მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ღირს საწვავი საქართველოს სამეზობლოსა და მსოფლიოში?

საქართველო და მსოფლიო

15 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში საწვავის საშუალო ღირებულება ერთ ლიტრზე 1.29 აშშ დოლარია. თუმცა, ქვეყნებს შორის ფასები განსხვავდება. მაგალითისთვის, ჰონგ-კონგსა და ვენესუელაში, სადაც ამ მომენტისთვის საწვავის ყველაზე მაღალი და დაბალი ფასები ფიქსირდება, სხვაობა 2.961 აშშ დოლარია, რაც 7.52 ლარია. სხვაობა დამოკიდებულია გადასახადებსა და სუბსიდიებზე - საერთაშორისო ბაზრებზე ყველა ქვეყანას ნავთობის ერთსა და იმავე ფასზე აქვს წვდომა, თუმცა შემდეგ, სხვადასხვა გადასახადის დაწესების ხარჯზე, ფასები იცვლება.

როგორც წესი, უფრო მდიდარ სახელმწიფოებს შედარებით მაღალი ფასები აქვთ მაშინ, როცა ღარიბ ქვეყნებსა და იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც ნავთობი ექსპორტზე გააქვთ, ფასი უფრო დაბალია. გამონაკლისია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა, თუმცა ბენზინზე დაბალ  ფასებს ინარჩუნებს (15 მაისის მონაცემებით, აშშ-ში 1 ლ. საწვავის ფასი 1.011 დოლარია, რაც 2.57 ლარია).

PIA.GE-მ პლატფორმა globalpetrolprices.com-ზე დაყრდნობით, საქართველოს სამეზობლოსა და მთელს მსოფლიოში არსებულ ფასები შეადარა.

ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბენზინი ყველაზე დაბალ ფასად აზერბაიჯანში იყიდება, ყველაზე ძვირად კი საქართველოში. აზერბაიჯანში ასევე ყველაზე იაფია დიზელი, ყველაზე ძვირი კი სომხეთში.

[შენიშვნა: 👉* მონიშნულ ქვეყნებში ფასები globalpetrolprices.com-ზე ყოველკვირეულად განახლებადია, ხოლო დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ყოველთვიურად].

საწვავის საშუალო ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:

👉 აზერბაიჯანი: 1 ლ. საწვავის ფასი - 1.49 ლარი, ხოლო დიზელის ფასი - 1.20 ლარია

👉 რუსეთი*: 1 ლ. საწვავის ფასი - 1.61 ლარი, ხოლო დიზელის ფასი - 1.86 ლარია

👉 საქართველო*: 1 ლ. საწვავის ფასი - 2.60 ლარი, ხოლო დიზელის ფასი - 3.18 ლარია

👉 თურქეთი*: 1 ლ. საწვავის ფასი - 2.55, ხოლო დიზელის ფასი - 2.39 ლარია

👉 სომხეთი: 1 ლ. საწვავის ფასი დაახლოებით 2.31 ლარია, ხოლო დიზელის ფასი - 3.29

[შენიშვნა: globalpetrolprices.com-ს სომხეთში საწვავის ფასი არ აქვს აღრიცხული].

ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია (საშუალო ფასი ლარში)

ჰონგ-კონგი*: 1 ლ. საწვავის ფასი - 7.53

მონაკო: 1 ლ. საწვავის ფასი - 5.73

ისლანდია*: 1 ლ. საწვავის ფასი - 5.69

ფინეთი*: 1 ლ. საწვავის ფასი - 5.61

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: 1 ლ. საწვავის ფასი - 5.48

ბარბადოსი*: 1 ლ. საწვავის ფასი - 5.34

ნორვეგია*: 1 ლ. საწვავის ფასი - 5.31

დანია*: 1 ლ. საწვავის ფასი - 5.25

შვეიცარია: 1 ლ. საწვავის ფასი - 5.12

ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია (საშუალო ფასი ლარში)

ვენესუელა: 1 ლ. საწვავის ფასი - 0.010

ირანი: 1 ლ. საწვავის ფასი - 0.074

ლიბია: 1 ლ. საწვავის ფასი - 0.079

ანგოლა: 1 ლ. საწვავის ფასი - 0.77

ალჟირი*: 1 ლ. საწვავის ფასი - 0.86

ქუვეითი*: 1 ლ. საწვავის ფასი - 0.87

ეგვიპტე*: 1 ლ. საწვავის ფასი - 0.94