მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკური თეატრის სცენარი გაშიფრულია, ბიძინა ივანიშვილის სახელს ამოფარებული გუნდი ბიძინა ივანიშვილის გარეშეა 

თამთა მეგრელიშვილის განცხადება

„ბიძინა ივანიშვილის სახელს ამოფარებული გუნდი ბიძინა ივანიშვილის გარეშეა,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ივანიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მისი „პროექტი“ არ არის.

მეგრელიშვილის თქმით, პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად, არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი კანონსა და კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებოდეს. მისივე განმარტებით, დაუშვებელია პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცეს:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, ხელმძღვანელობს მთავრობას; საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

ამ სტატუსს გააჩნია მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი და პოლიტიკურ თანმიმდევრულობასა და გააზრებულ მოქმედებებს მოითხოვს. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მისამართით დაგროვილი კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, თუმცა გამოიკვეთა, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის „პროექტი“ არ არის.
მის გუნდში გაწევრიანებული ადამიანები (მათ შორის რამდენიმე ჩემი მეგობარი) მხოლოდ იმიტომ წავიდა მასთან, რომ გახარიას გუნდის უკან ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებდნენ.

სამწუხარო ფაქტია, მისი გადადგომა სახელმწიფო სტაბილურობისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში. სამწუხარო ფაქტია, გუნდიდან მისი წასვლა „ნაციონალური მოძრაობის“ ვერა და ვერ შობილი გმირის, ნიკანორ მელიას არდაკავების მოთხოვნით. პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად, არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი კანონსა და კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებოდეს! დაუშვებელია პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცეს.

პოლიტიკური თეატრის სცენარი გაშიფრულია. ბიძინა ივანიშვილის სახელს ამოფარებული გუნდი ბიძინა ივანიშვილის გარეშეა. ფაქტია, ახალი პოლიტიკური გუნდი სხვისი პოლიტიკური სცენარის მომხსენებელია.
და მაინც, იქნებ და იყოს ძალა ოპონირებისთვის... ფაქტია, გუნდი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშეა.
არეულია საკუთარ პოლიტიკურ მიზნებთან, ჩუმადაა საზოგადოებასთან. ესეც ასე, პოლიტიკური თეატრი - ერთ მომხსენებელს ათი სუფლიორი ჰყავს“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

ამავე თემაზე:

საკმარისია სააკაშვილი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება - ბიძინა ივანიშვილი

გახარიას ქმედებებმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია - ბიძინა ივანიშვილი

„გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება