მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მხარდამჭერები მონაწილეობენ უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღვრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში - მელია

პოლიტიკოსი

„მხარდამჭერები მონაწილეობენ უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღვრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

მხარდამჭერები მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში.
თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია.
სწორედ ამიტომ, საარჩევნო კომისიისა და ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებით, ის დარეგისტრირებული ამომრჩევლები, რომლებმაც გამოხატეს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ვერ მიიღეს სმს-კოდები, ან ხმის მიცემის პროცესში ჰქონდათ სხვა ტექნიკური შეფერხება.

დღეს 19.00-დან მიიღებენ ახალი ესემეს გზავნილებს განახლებული კოდებით.
ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ ამ ესემეს გზავნილებში არსებულ ბმულზე გადასვლითა და მიღებული კოდის შესაბამის ველში დაფიქსირებით“, - აცხადებს მელია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  გენერლები პუტინს ევედრებიან, დიდი შეტევა არ წამოიწყოს - არესტოვიჩი

➖  რუსეთის მოქალაქეებად არ მივიჩნევ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

➖  შოლცის განცხადებით, რუსეთსა და ნატოს შორის ომი დაუშვებელია

➖ მოსკოვში კაცმა შვილი და ყოფილი ცოლი მოკლა

➖ ირანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა

➖ დამპყრობლების მიერ განადგურებული მარიუპოლის აღდგენას სავარაუდოდ, 8 წელი დასჭირდება - უკრაინული მხარე