მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კინომსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა შვილმა გაავრცელა. მსახიობი დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.

ელგუჯა ბურდული ქართველი და საბჭოთა კინომსახიობი გახლდათ. მისი შემოქმედებიდან ყველასთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი, თეიმურაზ ბაბლუანის ფილმში „უძინართა მზეში“, შესრულებული როლი გახდა. 

1979 წლიდან მოყოლებული, ის საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდა სამსახიობო დარგში. მან არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი შექმნა და ქართულ ფილმოგრაფიაში თავისი ხელწერა დატოვა.