მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილის განცხადების მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცა - ვლადიმერ ბოჟაძე

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - ვლადიმერ ბოჟაძე

„მის გარდა ვერავინ თქვა, რომ 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომა იყო, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესების ღალატი,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, გახარიას გადადგომა იყო იმ ამომრჩევლების ღალატი, ვისაც მისი სჯეროდა:

„ბიძინა ივანიშვილის განცხადების მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მან მკაფიოდ თქვა, რომ 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომა იყო პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესების ღალატი, კანონის უზენაესობის პრინციპის ღალატი და მერე იმ პოლიტიკური გუნდის, ვინც ის პოლიტიკაში მოიყვანა. გახარიას გადადგომა იყო იმ ამომრჩევლების ღალატი, ვისაც მისი სჯეროდა... სჯეროდა, რომ დაასრულებდა პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, დაასრულებდა ხელოვნურად გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისის გამომწვევ „ნაციონალურ მოძრაობას“. წილი საბოლოოდ ნაყარია და გადამწყვეტ სიტყვას, ისევე როგორც ყოველთვის 2012 წლიდან, იტყვის „მისი აღმატებულება ამომრჩეველი,“ - აღნიშნავს ვლადიმერ ბოჟაძე.

ამავე თემაზე:

საკმარისია სააკაშვილი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება - ბიძინა ივანიშვილი

გახარიას ქმედებებმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია - ბიძინა ივანიშვილი

„გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება