მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახალხო სეირნობები უნდა მორჩეს, საჭიროა მაიდანი“ - დავით ქაცარავა

ქაცარავა

ჟურნალისტ ვახო სანაიას ფეისბუკპოსტს, რომელიც საზოგადოებას მიმართავს შეკითხვით - რა გამოსავალს ხედავენ, საზოგადოების წევრები კომენტარებში ეხმიანებიან:

„სახალხო სეირნობები უნდა მორჩეს - უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა, დროებითი, კოალიციური მთავრობის შექმნა, სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამისთვის კი საჭირო ხალხის გამოსვლა და დგომა. თუ საჭირო გახდება, მაიდანის ჩატარება“, - წერს „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელი დავით ქაცარავა.

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე გამოსავალს მოსახლეობისგან ხელისუფლებაზე მიმართულ ტერორში ხედავს.

„მე - ტერორს. ტერორს ქვემოდან, მოსახლეობისგან, ხელისუფლებაზე მიმართულს. ოღონდ მაგის თავი არავის გვაქვს. თავი რა, ტ....ი. არაერთ ქვეყანაში მიმართეს მაგ საშუალებას და ბოლოს, ზოგან, ისიც მხოლოდ ევროპაში, ტკივილებისა და მსხვერპლის ფასად მიაღწიეს მშვიდობას და კომპრომისს. ტერორისტებიც აზრზე მოვიდნენ და ხელისუფლებებიც. ამ ხელისუფლებას ადამიანის ენა არ ესმის. იმ ხელისუფლებებსაც არ ესმოდათ. მერე, ასე თუ ისე, გაიგეს“, - წერს დავით პაიჭაძე.

აქვე სოფო ჭყონია წერს, რომ ოპოზიცია „სეირნობას“ უნდა მორჩეს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 19 ნოემბერს, 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქციას მართავს.

მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იქნება.