მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ქართველიშვილი - მონტაჟის 170 გამოვლენილი ფრაგმენტი, 21 ფეიკ-პერსონაჟის გამოყენებული ხმა - გამოგონილი აუდიო ზღაპარი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი - Pia.ge

„ნაცსექტის გაუკუღმართებული ლოგიკით, „ქართული ოცნებისთვის“ ნაღმის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საკუთარ ნაღმზე აფეთქების ეფექტი მივიღეთ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს.

„უსმენდნენ ყველას - ოპოზიციასაც და თავისიანებსაც, სრულწლოვნებსაც და ბავშვებსაც. ფარულად იღებდნენ ყველაფერს - საკუთარი გუნდისა და ოპონენტების ინტიმურ ცხოვრებას, ციხეებში, საიდუმლო ბუნაგებში - წამებას, გაუგონარ სისასტიკეს და გაუპატიურებას. ეს ხომ ვიცოდით და ვიცით. ხომ შეგერგოთ, ხომ დავუსვით წერტილი ამ კრიმინალურ აუდიო და ვიდეოთეკებს 2013 წლის სექტემბერში. ხომ გაპატიეთ, მაინც ვეღარ ისვენებთ... მონტაჟის 170 გამოვლენილი ფრაგმენტი, 21 ფეიკ-პერსონაჟის გამოყენებული ხმა - არასრულწლოვანი ბერასა და ოპოზიციონერი ირაკლი ღარიბაშვილის „მონაწილეობით“ გამოგონილი აუდიოზღაპარი, რომელსაც ნაცსექტის გაუკუღმართებული ლოგიკით, „ქართული ოცნებისთვის“ ნაღმის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საკუთარ ნაღმზე აფეთქების ეფექტი მივიღეთ.

ორი რამ მაინტერესებს - ბოროტი ჭკვიანი არ გინახავთ? მაგრამ, თან ბოროტი იყო და თან ასეთი იდიოტი? როდესაც გგონია, რომ თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებით და ახალი კომპიუტერული პროგრამებით მარტო შენ შეგიძლია დამონტაჟებული ფეიკმასალის დამზადება, მაგრამ იმავე თანამედროვე სამყაროში თითქოს და არ არსებობს ულტრათანამედროვე საექსპერტო მექანიზმები. კი ბატონო, ხართ დებილები და იყავით თქვენივე ფეიკმედია მაყურებლების სამწუხაროდ დიდი არმიით. მაგრამ თქვენს ამ ე.წ. ტელევიზიებში ნორმალური ადამიანების მისვლა უკვე პირდაპირ რომ გაუტოლდება პატივმოყვარეობის შელახვას, ეგეც გკიდიათ?“ - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.

ამავე თემაზე:

ამირან სალუქვაძე: მონტაჟის 170 ადგილი, მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები

არ უნდა ისჯებოდნენ კანონით ამ ყველაფრის შემოქმედნი? როგორ შეუძლიათ დილიდან საღამომდე ტყუილში და სიყალბეში ქმნიდნენ გადაცემებს? - ირაკლი ლატარია

თამთა მეგრელიშვილი: უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება