ანალიტიკა

კარგი ოპოზიცია იფიქრებდა სახელმწიფოებრივად, შევიდოდა პარლამენტში და იქ გააკეთებდა კოალიციას - ლევან ბოძაშვილი

კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი - Pia.ge
16:25 ორშ. 2 ნოემბერი
დაკოპირებულია

„კარგი ოპოზიცია იფიქრებდა სახელმწიფოებრივად, შევიდოდა პარლამენტში და იქ გააკეთებდა კოალიციას“ - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

„კარგი ოპოზიცია იფიქრებდა სახელმწიფოებრივად, შევიდოდა პარლამენტში და იქ გააკეთებდა კოალიციას თემატურად, დადგებოდა ერთმანეთის გვერდზე ყველა საკითხზე, რომელიც მიუხედავად ხედვის სხვაობებისა, აუცილებლობაა სახელმწიფოს კრიზისიდან გამოსაყვანად, მოახდენდა „ქართული ოცნების” ინსტიტუციურ ბალანსს და იმუშავებდა ისეთ საკთხების მოგვარებაზე, როგორიცაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკაზე, სასამართლოზე, არჩევნებზე და უამრავ საკითხზე, რომელსაც „ოცნება“ 8 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად არ წყვეტდა, ან წყვეტდა არასათანადოდ.

პარლამენტში ადგილს რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი დაიკავებს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა იქნება თუ სწორედ ასე თემატური კოალიციის სახით მოხდება თანამშრომლობა და უმრავლესობაზე ზეწოლა. თუ ოპოზიციას სურს პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს და მომავალშიც „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილში არ დარჩეს, ასე უნდა მოიქცეს. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ჯერ ერთი, ინდივიდუალურად ვერაფერს მიაღწევენ და მეორეც, სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება მათ სწორედ რომ მეტ წონას შესძენს. ამიტომ, სასამართლოზე, ანაკლიაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სწორედ პარლამენტშია საბრძოლი და არა ქუჩაში, რომელიც მაინც არაფრის მომტანია საბოლოოდ და ამ ქვეყანას კიდევ აღარ სჭირდება ქუჩის პოლიტიკა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

აგრეთვე, წაიკთხეთ:

👉 თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა

👉 ვადამდელმა არჩევნებმა ოპოზიციას შეიძლება უარესი შედეგი მოუტანოს - რამაზ საყვარელიძე

👉 კრიზისი გარდაუვალია, ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს - გია ხუხაშვილი

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
როგორც სატელევიზიო ეთერში გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ლოკდაუნი“ კოვიდინფიცირებულების სწრაფი გამოვლენისა...
21:00
„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხან...
20:42
როგორც სატელევიზიო ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის გ...
20:17
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ეკონომიკას...
20:00
ჟურნალისტებთან განცხადება

ბექა ლილუაშვილი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავ...

მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი როგორც შეზღუდვების, ისე კომპენსაციების და ანტიკრიზისული პაკ...
მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია პარლა...
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დროულად დაიწყოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი. „ჩვ...
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პრო...
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებ...
დუბაის და თელ-ავივს შორის პირველი რეგულა...
ავიარეისი კომპანია FlyDubai-მ შეასრულა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ისრაელ...