მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალუბლის ყვავილობა, მზადება კორონაციისთვის, საპროტესტო გამოსვლები - 1-ელი მარტის დღის ფოტოები

1 მარტი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 1-ელ მარტს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ნიგერიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ბოლა ტინუბუს მომხრეები აღნიშნავენ წინასწარი შედეგების გამოცხადებას, რაც არჩევნებში მის გამარჯვებაზე მიუთითებს
აბუჯა, ნიგერია 📷 Sulaimon

იაპონელი იოშიტო ვათები FIS Nordic World Ski-ზე გამოსვლისას
პლანიკა, სლოვენია 📷 Borut Živulovič

კუპიანსკიდან ევაკუაციის შემდეგ, ასაკოვანი ადამიანები თავიანთ ნათესავებს ეხვევიან
ხარკოვი, უკრაინა 📷 Andres Gutierrez

სერიალ „მხევლის წიგნის“ კოსტიუმებში გამოწყობილი ქალები ესკალატორით ადიან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საპროტესტო გამოსვლების დროს
იერუსალიმი, ისრაელი 📷 Abir Sultan

პოლიციამ განარიდა გრეტა ტუნბერგი, რომელიც ქარის ტურბინებთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობდა
ოსლო, ნორვეგია 📷 Alf Simensen

არტისტი რეფიკ ანადოლი 2023 წლის „არტ დუბაიზე“ იმერსიული ინსტალაციის Glacier Dreams წარდგენისას
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამირო 📷 Cedric Ribeiro

ტიბეტელ დევნილს პოლიცია აკავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განგის ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
დელი, ინდოეთი 📷 Amiit Dave

კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა გუნდი მდინარე დიდ ოუსზე ვარჯიშის დროს
ილი, ინგლისი 📷 Joe Giddens

რესტავრატორი კრისტა ბლესლი ვესტმინსტერის სააბატოში კორონაციის სკამის აღდგენაზე მუშაობს ჩარლზ III-ის  მეფედ კურთხევისთვის, რომელიც მაისში გაიმართება
ლონდონი, ინგლისი 📷 Kirsty O’Connor

თეთრთვალა ჩიტი ნაადრევად აყვავებული ალუბლის ხის ტოტზე
ტოკიო, იაპონია 📷 Issei Kato

იხილეთ ასევე:

👉 იღბლიანი ძაღლი, ხტომა კოცონზე და ჩრდილოეთის შუქები - 28 თებერვლის ფოტოები მსოფლიოდან

👉 არხზე ნავით გასეირნება, ბრიტანელი სნოუბორდისტი და ჩრდილოეთის ნათება - 27 თებერვლის ფოტოები მსოფლიოდან