მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის სასამართლომ ბენზემა ყოფილი თანაგუნდელის შანტაჟში დამნაშავედ ცნო

ფეხბურთელი კარიმ ბენზემა
1637745027
სპორტი

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა ვერსალის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ბენზემას ბრალად ყოფილი თანაგუნდელის, მატიე ვალბუენას შანტაჟი ედებოდა.

„რეალის“ ფეხბურთელს 1 წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა და 75 000 ევროს გადახდა დაეკისრა.  

ვალბუენამ ბენზემა შანტაჟში 2015 წელს დაადანაშაულა. მატიეს ვერსიით, ქარიმს მისი მონაწილეობით ინტიმური ვიდეო ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც ვალბუენას აიძულებდნენ, რომ დიდი თანხა გადაეხადა.