მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში ერთი ადამიანი მოკლეს

პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში დაპირისპირებისას ერთი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სანადირო თოფიდან მიყენებული ჭრილობებით ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო PIA.GE -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მე- 3 ნაწილი მუხლით დაიწყო, რაც რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.