საზოგადოება

პროტესტი საწვავის ფასებს - აქციის მონაწილეებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი გადაკეტეს

საწვავის ფასის ზრდა
1615457193
დაკოპირებულია

საწვავის ფასის გაზრდას პროტესტი მოჰყვა ქუთაისში. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სპორტის სასახლიდან დაიწყეს და თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი გადაკეტეს.

ავტომობილების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და აქტივისტები ქუთაისში მესამედ შეიკრიბნენ. ამჯერად ისინი ავტობანზე არიან მობილიზებულნი.

პროტესტს აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.

მძღოლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საწვავის ფასმა ყოველდღიურად არ მოიმატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.

შეგახსენებთ, საწვავის ფასების გაძვირების გამო, ქუთაისელმა მძღოლებმა აქცია-მსვლელობა რამდენიმე დღის წინაც მოაწყვეს.

აგრეთვე იხილეთ:

🔶თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა საწვავის გაძვირება გააპროტესტეს