საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯივიპის ლოგო
1643215386
დაკოპირებულია

ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 27 იანვარს ღამის 23:00 საათიდან 28 იანვრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, სვანიძის,  ჩოლოყაშვილი, წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის, აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის და წერეთლის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge