საზოგადოება

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUTSGE“ თხილის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUTSGE” თხილის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს
1634385904
დაკოპირებულია

კომპანიამ „NUTSGE“ თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში მდებარე საწარმოში, სადაც 2, 000 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი, 50 ადამიანია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ თხილის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში, მათ შორის, კომპანიის „NUTSGE“, იწარმოება მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ხორციელდება“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში თხილის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაცემულია 24,5 მლნ ლარის ღირებულების 150 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი, 6,5 მლნ ლარი შეადგინა.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.