მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტყიბულში მაშველებმა ქვანახშირის შახტის ნანგრევებში მოყოლილი მეორე ადამიანი იპოვეს

მყვინთავი-მაშველები

ტყიბულში მაშველებმა ქვანახშირის შახტის ნანგრევებში მოყოლილ მეორე ადამიანს მიაგნეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი სამაშველო სამუშაოები. შესაბამის განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

„სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის ქვანახშირის შახტიდან მაშველებმა ორი ადამიანიდან ერთი უკვე ამოიყვანეს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და 64 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებისას მიწა ჩამოიშალა, შემთხვევის დროს შახტში ორი ადამიანი იმყოფებოდა.