მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნორვეგიული მედიის გამოხმაურება საქართველოს მიერ ავღანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხო ევაკუაციაში გაწეული დახმარებისათვის

ქაბულიდან ავიარეისები

ჰუმანიტარულ მისიაში, საქართველომ ჰაბის ფუნქცია იტვირთა და თბილისის გავლით, ავღანეთიდან ევაკუირებული ნორვეგიის მოქალაქეებისა და სამხედროების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გამგზავრება მოახდინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ნორვეგიულმა მხარემ საქართველოს საგარეო უწყების მიმართ მადლიერება გამოხატა ოპერატიული და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

ნორვეგიულმა გამოცემებმა: „Norway Today”, „VG“, „TV2”, „NRK”, „Dagensmedisin” , „Forsvaretsforum” სტატიებში მაღალი შეფასება მისცეს ქაბულიდან ავიარეისების განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობასთან წარმატებულ თანამშრომლობას.

აღნიშნულია, რომ ნორვეგიელ ჯარისკაცებთან ერთად, თბილისში, სატრანზიტო საქმიანობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი პოლიციის ორგანოები და ჯანდაცვის პერსონალი. სტატიებში ასევე გამოქვეყნდა ნორვეგიელი სამხედროების შთაბეჭდილებები და შეფასებები ევაკუაციის პროცესებთან დაკავშირებით.

მაიორმა ლარს კრისტიან სანდვიკმა, ნორვეგიის თავდაცვის ფორუმს, სადაც გამოქვეყნდა ინფორმაცია „North Brigade“-ის ჯარისკაცების თბილისიდან ნორვეგიაში დაბრუნების შესახებ, განუცხადა, რომ საქართველოსგან მიიღეს გამორჩეული მხარდაჭერა.