სხვადასხვა

უკრაინა 2023 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვერ უმასპინძლებს

ევროვიზია
1655464066
დაკოპირებულია

უკრაინა 2023 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვერ უმასპინძლებს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინფორმაციით  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები BBC-თან იმის შესახებ, თუ სად გადაინაცვლებს „ევროვიზია 2023“.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ დისკუსიებს 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულ მაუწყებელთან, ჩვენს უკრაინელ წევრთან UA:PBC-სთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ვიპოვოთ ყველაზე შესაფერისი კონფიგურაცია 67-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის“, -  წერია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ცნობისთვის, 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული უკრაინა გახდა.  უკრაინის წარმომადგენელმა  ჯგუფმა „KALUSH ORCHESTRA“-მ ფინალში სიმღერა "Stefania" შეასრულა და 631 ქულით უკრაინას ევროფესტივალზე მესამე გამარჯვება მოუტანა.