საზოგადოება

ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald  Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა
1638694516
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალის და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს.

შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ამერიკული კომპანიის „Silk Road Wines” დამფუძნებელი იანიკ არაკელოვი ესწრებოდნენ.

ამერიკული კომპანიის „Emerald Vines Media” პრეზიდენტმა, ესმერალდა სტრუიკმა პრეზენტაცია წარადგინა, რომელშიც ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები და მიზნები იყო განხილული.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს ქართული ღვინით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით, შეძლო, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი, კონკურენტუნარიანობა და ცნობადობა გაზრდილიყო.

„ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედიატურების ჩატარებას, რათა ქართული ღვინის სექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. ქართული ღვინის
ექსპორტი და მასზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კომუნიკაციას და თანამშრომლობას ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.