მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გინესის რეკორდსმენი მწვანე კოდალა, საჰაერო თავდასხმა იემენზე, ჰოკაიდოს ტყეში ბინადარი ჩიტი სახელად „თოვლის ფერია“ - 18 იანვრის მსოფლიო ფოტოებში

დღის ფოტოები მსოფლიოდან Pia.ge

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 18 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ევროპარლამენტის ახლად არჩეული პრეზიდენტი რობერტა მეცოლა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოდის სტრასბურგი, საფრანგეთი📸Gonzalo Fuentes/Reuters

საჰაერო თავდასხმა იემენზე. საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელმძღვანელობით საჰერო თავდასხმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამეზობლოში. დაიღუპა მინიმუმ 12 იემენელი, დაშავდა 11 პირი, ხოლო განადგურდა რამდენიმე შენობა
სანა,იემენი📸Yahya Arhab/EPA

ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მიურეი პირველი ტურის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვებას აღნიშნავს
მელბურნი, ავსტრალია📸James Gourley/Reuters

ძლიერი ყინვის შემდეგ ვარდისფერი ცა მალმსბერიში და უძველესი ხიდი
მალმსბერი, დიდი ბრიტანეთი📸Terry Mathews/Alamy Live News

სასამართლო ექსპერტი ამოწმებს მარგარიტო მარტინესის სახლს კამინო ვერდეში. მექსიკელი ფოტოჟურნალისტი საკუთარი სახლის წინ მოკლეს
ტიხუანა, მექსიკა📸Joebeth Terríquez/EPA

ჰოკაიდოს პარკში 14 სმ სიგრძის ჩიტი ბინადრობს, რომელსაც ასევე „თოვლის ფერიას“ უწოდებენ. ის პოპულარულია იაპონურ სოციალურ ქსელებში და ფოტომოყვარულების ფავორიტი გახდა
საპორო, იაპონია📸Jiji Press/EPA

მსოფლიოში ყველაზე დიდი თოვლის ლაბირინთი. ლაბირინთი 3000 კვადრატული მეტრია
ზაკოპანე, პოლონეთი📸Anadolu Agency/Getty Images

ჯარისკაცები რესპუბლიკის დღის აღლუმის რეპეტიციაში მონაწილეობენ
ნიუ დელი, ინდოეთი📸Sajjad Hussain/AFP/Getty Images

მართლმადიდებელი მღვდლები ნათლისღების წინა დღეს წყალს აკურთხებენ
კინეშმა, რუსეთი📸Vladimir Smirnov/Tass

მესაქონლეები თხებისთვის თივას ეზიდებიან
თუნცელი, თურქეთი📸Anadolu Agency/Getty Images

მწვანე კოდალა მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალიდან - გინესის რეკორდსმენი ხეზე კაკუნის დარგში საქართველო📸დაცული ტერიტორიების სააგენტო