მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

განცხადება

1-ელ ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N263-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1-ელ ივნისს, 23:00 საათიდან 2 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გურამიშვილის გამზირის და დადიანის გამზირის ნაწილს, ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის, სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, ურიდიას, მიქატაძის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი, რიონის, რიონჰესის და კვერნაულის ქუჩებს.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.