მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინიდან ჩამოფრენილი მგზავრების ნაწილი ქვეყანაში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს, დავით საყვარელიძემ საჯარო ბოდიში მოუხადა მათ და მოიხსენია პაშა კაშჩუკი - სამხედრო ინსტრუქტორი, რომლის გადამზადებულიც არის ქართული ლეგიონის „მგლების“ მებრძოლები - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge

„სნაიპერ პაშას საქართველოში ზუსტად იმ დღეს ჩამოფრენა, რა დღესაც სააკაშვილი გლდანიდან გორში უნდა გადაეყვანათ - უბრალო „დამთხვევად“ ხელისუფლება ვერ გაატარებდა“, - ასე ეხმიანება დავით ქართველიშვილი 19 ნოემბერს კიევი-თბილისის რეისს, რომლის რამდენიმე მგზავრიც უკან იმავე რეისით დააბრუნეს და ქვეყანაში არ შემოუშვეს. 

ქართველიშვილი აქვეყნებს დავით საყვარელიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის უკრაინის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის და მათ შორის ახსენებს პაშა კაშჩუკს - სამხედრო ინსტრუქტორს, რომელიც, ქართველიშვილის თქმით, სხვადასხვა ტიპის სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს უკრაინელ სამხედროებს და მათ შორის, უშუალოდ მისი გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის „მგლების  მებრძოლები“.

როგორც ქართველიშვილი წერს, საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს დამთხვევად ვერ შეაფასებდა, რადგან, მისი აზრით, შესაძლოა, ისინი რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ.

„რაც შეეხება 23 ნოემბრის მოლოდინებს და მაიდანის დაანონსებას. ეს დღეც, არა „გიორგობად“, არამედ „ვარდების რევოლუციის“ წლისთავის საკრალურ თარიღად რომ აქციეს და სააკაშვილი არა გორის ჰოსპიტალში თუ რომელიმე სხვა კლინიკაში გადასაყვანად რომ ჩამოიყვანეს საქართველოში, არამედ მისი სრული გათავისუფლების და ახალი რევოლუციის მოწყობის მიზნით - საკმარისია თუნდაც ეკა ხერხეულიძის, ან ნიკა ყიფშიძის განცხადება/აღიარებებს გავეცნოთ ამის თაობაზე. ამათ თუ ჰგონიათ, რომ ხელისუფლებას „სძინავს“ და მათი გეგმების ცალკეული დეტალების ჩაშლაზე არ ზრუნავს - ეგონოთ.

აი, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: გუშინწინ შუადღეს, უკრაინიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავით, ქვეყანაში არ შემოუშვეს და იმავე რეისით, უკან გაამგზავრეს უკრაინის რამდენიმე მოქალაქე, რაზედაც „აღშფოთებულმა“ დავით საყვარელიძემ თავის ფეისბუკზე წერილი გამოაქვეყნა. მან საჯარო ბოდიში მოუხადა ამ ადამიანებს და მათ შორის მოიხსენია პაშა კაშჩუკი, რომელიც როგორც აღნიშნავს, საქართველოში რამდენიმე დღით დასასვენებლად ჩამოფრინდა. როგორც კიევიდან მაცნობეს, პაშა არის სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს უკრაინელ სამხედროებს და მათ შორის, უშუალოდ მისი გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის „მგლების“ მებრძოლები. სნაიპერ პაშას საქართველოში ზუსტად იმ დღეს ჩამოფრენა, რა დღესაც სააკაშვილი გლდანიდან გორში უნდა გადაეყვანათ - უბრალო „დამთხვევად“ ხელისუფლება ვერ გაატარებდა. სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას - ზედმიწევნით დავიცვათ პატიმრის უსაფრთხოების ზომები - მთავრობა სათანადოდ ეკიდება. ხოლო, კოვზი ნაცარში რომ ჩაეყარათ, თან უკვე მერამდენედ - ამაზე ყველაზე კარგად დავით საყვარელიძის აღშფოთებული რეაგირება მეტყველებს“ - წერს დავით ქართველიშვილი.