მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩევნები თავზე დაგვახიეს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი - Pia.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის, ვანის, ხონის და წყალტუბოს მაჟორიტარობის დეპუტატი, ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა ოცნებას ოქმზე როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48.

არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას!

თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“. - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.
პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.
აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 ვინ ლიდერობს „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით

👉 ეგზიტპოლების შედეგები „მთავარი არხის“ მიხედვით

👉 თამარ ჟვანია - არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებები აბსურდია

👉 არჩევნების შედეგები - მუდმივად განახლებადი ინფორმაცია