მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან სალუქვაძე: მონტაჟის 170 ადგილი, მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები

ამირან სალუქვაძე - ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში.

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, 6 მარტს „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებულ აუდიო ჩანაწერების ფალსიფიკაციის საკითხს შეეხება.

„უსმენთ ხომ? არც ახლა მისცემთ ხომ სრულ ჩანაწერს? ძალად გამოთხარეთ ეს გამოძიება, თორემ იდო მასალები არქივში და იდებოდა საუკუნეები. მონტაჟის 170 ადგილი... 21 ადგილას სხვა პირთა ხმები... ესაა თქვენი ცრუპენტელები და ცრუპენშოები. მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები... უნდა გაუუქმდეთ ლიცენზია და აეკრძალოთ ჟურნალისტობა. პასუხი ვის მოეთხოვება? ისე, იხსენებთ ხომ იმ ტოტალური მოსმენების დროს, „ტელეფონზე ვერ გეტყვიო“, გავრცელებული ფრაზა რომ იყო?!” - წერს ამირან სალუქვაძე.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.