მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: 2300-მდე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთთან მიმდინარე დაპირისპირებაში 2300-მდე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განადგურდა 130-მდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ასევე განადგურებულია ნაღმტყორცნები, მანქანები და 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო მანქანა.

„ჩვენი ჯარები ატარებენ კონტრშეტევას მტრის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა