მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ვერ გასცა პასუხი შეკითხვას - სააკაშვილის მიერ შვილის სწავლის დაფინანსება არის თუ არა კორუფცია? ახლა კი „იძიებს“ საჯარო პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ საქმიანობას - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი

„ეკა გიგაურის ხელმძღვანელობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ისტორიაში დარჩება როგორც სააკაშვილის პარტიის დანამატი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. 

როგორც ანალიტიკოსი წერს, მსგავსი მაგალითები გვიჩვენებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღემდე ვერ გასცა პასუხი შეკითხვას - პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შვილის სწავლის დაფინანსება არის თუ არა კორუფცია? ახლა კი „იძიებს“ საჯარო პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ საქმიანობას. ეკა გიგაურის ხელმძღვანელობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ისტორიაში დარჩება როგორც სააკაშვილის პარტიის დანამატი. პროდასავლურ აქტორად პოზიციონირებადი ეკა გიგაური ამ „ენჯეოში“ მოსვლამდე, ბადრი ბიწაძის სასაზღვრო პოლიციიდან წასვლის შემდეგ, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძის ქუჩის აქტივისტი იყო. ეკა გიგაურის სახელს უკავშირდება 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებისას გავრცელებული უდიდესი ტყუილი ყალბი პასპორტების დაბეჭდვაზე. ეს კვაზი-არასამთავრობო ორგანიზაცია იმის გარდა, რომ ერთი ერთში იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ გზავნილებს, ამას წინათ, უნამუსოდ თავს დაესხა გერმანიის ელჩს კნირშს. ოფიციალურმა ბერლინმა საკადრისი პასუხი გასცა გიგაურის მოადგილეს, გიორგი ონიანს, რომელმაც ლევან ხაბეიშვილის სტილში სისულელეები აფრქვია გერმანელ დიპლომატზე. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური ეკა გიგაურების მსგავსი ნაცაქტორების მაგალითები გვიჩვენებენ თუ როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი“, - წერს გია აბაშიძე facebook-ზე.