მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია გაბრიჭიძე: საინტერესოა ე.წ სახალხო დამცველისა და იმ რაღაც „ქარტიას“ შეფასებები, ამ მარაზმთან მიმართებაში

ჟურნალისტი, ექსპერტი გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, 6 მარტს ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში გასულ ფარულ ჩანაწერებს შეეხება.

„მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში“ - ეს არის ერთ-ერთი ამონარიდი იმ გამოძიების შედეგებიდან, რომელიც უწყებამ TV პირველის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო საუბრის შინაარსზე დაიწყო.

ექსპერტიზის დასკვნის სხვა ფრაგმენტები რომც არ წავიკითხოთ, უკვე ნათელია იმ არამზადების ნამდვილი არსი, ვინც ეს ჩანაწერი დაამზადა და გაასაჯაროვა.

„ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად, გამოყენებულია, მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი“, - აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში და დასძენენ, რომ ასეთი კვალი 170 ადგილზეა.

ცხადია, არც „ნაცებზე“ (ვინც 2011-2012 წლებში ამ ჩანაწერებს აკეთებდა), არც „ნოდარიკო“ მელაძეს, ვინც მშიერი აფთრის ყარყაშით „შექმნა“ „სკანდალი“ და არც იმათზე, ვინც ეს სიბინძურე დაიჯერა, რაიმეს თქმას აზრი არა აქვს. უბრალოდ საინტერესოა ე.წ. სახალხო დამცველისა და იმ რაღაც „ქარტიას“ შეფასებები ამ მარაზმთან მიმართებაში.

რაღა დაგიმალოთ და ის, რომ რომელიმე მათგანი რაიმე სახით გამოეხმაურება პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, არ მჯერა. არ მჯერა იმის გამო, რომ მათი ზღვარს გადასული და დამახინჯებული ლიბერალიზმი, სიმართლის დაცვას არ ითვალისწინებს“, - აცხადებს გია გაბრიჭიძე.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.

ამავე თემაზე:

ამირან სალუქვაძე: მონტაჟის 170 ადგილი, მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები

არ უნდა ისჯებოდნენ კანონით ამ ყველაფრის შემოქმედნი? როგორ შეუძლიათ დილიდან საღამომდე ტყუილში და სიყალბეში ქმნიდნენ გადაცემებს? - ირაკლი ლატარია

თამთა მეგრელიშვილი: უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება