მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელი ბიჭი სახლის ნანგრევებში, ინდუისტური ფესტივალი, ბოლივიური მაიმუნები და სუმატრელი სპილო - 14 აპრილის დღის ფოტოები მსოფლიოდან

დღის ფოტო

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 14 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ინდუისტური მიმდევრები მონაწილეობენ Lal Kach-ის (წითელი მინა) ფესტივალში ბენგალური ახალი წლის შესახვედრად. ფესტივალის დროს ბავშვები და მამაკაცები ერთმანეთს წითლად ღებავენ და ესწრებიან მსვლელობას ხმლებით ხელში. ამით აჩვენებენ ძალას ბოროტების წინააღმდეგ
დაკა, ბანგლადეში📸Joy Saha

კრუიზი ვეიმუთის ყურეში
ვეიმუთი, დიდი ბრიტანეთი📸Finnbarr Webster/Getty

ადგილობრივი ქალი ბავშვთან ერთად ადის გორაკზე ქრისტეს ქანდაკებასთან
კუსკო, პერუ📸Artur

12 წლის დანიკ რაკის ხელში კატა უჭირავს, ის რუსული დაბომბვის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებშია
ჩერნიგოვი, უკრაინა📸Evgeniy Maloletka

ბოლივიური მაიმუნები თამაშობენ Chessington World of Adventure-ის ზოოპარკში
ჩესინგტონი, დიდი ბრიტანეთი📸Mark

კაცი თავის ძაღლთნ ერთად თოვლიან ამინდში
ვინიპეგი, კანადა📸Canadian Press

ერთი თვის მამრი სუმატრელი სპლიყვი, სახელად ლანანგი, ის პირველი სუმატრული სპილოა, რომელიც დაიბადა ბალის ზოოპარკში.
ბალი, ინდონეზია📸Made Nagi/EPA

ინდუისტური ფესტივალი, რომელიც აღინიშნება ბენგალური თვის ჩაიტრას ბოლო დღეს და აღინიშნება შივას პატივსაცემად
კოლკატა, ინდოეთი📸Debarchan Chatterjee

გადამფრენი ფრინველი ჯუიანჰაის ჭაობში
შიდა მონღოლეთი, ჩინეთი📸Xinhua

სოფელი ბინი მას შემდეგ, რაც მიანმარის სამხედროებმა ცეცხლი წაუკიდეს
საგაინგი, მიანმარი📸Reuters