საზოგადოება

ფიბა-ს დირექტორი: თბილისში მშენებარე დარბაზის მდგომარეობით შეშფოთებული ვართ

ფიბა-ს დირექტორი: "თბილისში მშენებარე დარბაზის მდგომარეობით შეშფოთერბულია
1638644033
დაკოპირებულია

საქართველოში FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრები იმყოფებიან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამ რანგის ვიზიტს პირველად მასპინძლობს. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.

ფიბას წარმომადგენლები საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ, გარდა ამისა, თბილისში მშენებარე დარბაზიც მოინახულეს. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილზე იხილეს სამუშაო პროცესი და გაეცნენ დარბაზის მშენებლობის დასრულების დეტალურ გეგმას.

აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი დარბაზის მშენებლობის მიმდინარეობით უკმაყოფილოა და მან ეს არც დამალა. როგორც ნოვაკმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზის გახსნა საჭირო ვადებში მოესწროს.

„ახლახან დავბრუნდით პრემიერმინისტრთან შეხვედრიდან. დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროგრესი ვნახეთ. აქ ბოლოს აპრილში ვიყავით, მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ დღეის მდგომარეობით მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროულად დამთავრდეს. ამ დროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს სამუშაოები.

როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალისტურია. ამიტომ, ახლა მიზანი უნდა იყოს, რომ ივნის-ივლისის ფანჯრისთვის მაინც ყველაფერი მზად იყოს და აქ თამაში შევძლოთ, ის მატჩები სატესტოდ გამოვიყენოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაც ახლა ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“, - თქვა კამილ ნოვაკმა.

შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ზოგადად, ის 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიწია. თბილისი ერთ-ერთ ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს, ხოლო დარბაზი 10 000 მაყურებელს დაიტევს.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.