მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შავი დღე შალვას! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს! - დღეს 19:00 საათზე POSTV-სთან აქცია გაიმართება

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი Pia.ge

POSTV-სთან 28 მარტს, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

„შალვა რამიშვილი „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტი და გახრწნილი სისტემის თვალსაჩინო სახეა. ის სექსუალურად ავიწროებს ქალებს, ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, ტირაჟირებს სიძულვილის ენას და მორალურ ტერორს უწყობს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ წავა.

დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, ვიკრიბებით პროპაგანდის მანქანის, პოსტივის ოფისის წინ, რათა ხმაურით გავაპროტესტოთ ამ ტელევიზიის და კონკრეტულად შალვა რამიშვილის მიერ ნასაზრდოები ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ბინძური რუსული პროპაგანდა, მორალური ტერორი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. შავი დღე შალვას! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს!“ - აცხადებენ ორგანიზატორები. 

ცნობისთვის, ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.