მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმები აიღო

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების წინასწარი შედეგებით უკვე ჩანს, რომ მმართველი გუნდი ახალ მთავრობას ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

„იმ მონაცემებით, რომელიც უკვე არსებობს და აღარ შეიცვლება, მმართველ გუნდს მხოლოდ პროპორციული სიით, უკვე მოპოვებული აქვს 62 მანდატი.

ჯერ გრძელდება დათვლა და იქნება საბოლოო შედეგები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტარობის 14 კანდიდატს უკვე მოგებული აქვს. აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ ჯამში 76 მანდატი აქვს გარანტირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველივე ტურში დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა საქართველოს პარლამენტში და ის მთავრობას ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს “, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დარჩენილია მაჟორიტარების 16 მანდატი, რომელსაც, ასევე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს და პარტიის მანდატები პარლამენტში 92-მდე გაიზრდება.

„ჩვენი მოლოდინია, რომ დარჩენილ 16 ოლქშიც დამაჯერებელი გამარჯვება გვექნება და საბოლოოდ, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მანდატების რიცხვი 92 იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

👉პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

აგრეთვე დაგაინეტრესებთ:

👉 „ქართული ოცნება“ 48.34%, ენმ 26.43% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

👉 ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩევნები თავზე დაგვახიეს

👉 არჩევნების შედეგები - ოფიციალური მონაცემები (განახლებადი)