მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგო დაიწვა

თბილისში ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგო დაიწვა

თბილისში ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგო დაიწვა, - ამის შესახებ  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დაიჯესტს განუცხადა.

ექიმის თქმით, დამწვარი გოგოს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„გუშინ შემოიყვანეს 16 წლის გოგო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში წაისვა და დამწვრობა მიიღო. მისი მდგომარეობა გართულდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადმოყვანა. ეს წელს პირველი შემთხვევა იყო და იმედი მაქვს უკანასკნელი“, - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.