მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დამკვიდრდა, რომ რაც იყო უარესია იმაზე, რაც არის დღეს, ხალხი მუდმივად ნეგატიურ არჩევანშია“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„ხალხი მუდმივად ნეგატიურ არჩევანშია, ცუდსა და უარესს შორის. ასე დამკვიდრდა, რომ ის, რაც იყო უარესია, ვიდრე ის, რაც არის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას კლავენ, ვიღაცას ანადგურებენ“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი მიმართულებით წინამორბედის გზა განაგრძო.

„სასამართლო სისტემა რომ ავიღოთ, მიშას ჰყავდა ეს მოსამართლეები, იყენებდა და აბა გაებედათ და გვერდზე გაეხედათ, პოლიტიკურ ვერტიკალში ჰყავდა ჩასმული. ყოველ შემთხვევაში კორუფციისგან მაინც თავისუფალი იყო სისტემა.

ახლა იგივე ადამიანები სამისდღემჩიოდ დანიშნეს. ავგიას თავლად აქციეს და პარტნიორებად გაიხადეს ის ადამიანები, რომელზეც ღარიბაშვილი ამბობდა, მანამდე ბნელი იყო და ახლა ნათელიაო. ამას ღარიბაშვილი მურუსიძეზე ამბობდა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მან ოპოზიციას ტაქტიკა და მუშაობის ინტენსივობა დაუწუნა და აღნიშნა, რომ მათ ამომრჩეველთან კომუნიკაცია აკლიათ.

„ოპოზიცია ვერ ახერხებს განვითარებას, ელექტორალურ ზრდას, რადგან არაფერს ცვლის თავის დამოკიდებულებებში. ჩვენს ოპოზიციას აქვს განცდა, რომ პარტნიორებმა ბიძინას ძალაუფლება უნდა წაართვას და მათ ჩაუგდოს ხელში.

ხალხთან რეალური კომუნიკაცია არ აქვთ. ყველას, ვინც მათზე ცუდს იტყვის, „ქოცებს“ ეძახიან. ამის მაგივრად ხალხს უნდა ესაუბრონ, სინდისი გაუღვიძონ, მაშინ, როცა კაბინეტებში არიან ჩაკეტილი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძე იქნება, ოპოზიცია კი ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, 23 ივლისს დაასახელებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხატია დეკანოიძე: ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს

👉 „ყველაზე სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი“ - გიორგი ვაშაძე

👉 ჯიმ რიში: გვეგონა 2012 წლის არჩევნები საქართველოში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ