მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ზვიადაური კლინიკაში კვლევებზე გადაიყვანეს

ოლიმპიური ჩემპიონი

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკაში კვლევებზე გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს განუცხადეს, ოლიმპიურ ჩემპიონს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა.

მისი ადვოკატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ზვიადაურს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს. აღნიშნული საკითხი კვლევის შედეგზეა დამოკიდებული.

ინფორმაციისთვის, ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, რომელმაც ზვიად ზვიადაური და კიდევ ერთი პირი მოკლა.

ამ დროისთვის ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თავდებობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზურაბ ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.