მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საძიებო სიტყვა: პორტ

კომისია
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა

2024 წლის 10 მაისს 17:00 საათზე შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა.საერთაშორისო ტენდერი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად 2024 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ.როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ.სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგელობაში ასევე წარმოდგენილი იყო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნა.ოთხი კომპანიიდან, რომელთაც სატენდერო დოკუმენტაცია დაეგზავნათ, ტენდერში მონაწილეობა სამმა მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოწვეულ პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ წინადადების წარმოდგენა, რომელიც შედგებოდა ტექნიკური და ფინანსური ნაწილებისაგან. პროექტის სირთულისა და სპეციფიკაზე მითითებით პრეტენდენტების მიერ მოთხოვნილ იქნა სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივება, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით.ორკონვერტიანი შესყიდვის პროცედურის თანახმად, 10 მაისის კომისიის სხდომაზე მხოლოდ ტექნიკური წინადადებების კონვერტი გაიხსნა. კომისია იმსჯელებს და განიხილავს წარმოდგენილ წინადადებებს და გამარჯვებულად გამოვლინდება ის პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ჯამურად (ტექნიკური წინადადების ქულას პლუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლეს შეფასებას (ქულას) მიიღებს.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა საქართველოს მთავრობის და ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, შესაბამისად კომისია და შესაბამისი ჩართული უწყებები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დროულად მოხდეს პროექტის მშენებლობის დაწყება. დღეს დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარმოდგენის მიღება. საზღვაო სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელიც საჯაროდ გაიხსნა. უახლოეს პერიოდში კომისია კონსულტანტთან ერთად იმსჯელებს გამარჯვებულის გამოსავლენად“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტო
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2024 წლის აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125 ფაქტი გამოავლინეს.ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 24 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 4 - ქვემო ქართლის, 11 - შიდა ქართლის, 38 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - გურიის, 36 - იმერეთის, 1 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 7 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 34,295 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.რაც შეეხება 2024 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 334 ფაქტია გამოვლენილი; საქმიან ეზოებში დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 266,644 კუბური მეტრი შეადგინა.

გზები
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია გვირაბების ასაქცევი გზის გავლით. 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი
ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის წევრების ჩანაწერებზე: ბილწსიტყვაობა,მუქარა და ზიზღის ენა არის მათი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, ცნობილი სპორტსმენი, ელჩი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე

„კარგად ჩანს, თუ რას აპირებენ და როგორ ფიქრობენ რადიკალური ჯგუფები და მათი გამოკვეთილი ლიდერები“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ნიკა გვარამიას, მისი პარტიის წევრის, ნიკა ფარულავას, აკაკი მინაშვილის ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით არიან მოხსენებული როგორც ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, ისე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს სუბიექტები ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათი მთავარი იარაღი კი მუქარა და ზიზღის ენაა. „კარგად ჩანს, თუ რას აპირებენ და როგორ ფიქრობენ რადიკალური ჯგუფები და მათი გამოკვეთილი ლიდერები. ისინი ფიქრობენ, რომ დაუნდობლები იყვნენ ყველას მიმართ, მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ცნობილი სპორტსმენი, ელჩი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ბილწსიტყვაობა,მუქარა და ზიზღის ენა არის მათი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი! ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არიან ეს სუბიექტები, თან თუ გავითვალისწინებთ სუსი დღევანდელ განცხადებას, ეს ქვეყნის დაქცევისა არეულობის მსურველები აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან!,” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ყირიმის ხიდი
რუსეთი ყირიმის ხიდს სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის აღარ იყენებს

უკრაინული ძალების მიერ ყირიმის ხიდზე რამდენიმე შეტევის შემდეგ რუსეთი მას სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის აღარ იყენებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, რომელსაც თანამგზავრული ფოტოები მოჰყავს, ბოლო სამი თვის განმავლობაში ყირიმის ხიდით არც ერთი მატარებელი არ გადასულა. რომელსაც სამხედრო ტექნიკა მიჰქონდა. 29 თებერვალს დააფიქსირეს მატარებელი, რომელმაც ყირიმში 55 ტონა საწვავი ჩაიტანა.2023 წლის ივლისის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ხიდის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირა. მანამდე იქ ყოველდღიურად იარაღით დატვირთული 40 მატარებელი მოძრაობდა. ახლა კი დღეში ოთხი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებელი დადის.დასავლური მედიის ცნობთ, 2024 წელს უკრაინა ისეთ შეიარაღებას მიიღებს, რომელიც ყირიმის ხიდის განადგურების შესაძლებლობას მისცემს.

გზები
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

პარტია „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის მონაწილე
ვიქტორ სანიკიძე: სპორტსმენებზე არის პირდაპირ მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა - სამწუხაროა, რომ არ გვინახავს ეს ფაქტები ვინმეს დაეგმო

ჩვენს ქვეყანაში დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია. სანიკიძის განცხადებით, ის სრულ სოლიდარობას უცხადებს სპორტსმენებს. „არამარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე“ - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა
დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი

„მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ სპორტსმენების ბულინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. კაჭარავას თქმით, სპორტსმენები არიან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ და ოპონენტები ცდილობენ, რომ მათ გააკეთებინონ თავისდა სასიკეთო კომენტარები. მანვე აღნიშნა, რომ ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი.„სპორტსმენები არიან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ და ცდილობენ, რომ ამ სათაყვანებელ მოთამაშეებს, სპორტსმენებს, იმ ადამიანებს, რომლითაც ქართველი ხალხი ამაყობს გააკეთებინონ თავისდა სასიკეთო კომენტარები, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ სპორტი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკის გარეთ. შემიძლია ორი სიტყვაში ავხსნა ეს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ ვთქვათ გუნდურ სპორტში თუ რომელიმე სპორტსმენი აფიქსირებს თავის ერთ მხარეს, პოლიტიკურ მხარეს, გუნდური სპორტია და იქ შეუძლებელია სხვა მხარე არ არსებობდეს, აქედან გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობამ შეიძლება გუნდის შიგნით გამოიწვიოს ერთგვარი კამათი, დისკომფორტი რაც რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება გადატანილი მოედანზე, ერთმანეთთან ურთიერთობაში აისახება და ეს საბოლოო ჯამში აისახება წარუმატებლობაზე. ზუსტად ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ წარმატებებს ქართული სპორტისას და სამწუხაროა, რომ მათ ეს არ უხარიათ“, - აღნიშნა კაჭარავამ.დავით კაჭარავა აღნიშნავს, რომ ეთანხმება სპორტსმენების პოზიციას „არა აგრესიას“. მისი თქმით, ყველა ამისკენ მივილტვით, რომ აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ პოზიციას აფიქსირებ, მაშინ უამრავი ძალიან კარგი რაღაც ხდება ამ ქვეყანაში და ისიც უნდა დააფიქსირო.„ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში ძალიან ხმამაღალი განცხადებები და ამ სპორტსმენებს მივმართავ იფიქრონ სპორტზე, თავის გუნდელებზე, თავის მეგობრებზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ თავისი თანაგუნდელი, თავისი მეგობარი სხვა აზრს დააფიქსირებს ან საერთოდ არ დააფიქსირებს, ჩვენ ასეთი სიტუაციები ვნახეთ რამხელა კონფლიქტი შეიძლება ამ ყველაფრისგან შეიქმნას. ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანებზე, ვინც არ აფიქსირებენ პოზიციას რამხელა ზეწოლა მიმდინარეობს და შეურაცხყოფებიც. ამიტომ, იმ სპორტსმენებმა ვინც დააფიქსირეს პოზიცია, მათაც მივმართავ და ზოგიერთი მათგანი იძახის, რომ ეს არ არის პოლიტიკური შეხედულება, ეს არის თვითონ ფაქტთან მიმართებაში, ვთქვათ „არა აგრესიას“ - რა თქმა უნდა „არა აგრესიას“ ყველა ამისკენ მივილტვით, რომ აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ პოზიციას აფიქსირებ, ეს ყველა შემთხვევაში აისახება, როგორც შენი პოლიტიკური პოზიცია და თუ ფიქრობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პოზიცია, მაშინ უამრავი ძალიან კარგი რაღაც ხდება ამ ქვეყანაში და ისიც დააფიქსირე. ვთქვათ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის პერიოდში რამდენი კარგი რაღაც მოხდა და მერე ვნახოთ რამხელა ბულინგის ქვეშ მოჰყვებიან, თუნდაც ნებისმიერი მარტივი ძალიან დიდი ქვეყნის წინ გადადგმული ნაბიჯი მათ რომ თავის სოციალურ ქსელში, "სთორიში" გამოაქვეყნონ, მაშინ ვნახავთ რამხელა ბულინგის ქვეშ მოჰყვებიან. ამიტომ დაანებონ სპორტსმენებს თავი, სპორტსმენებმა თავისი საქმე ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად აკეთებენ, ამით მხოლოდ ზიანდება საქართველო, მთლიანი ჩვენი ინტერესი, სპორტსმენებმა აკეთონ თავისი საქმე, ძალიან დიდი პატივისცემით თითოეული მათგანის მიმართ, მაგრამ პოლიტიკაში მათი ჩართვა ვერანაირად ვერ შეიძლება კარგის მომტანი იყოს, როგორც გუნდისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ნებისმიერი მხარისთვის“, - აღნიშნავს დავით კაჭარავა.

მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი

„ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკურ პროცესებში სპორტსმენების აქტიურ ჩარევაზე გააკეთა კომენტარი და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სპორტსმენებზე ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა და ხელისუფლება და პირადად ისიც ცდილობდა ეს ზეწოლა მათთვის თავიდან აერიდებინა. „დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს რა რთულია,” - განაცხადა ყაველაშვილმა.მისი თქმით, კარგი იქნება სპორტსმენებმა, რომლებმაც თავიანთი განცხადებებით მხარე დაიკავეს, ნახონ, როგორ მოქმედებს პოლიცია დასავლეთის ქვეყნებში და შემდეგ შეადარონ ის საქართველოში სამართალდამცავების მოქმედებას.„მივმართავ ბუდუ ზივზივაძეს, იმ სპორტსმენებს, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს „არა რუსულ კანონს“ და პოზიცია დაიკავეს - ნახონ, როგორ დაარბიეს აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენი კაცი დაიჭირეს; გერმანიაში ბრძანდება ბუდუ ზივზივაძე და როგორ ეპყრობიან იქ აქციის მონაწილეებს პოლიციელები და აბა ვინმემ გაუბედოს და რამე უთხრას მათ; საფრანგეთში გზა გადაიკეტა და იქაც დაშალეს აქცია და ანალოგიური ხდება ყველგან... შეადარონ ახლა საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სიტუაცია, შეიძლება ეს ორმაგი სტანდარტი? საქართველოში თურმე მიუღებელია რაღაც და გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში დასაშვებია. თუ თავისუფალი ხარ შენ აზროვნებაში, ერთ მხარეს დგები და როცა შენს უფროს კოლეგას მოღალატედ წარმოაჩენენ, მაგალითად ლევან კობიაშვილს, დავით კაჭარავას და არ გიჩნდება მათ მიმართ სოლიდარობის განცდა, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, რომლის წინააღმდეგაც ერთი ამბავი ჰქონდა ატეხილი მთელ ამ „ბაბლს„ და ახლა სურათებს იღებენ, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო.ერთხელ გინახავთ სახალხო დამცველი გამოსულიყო და დაეცვა ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელია? ესენი არიან ახლა აყოლილი დროებას და ცდილობენ გამოიყენონ ეს ადამიანები. სად იყვნენ მაშინ, როცა გადაფარებული ვიყავი სპორტსმენებს, ჩვენ ვიცით მათი ფასი, არა იმიტომ, რომ ახლა მაგრად თამაშობენ და ხელის გულზე ატარებს მთელი ქვეყანა, არამედ, როცა უჭირდათ მაშინ ვედექით ჩვენ გვერდში და ამას არც არავის ვაყვედრით.მინდა ვუთხრა ბუდუ ზუვზუვაძე, რომ ვისითაც იმართება ეს პროცესები - ნაციონალური მოძრაობა, იცი როგორ იჭერდა ადამიანებს? ტელე-დაჭერების სერია ჰქონდათ და არ შეიძლება ადამიანებმა იმით გავიმართლოთ თავი, რომ ვიღაც მირეკავს, მაიძულებს რაღაც პოზა დავიჭირო. არ მინდა რაღაც წამომცდეს, მეც ვიყავი ახალგაზრდა და ვიცი, რომ აუცილებელია შეინარჩუნონ სიმტკიცე, იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეს ხინჯი, რომ ვიღაცამ დაგავალა და გათქმევინა რაღაც", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ტრამპი
ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 15-20 მილიონი ადამიანის დეპორტაციას გეგმავს - CNN

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ისაუბრა, რა გეგმები აქვს ემიგრანტებთან დაკავშირებით, თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ტრამპის განმარტებით, აშშ-ში უსაბუთოდ მყოფი მილიონობით ემიგრანტის დეპორტაციას მილიტარისტული გზით განიხილავს. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - შედის თუ არა მის გეგმებში სამხედროების ჩართვა დეპორტაციის პროცესში, ტრამპი აცხადებს: „დიახ, როდესაც სამხედრო ჩართულობაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება ნაციონალური გვარდია“.მისივე თქმით, კანონები, რომლითაც კონგრესის თანხმობის გარეშე იკრძალება ქვეყნის შიგნით შეიარაღებული ძალების გამოყენება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაზე არ გავრცელდება, რადგან „ისინი [მიგრანტები] სამოქალაქო პირები არ არიან“.ტრამპის თქმით, ეს ადამიანები შტატებში შემოიჭრნენ და მისი გეგმის განხორციელება კანონდარღვევა არ იქნება.„ეს არის ხალხი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. ეს, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრაა“, - ციტირებს CNN ტრამპის სიტყვებს ინტერვიუდან.

აშშ-ის კონგრესის შენობა
აშშ-ის კონგრესმა რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს. მანამდე ინიციატივა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა.ახლა, დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბაიდენი მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს. შედეგად, რუსეთს კანონის ძალაში შესვლიდან 90 დღეში აეკრძალება შტატებში ურანის იმპორტი. ხოლო დროებითი გამონაკლისები 2028 წლამდე იმოქმედებს.დოკუმენტი აგრეთვე, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ვალდებულებას აკისრებს, მოძებნონ და კონგრესს მიაწოდონ ურანის მიღების ალტერნატიული ვარიანტები. 

••• იტვირთება