აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა

🚘 მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში

აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

🚘 მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი

აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის კარი სანდოდ და უსაფრთხოდ დაკეტილი

🚘 მძღოლობის კანდიდატმა ფიზიკური შემოწმება უნდა განახორციელოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ავტომობილისა და მისაბმელის ყველა კარი დაკეტილია და ავტომობილის შიდა სანათ(ებ)ი გამორთულია

„C“ და „D“ კატეგორიების/„C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების საგამოცდო ავტომობილებზე:

განმარტოს, უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს

🚘 დატვირთვა თანაბრად უნდა იყოს განაწილებული სატრანსპორტო საშუალების მთელ სიგრძეზე, ისე, რომ გავლენა არ იქონიოს სატრანსპორტო საშუალების ეფექტურ მართვაზე. ნებისმიერი ტვირთი ისე უნდა იქნეს გადაზიდული, რომ საფრთხე არ შეუქმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ტვირთი უსაფრთხოდ უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონა) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ უნდა გადავარდეს სატრანსპორტო საშუალებიდან მოხვევის ან დამუხურუჭების დროს

როგორ მოწმდება შუქამრეკლების გამართული მუშაობა

🚘 უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა შუქამრეკლი დაყენებულია, სუფთაა და ფუნქციონებს (არ არის გაბზარული ან გატეხილი)

როგორ მოწმდება საქარე მინისა და ფანჯრების მდგომარეობა

🚘 საქარე მინა და ფანჯრები უნდა იყოს სუფთა, გამჭვირვალე და უდეფექტო. მათზე არ უნდა იყოს ისეთი რამ დაკრული, რაც შეზღუდავს მხედველობის არეალს

როგორ მოწმდება საშხეფარების (ფრთები) გამართულობა სატრანსპორტო საშუალებაზე

🚘 საშხეფარების (ფრთები) გამართულობა მოწმდება ვიზუალურად, ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში

როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში

🚘 საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილბები − საზომი-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში

როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

🚘 საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, პროტექტორის ნახატის სიმაღლე არ უნდა იყოს 1,0 მმ-ზე ნაკლები „C1“ ქვეკატეგორიისა და „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში, ხოლო „D1“ ქვეკატეგორიისა და „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში − 2,0 მმ-ზე ნაკლები)

როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში

🚘 საბურავების საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად, საბურავები უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანებისა და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები

როგორ მოწმდება მინამრეცხის მდგომარეობა

🚘 მინამრეცხი უნდა მუშაობდეს და მისი ჯაგრისები უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში

როგორ მოწმდება ავტომობილის ძარის გამართულობა

🚘 ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა დარწმუნდეს, რომ ძარა ვარგისია ექსპლუატაციისათვის და არ აქვს მნიშვნელოვანი დეფექტები. ძარაზე არ უნდა იყოს დაუმაგრებელი ისეთი ნაწილი ან მოწყობილობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს

როგორ მოწმდება ჰაერის სათანადო წნევა სამუხრუჭე სისტემაში

🚘 უნდა დარწმუნდეს, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი მიუთითებს ჰაერის სათანადო წნევას, შესაბამისი მაფრთხილებელი სიგნალის მაჩვენებელი ჩამქრალია, ხოლო ხმოვანი მაფრთხილებელი სიგნალი არ გამოსცემს ხმას

როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა

🚘 ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებულ უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის

როგორ მოწმდება, რომ თვლების ქანჩები სათანადოდ არის მოჭერილი

🚘 ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მოშვებული ხომ არ არის თვლების რომელიმე ქანჩი და დარწმუნდეს, რომ თვლების ქანჩების ინდიკატორები (არსებობის შემთხვევაში) არის სათანადო მდგომარეობაში

როგორ მოწმდება სატრანსპორტო საშუალების დაკიდების სისტემის მდგომარეობა

🚘 ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა შემოწმდეს დაკიდების სისტემა, გაცვეთის აშკარა ნიშნების ან დაზიანების არარსებობაზე

როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა

🚘 დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში)

როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

🚘 გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის)

როგორ მოწმდება ფარების მწყობრში ყოფნა

🚘 სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა და ყველა გაბარიტული სინათლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი

როგორ გამოიყენებს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ამწე მექანიზმს (სატრანსპორტო საშუალების მიხედვით, მაგ: პანდუსი შშმ პირებისათვის ან ტვირთის ასაწევად)

🚘 მძღოლობის კანდიდატმა მოკლედ უნდა ახსნას შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის სათანადო და უსაფრთხო მუშაობის პრინციპი

როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა

✔️ სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე

როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა

🚘 სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა

როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე

🚘 მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია

საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვამდე

🚘 უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებლისა და მაფრთხილებელი სიგნალის მუშაობა

საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვის შემდეგ

🚘 უნდა შემოწმდეს, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებელი და მაფრთხილებელი სიგნალი მიუთითებენ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე)

აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი

🚘 მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი

აჩვენოს, როგორ მოწმდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი, მათ შორის, სატვირთო განყოფილების კარი, არის დახურული

🚘 მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი უნდა დახუროს, ხოლო სატვირთო განყოფილების კარის ჩამკეტი ბერკეტი უნდა დააყენოს რეკომენდებულ უსაფრთხო პოზიციაზე

აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა საჰაერო სისტემაში გაჟონვა

🚘 მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეავსოს ჰაერის რეზერვუარები და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით შეამოწმოს ეცემა თუ არა ჰაერის წნევა, შემოუაროს სატრანსპორტო საშუალებას და ყურადღებით მოუსმინოს ნებისმიერ ხმას, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს ჰაერის გაჟონვაზე

აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

🚘 მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი

აჩვენოს, ტაქოგრაფში როგორ გამოცვლის მონაცემების აღრიცხვის მატარებელს

🚘 მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეძლოს ელექტრომექანიკურ (ანალოგიური) ტაქოგრაფის პერსონალურ დიაგრამული დისკის − სააღრიცხვო ფურცლის შეცვლა. ელექტრონული (ციფრული) ტაქოგრაფის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა უნდა განმარტოს, როგორ ხორციელდება მისი გამოყენება (პასუხი: ელექტრონულ (ციფრული) ტაქოგრაფში მუშაობის რეჟიმის დასაწყებად, ტაქოგრაფის ბარათის ჩასადებში უნდა მოთავსდეს მძღოლის ბარათი, რის შემდეგაც, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეულ უნდა იქნეს სამუშაოს დაწყების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა, ხოლო დასვენების რეჟიმი უნდა შეიცვალოს სამუშაო რეჟიმით (სხვა სამუშაო, ლოდინის პერიოდი და ა.შ.). აღნიშნულის შედეგად სამუშაო დღე ტაქოგრაფში ჩაითვლება გახსნილად. საერთო სამუშაო დროის ამოწურვის ან გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ უნდა დაიხუროს სამუშაო დღე. ამ მიზნით, სატრანსპორტო საშუალება უნდა გაჩერდეს და გამოირთოს ძრავა, რის შედეგადაც, ტაქოგრაფში ავტომატურად ფიქსირდება დასვენების რეჟიმი. გარდა ამისა, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეულ უნდა იქნეს სამუშაოს დასრულების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა. რამდენიმეკაციანი ეკიპაჟის (ორი ან მეტი მძღოლი) შემთხვევაში სათადარიგო მძღოლის ბარათი უნდა მოთავსდეს ტაქოგრაფში, მეორე ბარათის ჩასადებში)

აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე

🚘 მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური

👉 ქალაქებისა და ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებას შეძლებთ