მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიმონიშვილი თავის განცხადებაში აშკარად ვარაუდებს ეფუძნება, რაც მის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

„საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი იმ ორგანიზაციის და ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე, პიროვნულად ებრძვის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „საიას“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად სიმონიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებების გამო ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას ითხოვს.

ჩიხელიძე სიმონიშვილის განცხადებას რეალობას მოწყვეტილს და ვარაუდებზე დაფუძნებულს უწოდებს:

„არ ვიცი რატომ აქვს ღარიბაშვილის მიმართ ასეთი ნეგატივი, მაგრამ როგორც ჩანს ადვილია ახალგაზრდა ადამიანით მანიპულირება, ის საიას ერთგვარ ტრადიციას აგრძელებს, რომლის მიზანი არა მთავრობის ჯანსაღი კრიტიკა და ოპონირება (რას მისაღები და საჭიროც კი არის), არამედ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა და სიცრუის ტირაჟირებაა. რაც შეეხება ნიკა სიმონიშვილის განცხადებას, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებების გამო ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას ითხოვს.

წმინდა წყლის სპეკულაცია, რეალობას მოწყვეტილი განცხადებაა. როგორც იტყვიან, მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდა. მესმის რომ სიმონიშვილს და მის ორგანიზაციას ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა სურთ, მაგრამ ერთია მათი სურვილი, მეორე რეალობა. იურისტისთვის მთავარი არგუმენტი და გადამწყვეტი ფაქტობრივი მტკიცებულება უნდა იყოს და არა ვარაუდები ან აღქმები, სიმონიშვილი კი თავის განცხადებაში აშკარად ვარაუდებს ეფუძნება, რაც მის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს“ , - აცხადებს დავით ჩიხელიძე.