მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ესკალაციის უახლეს ამბებს.

karabaghis-ruka_o_h.jpeg

17.11.2020 11:58 ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე რაიონებში ჩავიდა (ფოტოგალერეა)

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე რაიონებში ჩავიდა. Report.az-ის ინფორმაციით, ილჰამ ალიევი ცოლთან ერთად ფიზულის და ჯებრაილის რაიონებში იმყოფებოდა.

ilham-da-mehriban-alievi_o_h.jpeg

17.11.2020 09:44 სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სომხური გამოცემა news.am ავრცელებს.

პრეზიდენტ სარქისიანის განცხადებით, შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს.

სარქისიანი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე გონივრული ფაშინიანის გადადგომა იქნება.

„ომის შეწყვეტის მიუხედავად არცახის რესპუბლიკა და სომეხი ხალხი ახალ განსაცდელში შედის. ყველა შეცდომა შეიძლება კატასტროფის ტოლფასი იყოს“, - აცხადებს სარქისიანი.

16.11.2020 16: 49 სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

შესაბამისი ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა გაავრცელა. მან, ასევე, ახლა უკვე ყოფილი მინისტრის განცხადების ფოტო გაავრცელა. „გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი გადადგომის განცხადება. მადლობა ნდობისთვის და ერთობლივი მუშაობისთვის" - წერს მნაცაკანიანი.

16.11.2020 16:48 ფაშინიანი: რუსეთი სომხეთისთვის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ რუსეთის პოზიცია ყარაბაღთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

„მითია, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში რაღაც არასწორი იყო. ოფიციალურად ვაცხადებ, რუსეთის პოზიცია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ბოლო 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, რუსეთი დარჩება სტრატეგიულ მოკავშირედ სომხეთისთვის.

„ისინი არსებობდნენ, არსებობენ და დარჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს“, - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა.

16.11.2020 15:15 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სომხეთში გამოკითხულთა 43,8% მხარს უჭერს

"GALLUP International Association"-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, სომხეთში რესპონდენტთა 43,8% მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

როგორც პრესკონფერენციაზე "GALLUP International Association"-ის წარმომადგენელმა არამ ნავასარდიანმა განაცხადა, დოკუმენტის ხელმოწერის მიზეზებზე რესპონდენტთა აზრი ასე განაწილდა: 65,6%-ს მიაჩნია, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, 19,3% აცხადებს, რომ ეს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან ღალატია, 15,9%-ის აზრით ეს სომხეთის დიპლომატიური მარცხია, 10,9%-ის აზრით ეს მთიანი ყარაბაღის და სომხეთის ჯარის მარცხია, ხოლო 2,4%-ს მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობამდე წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა.

სოციოლოგიური კვლევა 13 ნოემბერს ჩატარდა.

16.11.2020 14:15 ფაშინიანი: შუშასთვის ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა, მაგრამ ძალები უთანასწორო იყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა უბრძოლველად არავის დაუტოვებია, არანაირ ფარულ გარიგებებს ადგილი არ ჰქონია, იქ ბრძოლებში 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

„მე მესმის საუბარი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს. თუ ვინმეს აქვს ასეთი ინფორმაცია, მოგვაწოდოს, თუ რამე იცის და არ მოგვაწვდის, გამოდის, რომ ეს ადამიანები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. მოხდა ის, რომ შუშაში დივერსიულმა ჯგუფებმა შეაღწიეს და ქალაქი დავკარგეთ" - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინინმა სამშვიდობო შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომამდე ვერც ერთ ვარიანტზე შეთანხმება ვერ შედგა. „ჩვენ კომპრომისებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე ამაზე არ მოდიოდა. ამიტომ დაიწყო ომი, ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა და სანამ შეგვეძლო, ბოლომდე ვიბრძოდით. ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა ბოლო წუთამდე“ - განაცხადა ფაშინიანმა.

16.11.2020 13:15 ფაშინიანი: მე არ გადავდგები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობას არ დატოვებს.

„ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი დგას, ეს ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაა. სხვა საკითხებს არ განვიხილავ, წესრიგში არ ვაყენებ“, - როგორც სომხური მედია იუწყება ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა

16.11.2020 12:04 ყარაბაღის ომის შედეგები (ფოტოგალერეა)
shushas-gza-omis-shemdeg_o_h.jpeg

10 ნოემბერის შეთანხმების შემდეგ ყარაბაღის ნაწილში რუსი სამშვიდობოები შევიდნენ, ხოლო სამხრეთ რაიონებში აზერბაიჯანული ჯარი განლაგდა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომეხმა მოსახლეობამ ტერიტორიის დატოვებამდე საკუთარი სახლები და სხვადასხვა ობიექტები გადაწვა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტისას 2 300-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ასეულობით ჯარისკაცი კი დაკარგულად ითვლება. იხილეთ ფოტოგალერეა

16.11.2020 11:45 ფაშინიანი: ასეულობით დაკარგული ჯარისკაცი გვყავს, ვიმედოვნებ ცოცხლებს ვიპოვით

somkhuri-mkhare_o_h.jpeg„ცნობილია სომეხი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ყარაბაღის ომის დროს დაიკარგნენ. სამწუხაროდ, ასეულობით ადამიანზე ვსაუბრობთ და ვიმედოვნებ, ცოცხლებს ვიპოვით.

მაგალითად, გუშინაც გავიგე, რომ იპოვეს დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა“, - როგორც სომხური მედია იუწყება, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა პატიმართა გაცვლის პირობებზეც ისაუბრა.

„პატიმართა გაცვლა მოხდება ცხედრების გაცვლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ბევრს განვიხილავთ. არის წინადადება გლოვის დღის გამოცხადების შესახებ და როდესაც დავასრულებთ ცხედრების მოძიების პროცესს გვექნება შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში დაღუპული და ინვალიდი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის შესაძლებელია სოციალური გარანტიების გაცემა.

„მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებული ჯარისკაცების ოჯახებთან ურთიერთობა.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია ინვალიდ ჯარისკაცებთან ურთიერთობა, რადგან მათი სამომავლო ცხოვრების ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და მთავრობამ აქ ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს“, - დასძინა ფაშინიანმა.

16.11.2020 10:43 არმენ სარქისიანი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ამ დღეების მანძილზე ჩვენ ყველა დიდ ტკივილს განვიცდით. ზოგი ამას ხმამაღლა გამოხატავს, ზოგი ჩუმად, ზოგი კი საკუთარ სულში. ყველას ერთი ტკივილი გვაქვს, სახელად სამშობლო“, - აცხადებს არმენ სარქისიანი.

სომხეთის პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდისა და სიფხიზლის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

გამოცემის ცნობით, არმენ სარქისიანი დღეს, 16 ნოემბერს სიტყვით მიმართავს მოსახლეობას.

15.11.2020 - 17:12 აზერბაიჯანული მხარე: სომხური მოსახლეობა წვავს ობიექტებს, აზიანებს გარემოს - ეს საერთაშორისო კონვენციების დარღვევაა

ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს.

საკითხს აზერბაიჯანული მხარე გამოეხმაურა. ამის შესახებ reportaz წერს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ჰუსეინ მაჰმუდოვი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასულმა სომხურმა მოსახლეობამ ხანძარი გააჩინა.

„სომეხი ოკუპანტები ტოვებენ ჩვენს ტერიტორიებს. სამწუხაროდ იწვის შენობები, ტყეები და მათი პოსტები”,- აცხადებს ჰუსეინ მაჰმუდოვი.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ჰიკმეტ ჰაჯიევის თქმით, სომხური მოსახლეობის მხრიდან მსგავსი ქმედება საერთაშორისო კონვენციების დარღვევაა.

„ისინი ტოვებენ ტერიტორიას, აზიანებენ გარემოს და ობიექტებს. დაზიანებულია მატერიალური და კულტურული ძეგლები.

მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები აღდამის რეგიონში. არსებობს ფაქტები, არტეფაქტების სომხეთში ექსპორტის შესახებ. ეს არის საერთაშორისო კონვენციების დარღვევა“, -აცხადებს ჰიკმეტ ჰაჯიევი.

15.11.2020 - 14:09 პუტინი აზერბაიჯანს მიმართავს, ყარაბაღის ქრისტიანულ სალოცავებს გაუფრთხილდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს მიმართა, მთიანი ყარაბაღის ზოგიერთ ნაწილში, ქრისტიანულ სალოცავებს გაუფრთხილდეს. ამის შესახებ reuters წერს.

კერძოდ, პუტინმა ალიევს მოუწოდა იმ ქრისტიანულ ეკლესიებს და მონასტრებს გაუფრთხილდეს, რომელიც ეთნიკურად სომხებით დასახლებულ ნაწილში მდებარეობს და შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანის ნაწილი გახდება.

14.11.2020 - 18:46 სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო: ყარაბაღში 2 317 სამხედრო დაიღუპა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 2 317 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ BBC იუწყება.

„ჩვენმა სასამართლო-სამედიცინო სამსახურმა 2 317 ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა. მათ შორის ამოუცნობი ცხედრებიც იყო. ამჟამად ცხედრების გაცვლის პროცესი დაიწყო, ამიტომ დაპირისპირებულმა მხარეებმა დაღუპულთა ზუსტი რიცხვი, ბუნებრივია, ჯერ არ იციან“. ამის შესახებ ფეისბუქში სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკაგოსიანმა დაწერა.

სომხეთის ყოფილი ელჩი ვატიკანში მიქაელ მინასიანი აცხადებს, რომ სომხეთის უშიშროების სამსახურმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 3650 დაღუპულის და 1100 უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ ხელისუფლება ამ ციფრებს მალავს.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს. სომხური მხარე იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან 7 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა.

14.11.2020 - 11:38 ყარაბაღში დაღუპულთა ცხედრების გაცვლა დაიწყო

თიან ყარაბაღში შუშასთან დაღუპულთა ცხედრების გაცვლა მოხდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხურ მხარეს რამდენიმე დაღუპულის ცხედარი გადასცა, ხოლო სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს - შუშასთან დაღუპული 6 აზერბაიჯანელი სამხედროს ცხედარი.

ცხედრების გაცვლის პროცესი რუსეთის სამშვიდობო ძალების და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით მოხდა. დაღუპულთა და ტყვეთა გაცვლა 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

13.11.2020 - 21:42 პრუსეთ-თურქეთის სამხედრო წარმომადგენლებმა ყარაბაღში ომის დასრულების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს

ანკარაში რუსულ-თურქულმა სამხედრო დელეგაციებმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში თურქეთისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ტექნიკური ნაწილი დასრულდა. კონსულტაციების დროს განიხილეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების შემდეგ განსახორციელებელი სამუშაოები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13.11.2020 - 18:03 რა მოიგო თურქეთმა ყარაბაღის ომით - ექსპერტის შეფასება

„რონდელის ფონდის“ მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, აზერბაიჯანისა და რუსეთის გარდა, ყარაბაღის ომით თურქეთმაც ისარგებლა.

ექსპერტი იმ მოვლენებს ასახელებს, რომლებიც თურქეთისთვის სასიკეთოდ განვითარდა.

„ყარაბაღის ომს, აზერბაიჯანისა და რუსეთის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებული ჰყავს თურქეთის სახით.

ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს 3 ქვეყანა ყარაბაღის მეორე ომის ბედზე წინასწარ იყო შეთანხმებული.
რუსეთმა წაუყრუა ომს. აზერბაიჯანმა კი მეტწილად თურქული დახმარებით (დრონები, სამხედროების მომზადება და ა.შ.) შეძლო 27 წლიანი სტატუს-კვოს დარღვევა და გამარჯვების მოპოვება.

ანკარამ შესაძლოა 100%-ით ვერ მიაღწია აქ თავის მიზნებს, მაგრამ მას მაინც აქვს რამდენიმე ხელშესახები წარმატება:

1. მოძმე აზერბაიჯანის წარმატება ამ ომში ანკარის წარმატებაცაა. ეს მისი პრესტიჟის საქმეცაა. შესაბამისად, მოიმატებს მისი გავლენა აზერბაიჯანში და მთლიანად რეგიონში; განაგრძეთ კითხვა:

13.11.2020 - 13:06 დიმიტრი პესკოვი: სომხეთის შენიშვნები რუსეთის მიმართ უსაფუძვლოა

რუსეთის კრიტიკა სომხეთისთვის ყარაბაღის საკითხში საჭირო დახმარების გაწევის გამო უსაფუძვლოა. აზერბაიჯანულიო მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი აფასებენ მეგობრულ ურთიერთობებს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და ამიტომ მიუკერძოებელი პოზიცია აქვთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში.

სპიკერის თქმით, რუსეთს ჰქონდა უფლება მშვიდობიანი ძალები გაეგზავნა ყარაბაღში მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების თანხმობით.

13.11.2020 - 12:38 ფაშინიანის ცოლი მთიან ყარაბაღში რჩება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი ანა აკოფიანი ამ დრომდე მთიან ყარაბაღში რჩება. მასთან ერთად იქ ქალთა ქვედანაყოფი „ერატო“ იმყოფება. ამის შესახებ Armenpress იუწყება.phashinianis-tsoli-karabaghshi_o_h.jpeg

“მე მითხრეს, რომ ერევანში მეძებენ და აინტერესებდათ სად ვიმყოფები. მე არცახში ვარ, არსად წავსულვარ და იმ პოზიციებზე ვრჩები, სადაც აქამდე ვიყავი. ჩვენ ვიცავთ ხეობას, რათა მოწინააღმდეგის დივერსანტების გადაადგილება არ მოხდეს“ - წერს აკოფიანი.

პრემიერ-მინისტრის ცოლი ასევე აცხადებს, რომ თავისი რაზმის სხვა წევრების მსგავსად, მალე სახლში დაბრუნდება. „უნდა გავაანალიზოთ შეცდომები და მომავალში ის გავითვალსიწინოთ, რათა ჩვენი სამშობლო დაცული იყოს“ - წერს ნიკოლ ფაშინიანის ცოლი.

13.11.2020 - 11:54 კახა გოგოლაშვილი: სომხეთის მხარეს სრული მარცხი არ განუცდია

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ სომხეთის მხარეს არ განუცდია სრული მარცხი. გოგოლაშვილის თქმით, სომხეთმა შეინარჩუნა ყარაბაღთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობის უფლება.

„საინტერესოა რამდენად დააზარალა სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის პირობებმა?სომხეთის მხარეს არ განუცდია სრული მარცხი და ცეცხლის შეწყვეტის პირობებით თავად მთიანი ყარაბაღის სამ/მეოთხედზე ინარჩუნებს კონტროლს.

მან შეინარჩუნა ყარაბაღთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობის უფლება - ლაჩინის დერეფნის ხუთკილომეტრიანი ზოლი, რომელსაც მისი მოკავშირე რუსეთის „სამშვიდობო ჯარები“ გააკონტროლებენ.

აზერბაიჯანმა ვერ აღადგინა სუვერენიტეტი ამ რეგიონზე და ამ თვალსაზრისით ომში დამარცხების მიუხედავად სომხეთისთვის არაფერი შეცვლილა. სომხური მხარის სამხედრო ძალებს შეუძლიათ ამიერიდან ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩნენ განუსაზვრელი რაოდენობითა და დროით“, - აცხადებს გოგოლაშვილი.

13.11.2020 - 10:28 სომხეთში მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს (ვიდეო)

ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს.

სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ქალაქი კარვაჩარი, 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სწორედ ამიტომ მოსახლეობის ნაწილი სახლებს ცეცხლს უკიდებს და ტერიტორიას ტოვებს, რადგან „აზერბაიჯანის ხელში არ ჩავარდნენ“.

ვიდეო იხილეთ ბმულზე.

11.12.2020 - 22:53 ფაშინიანმა საკუთარ მომხრეებთან სამოქმედო გეგმა განიხილა

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბლოკ „ჩემი ნაბიჯთან“ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლენა ნაზარიანმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დასრულდა ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ წევრების შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან, რომლის ფარგლებში მან დეტალურად წარმოადგინა ომის წინა, სამხედრო და შემდგომი ვითარება”, - აღნიშნავს ნაზარიანი.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრობლემები და ამოცანები. ნაზარიანმა თქვა, რომ ეროვნულ ასამბლეაზე ხულიგნური თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი პრაქტიკულად აღდგენილია.

11.12.2020 - 15:51 ლავროვი: ყარაბაღში თურქი სამშვიდობოები არ იქნებიან

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე თურქეთის სამშვიდობო მისიები არ გაიგზავნება. ინფორმაციას რუსული გამოცემა Ria Novosti ავრცელებს.

„თურქი სამშვიდობოები არ გაიგზავნება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, ამის შესახებ ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევით არის აღნიშნული“, - აცხადებს ლავროვი.

„რაც შეეხება თურქეთის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ცენტრზე, რომელიც მუდმივად იქნება და განთავსდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლავროვმა.

11.12.2020 - 14:58 ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში 20 000 სომეხ ჯარისკაცს სიკვდილი ემუქრებოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღში 20 000 სომხე ჯარისკაცს სიკვდილი ან დატყვევება ემუქრებოდა.

„რამდენიმე დღის განმავლობაში შეგვეძლო დაგვეკარგა სტეფანაკერტი და ამის შემდეგ დაგვეკარგა ასკერანი და მარტაკერტი. ამ ქალაქების დაკარგვასთან ერთად, 20 ათასზე მეტ ჯარისკაცს სიკვდილი ან დატყვევება ემუქრებოდა.”,- განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა ყარაბაღის შეთანხმების 9 პუნქტიანი გეგმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი არ გულისხმობს ყარაბაღის საკითხის არსებით გადაწყვეტას.

„ეს დოკუმენტი არ გულისხმობს ყარაბაღის საკითხის არსებით გადაწყვეტას. საქმე ეხება მხოლოდ ყარაბაღში ომის დასრულებას. კონფლიქტი არც მაშინ მოგვარდა და არც ახლა მოგვარებულა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

11.12.2020 - 11:19 გაზეთი „სომხეთის რესპუბლიკა“: დროა ახალი ომისთვის მოვემზადოთ

„დღევანდელი დღიდანვე ახალი ომისთვის მზადება უნდა დაიწყოს“. ამის შესახებ გაზეთი „სომხეთის რესპუბლიკა“ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

„უნდა გაანალიზდეს ომის დროს დაშვებული შეცდომები და მათი შედეგები. ამისთვის საკმარისი დრო გვექნება. უნდა გაირკვეს შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული პრობლემები, რატომ ხდებოდა მათ მარშრუტებზე გზების ბლოკირება, ასევე დიპლომატიური ასპექტები.

მაგრამ ახლავე უნდა დაიწყოს ახალი ომისთვის მზადება. უნდა ვიყოთ მზად ახალი გამოწვევებისთვის. კვლავ ღიად რჩება მთავარი საკითხი - არცახის რესპუბლიკის თვითგამორკვევის უფლება. ამის მისაღწევად ბრძოლა გაგრძელდება“ - წერს „სომხეთის რესპუბლიკა“.

11.12.2020 - 10:56 სომხეთში ოპოზიცია დღეს ისევ აქციას გეგმავს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიცია დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გეგმავს. ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ქალაქის ქუჩაში მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ News.am იუწყება.

წუხელ გვიან ღამით ოპოზიციის მოთხოვნით სომხეთის პარლამენტი შეიკრიბა, რათა პრემიერ-მინისტრისთვის, ნიკოლ ფაშინიანისთვის ნდობის საკითხი განეხილა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტმა სხდომის ჩატარება ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ ოპოზიციის აქცია დაიშალა და მათ 12 ნოებრისთვის ახალი აქცია დააანონსეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სომხეთმა მთიანი ყარაბაღიდან სამხედრო ნაწილები უნდა გაიყვანოს.

11.11.2020 - 13:56 ფაშინიანი აშშ-ის საელჩოს შენობაში დაიმალა - politik.am

როგორც politik.am იუწყება სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ს საელჩოს შენობაში დაიმალა.

„ჩვენი მთავრობის წყაროების თანახმად ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის საელჩოში იმალება, რადგან ეს შენობა მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია“, - წერია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდესაც ცნობილი გახდა სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმების შესახებ ყარაბაღის ომის დასრულებასთან დაკავშირებით, სომეხმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს.

ამ წუთებში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს ერევანში თავისუფლების მოედანზე. აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ნიკლოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით კაპიტულაციას მოაწერა ხელი და ის უნდა გადადგეს.

11.10.2020 - 13:29 სომხეთში მასშტაბური აქცია დაიწყო - აკავებენ ოპოზიციის ლიდერებს (Live)

სომხეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია დაიწყო. მომიტინგეები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ინფორმაციას სომხური გამოცემა armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა აქციის ორგანიზატორები და ოპოზიციონერი ლიდერები. ამასთან აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლო ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

11.10.2020 - 09:00 ალიევი: გვინდოდა, თურქეთსა და რუსეთს თანაბარი როლი ეთამაშათ ყარაბაღის კონფლიქტში - ამას მივაღწიეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განიხილეს თურქეთ-რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ერთობლივი ცენტრის საქმიანობის შესახებ. ამის შესახებ Report.az წერს.

ალიევის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და თანამშრომლობის ახალი ფორმატი რეგიონში.

„ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, რომ თურქეთსა და რუსეთს თანაბარი როლი ეთამაშათ სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და ჩვენ ამას მივაღწიეთ. ამ ცენტრის შექმნას მოკლე დროში დიდი სარგებელი მოაქვს“,- აღნიშნა ალიევმა.

11.10.2020 - 18:09 რუსული ტანკები ყარაბაღში შევიდნენ

რუსეთის შეიარღებული ძალები, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას, მთიან ყარაბაღში უკვე ჩავიდნენ. როგორც Armenpress იუწყება, ამ დროისთვის რეგიონში 15 რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა. მათ ყარაბაღში ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა ჩაიყვანეს.rusuli-tankebi-mtian-karabaghshi_o_h.jpeg

საერთო ჯამში მთიან ყარაბაღში 2 ათასამდე რუსი სამხედრო უნდა ჩავიდეს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას თურქეთი. მთიან ყარაბაღში თურქი მშვიდობისმყოფელების მოსალოდნელი ჩასვლის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ოპერაციაში თურქი სამხედროების მონაწილეობის შესახებ შეთანხმებაში არაფერი წერია.

11.10. 2020 - 17:25 ზურა ბატიაშვილი: კრემლმა საკმარისად „დასაჯა” დასავლეთისკენ მოცქირალი ფაშინიანი

„რონდელის ფონდის“ მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის ომში მთავარი გამარჯვებული რუსეთი გამოვიდა.

მისი თქმით, რუსეთმა ყარაბაღის სტატუსი ღიად დატოვა, რათა მომავალში მხარეებზე ზეგავლენის საშუალება ჰქონდეს.

„ყარაბაღის მეორე ომს, აზერბაიჯანის გარდა, რომელიც იბრუნებს კონტროლს ათწლეულების წინ დაკარგული ტერიტორიების დაახლოებით 2/3-ზე (რუკაზე აღნიშნულია ყვითელი ფერით) ჰყავს მთავარი მოგებული მხარე რუსეთის სახით...

10.11.2020 - 16:47 პარტია „სამართლიანობა“: ფაშინიანი ისტორიაში შევა, როგორც მოღალატე

„მთელი ომის მსვლელობისას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფრონტზე გამარჯვების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა და საბოლოოდ ხალხისგან ფარულად სამარცხვინო კაპუტულაციის აქტს მოაწერა ხელი“. ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის პარტია „სამართლიანობის“ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

როგორც პარტიის ლიდერი, გენერალი ვიტალი ბალასანიანი აცხადებს, მან არაერთხელ შესთავაზა სომხეთის ხელმძღვანელობას და მთიანი ყარაბაღის ლიდერებს სიტუაციის გამოსწორების გეგმა, მაგრამ ყველა ეს წინადადება უპასუხოდ დარჩა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკოლ ფაშინიანი შევა სომხეთის ისტორიაში, როგორც მოღალატე, რომელმაც არცახს უღალატა. „ერთადერთი, რაც მას ახლა შეუძლია - გადადგეს საკუთარი ნებით, მშვიდობიანი გზით“ - აცხადებენ „სამართლიანობის“ პარტიაში.

„სამართლიანობის“ პარტია მოუწოდებს სომხეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ შეუერთდეს სახალხო პროტესტს, რათა ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა მოხდეს.

10.11.2020 - 16:47 სალომე ზურაბიშვილი: კავკასიაში ახალი ერა იწყება

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ახალი ერა იწყება კავკასიაში. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

10.11.2020 - 15:49 არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს ყარაბაღში ჩასვლას ურჩევს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი არაიკ არუთუნიანი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს ყარაბაღში ჩასვლას და მასთან შეხვედრას ურჩევს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

„დღევანდელმა რთულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ახალი დღის წესრიგი შექმნა. იმისათვის, რომ ეს საკითხი სომხეთის ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებთან განვიხილო, გავაცნო მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა, ვთავაზობ მათ ჩამოვიდნენ სტეფანაკერტში და შეხვედრა გავმართოთ. მე მზად ვარ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიებთან შესახვედრად“ - წერს არუთუნიანი „ფეისბუქში“.

10.11.2020 - 14:19 პუტინის პრესსპიკერი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში თურქ სამშვიდობოებზე საუბარი არ არის

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ 9-პუნქტიან შეთანხმებაში თურქ სამშვიდობოებზე საუბარი არ არის“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „შეთანხმების ტექსტში ამაზე საუბარი არ არის. ამის თაობაზე სამი მხარე არ შეთანხმებულა. არ ყოფილა შეთანხმებული მთიან ყარაბაღში თურქი სამხედროების ყოფნა“ - განაცხადა პესკოვვმა. ინფორმაციას vedomosti.ru ავრცელებს.

განცხადება იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში რუსი და თურქი სამხედროები განთავსდებიან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა.

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დიმიტრი პესკოვმა „სომხეთის და აზერბაიჯანის გამარჯვება“ უწოდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების 2 ათასამდე წარმომადგენელი განთავსდება.

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსზე საუბარი არ არის. „ამ საკითხში ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, პირველ რიგში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ვეყრდნობით“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.

10.11.2020 - 14:13 სალუქვაძე აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტზე: რუსეთმა მიზანს მიაღწია

ექსპერტი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მთიანი ყარაბაღის 9 პუნქტიანი გეგმის ამოქმედების შესახებ საუბრობს.

ექსპერტი აღნიშნულ პროცესებში რუსეთის ფედერაციის როლზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კრემლმა მიზანს მიაღწია.

„აზერბაიჯანმა სერიოზული გარღვევა მოახდინა, გარკვეულ ტერიტორიაზე ფაქტობრივად, კონტროლს ახორციელებს. შეთანხმების ტექსტში გამოქვეყნებულია რაიონები, რომლებიც მთლიანად გადადის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. სომხეთს მთიან ყარაბაღთან კავშირისთვის რჩება ლაჩინის 5 კილომეტრიანი დერეფანი. ასევე, აღვნიშნავ, რომ დღეს დილით რუსეთის სამშვიდობო დესანტი უკვე გადაფრინდა კონფლიქტის რეგიონში, დაახლოებით 2500-მდე კონტინგენტი იქნება ამ ეტაპისთვის ჩაყენებული“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

10.11.2020 - 13:15 პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი ელოდა როდის მოგუდავდა აზერბაიჯანი სომხეთს

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მთიანი ყარაბაღის 9 პუნქტიანი გეგმის ამოქმედების შესახებ საუბრობს.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა მიზანს მიაღწია და პრაქტიკულად მოკავშირე სომხეთი გაწირა.

კონფლიქტოლოგის თქმით, აქამდე არასოდეს ჰყოლია რუსეთის ფედერაციას კავკასიაში კონფლიქტის ყველა ზონაში შეიარაღებული ძალები. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ კრემლს თავისი მიზნები აქვს.

„სომხეთი იძულებული გახდა ხელი მოეწერა, დანარჩენი ტერიტორიები მშვიდობიანად და უბრძოლველად დაეთმო. ამან გამოიწვია პრაქტიკულად სომხეთში გადატრიალება. შევარდნენ პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის კაბინეტში და არეულობაა. გარდა ამისა, ამან გამოიწვია ძალიან დიდი გამოსვლა სომხური მოსახლეობისა ყარაბაღიდან და პრაქტიკულად მთელი სომხეთი მოძრაობაშია“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

10.11.2020 - 13:23 პუტინი: მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებში შედის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სომხების და აზერბაიჯანელების ინტერესებში შედის. „მიღწეული შეთანხმებების მიხედვით შესაძლებელი გახდება მთიან ყარაბაღში არსებული კრიზისის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი, სამართლიანი მოგვარება, რაც სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებში შედის“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანი და სომხეთი იმ პოზიციებზე რჩებიან, რაც 10 ნოემბრისთვის ეკავათ, მოხდება დაღუპულთა და ტყვეთა გაცვლა, ასევე მოხდება რეგიონთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა, მთიან ყარაბაღში შედიან რუსეთის სამშვიდობო ძალები, ხოლო სომხეთს მთიანი ყარაბაღიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს.

10.11.2020 - 12:43 ფაშინიანი: ომი იმიტომ გავაჩერეთ, რომ სხვა გზა არ გვქონდა

„ომის შეჩერება ფრონტზე გამოწვეულმა უმძიმესმა მდგომარეობამ გვაიძულა“. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „მთიან ყარაბაღში ჩვენი ძალები გმირულად იბრძოდნენ, მაგრამ რესურსი ამოუწურავი არ არის. თვითონ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმაც მომმართეს თხოვნით, რომ ზავს მოვაწერო ხელი.

სერიოზული პრობლემები შეიქმნა ადგილობრივ მოსახლეობასა და შეიარაღებულ ძალებს შორის. ხშირად ადგილობრივები ჯარს არ უშვებდნენ სამხედრო ნაწილებიდან, შესაბამისად ისინი ფრონტის ხაზზე ვერ მიდიოდნენ, რამდენჯერმე ამ პრობლემის გადაჭრა მოხდა, რამდენჯერმე ვერა“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

მან ასევე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ჩასული მოხალისეები საბრძოლველად კარგად მომზადებულები არ იყვნენ. ამის გამო ხშირი იყო პოზიციების მიტოვების და დეზერტირობის ფაქტები.

„ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას სრული კატასტროფა მოჰყვებოდა. სწორედ ამიტომ იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა ჩემთვის, მაგრამ მე ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“ - განაცხადა ფაშინიანმა.

10.11.2020 - 12:09 რუსი სამხედროები ყარაბაღში მიემგზავრებიან (ვიდეო)

რუსი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები ქალაქ ულიანოვსკის აეროდრომზე ჩავიდნენ, რათა შემდეგ მთიან ყარაბაღში გაემგზავრონ. კონფლიქტის ზონაში ისინი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გაემგზავრებიან. ამის შესახებ Report.az იუწყება.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტში 1 960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ავტომობილი და სპეციალური ტექნიკა შედის. სამშვიდობო ოპერაციის მეთაურობა სტეფანაკერტში განთავსდება.

10.11.2020 11:45 ერევანში აქციის მონაწილეები პარლამენტისგან სამშვიდობო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში აქციის მონაწილეები პარლამენტისგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ.

პოლიტიკური ორგანიზაცია „აყვავებული სომხეთის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ოპოზიცია რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების დერატიფიკაციას გეგმავს, მაგრამ პარლამენტში მათ 20-ზე მეტი ხმა არ ჰყოფნით. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მანველ ეგიაზარიანმა განაცხადა, თუ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის ყველა პარლამენტარს მოძებნის და მათ პასუხს აგებინებს „აფრიკაში რომც გაიქცნენ“.

10.11.2020 - 11:15 სომხების პატრიარქი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

სომხების პატრიარქი გარეგინ მეორე სომხეთის მოსახლეობას მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვლოცულობთ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არცახში იბრძოდა, ვინც იქ დაიღუპა. ვინც არცახის დამოუკიდებლობისთვის 30 წლის განმავლობაში იბრძოდა და ვინც ბრძოლის ველზე ბოლო, 44-დღიანი ომის დროს დაეცა. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ ეროვნული ერთიანობისკენ, არ ავყვეთ ემოციებს და ძალადობისგან და არეულობისგან თავი შევიკავოთ" - განაცხადა გარეგინ მეორემ. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ამასთანავე, გარეგინ მეორემ მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობას, რომ სომხეთის მოსახლეობას განუმარტონ მიღებული გადაწყვეტილებების არსი და ამ გადაწყვეტილებების ზეგავლენა სომხეთის მომავალზე.

10.11.2020 - 10:52 ალიევი: ხომ გთავაზობდით ავტონომიას, ახლა კი არანაირი საუბარი სტატუსზე

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსზე არანაირი საუბარი არ მიდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მივმართავ. თქვენ არ იყავით ჯერბაილში რომ ჩახვედით და იქ იცეკვეთ? გეგონათ რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი ქვეყანაა? აბა ახლა რა მოხდა? არანაირ სტატუსზე საუბარი არ არის. სტატუსი ჯოჯოხეთში წავიდა. და ამაზე საუბარი აღარ იქნება, სანამ პრეზიდენტი ვარ. ფაშინიან, შენ მოგმართავ“ - განაცხადა ალიევმა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა უდიდეს პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწია.

10.11.2020 - 10:22 სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე სცემეს (ვიდეო)

სომხეთის პარლამენტის სპიკერი არარატ მირზოიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს. შეხლა-შემოხლა პარლამენტის შენობასთან მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.somkhetis-spikeri-stsemes_o_h.jpeg

ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველად დაპირისპირება დაცვის წევრებსა და დემონსტრანტებს შორის მოხდა. აქციის მონაწილეებმა დაცვის ყველა მცდელობის მიუხედავად, მირზოიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიროზოიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია დასჭირდა.

საპროტესტო აქციები ერევანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობნო ძალები უნდა განთავსდნენ.

10.11.2020 - 09:51 აზერბაიჯანელი ხალხი ყარაბაღში გამარჯვებას ზეიმობს


azerbaijani_o_h.jpegაზერბაიჯანელი ხალხი ყარაბაღში გამარჯვებას ზეიმობს, მოქალაქეები ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად ქუჩებში გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ყარაბაღში გამარჯვების აღნიშვნა აზერბაიჯანელებმა გვიან ღამით დაიწყეს და ამ დრომდე გრძელდება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ათასობით ადამიანმა დროშებით და ილჰამ ალიევის პლაკატებით დაიწყო მსვლელობა სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც ცნობილია, მსვლელობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში იმართება.

„მოქალაქეები მადლიერებას გამოხატავენ ილჰამ ალიევისა და ჯარის მიმართ. ამ ისტორიულ დღეს არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ სხვა ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ხალხიც აღნიშნავს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


10.11.2020 - 09:32 სომხეთის პრეზიდენტი: ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ მედიიდან გავიგე

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ მან მედიიდან შეიტყო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„პრესიდან გავიგე რომ ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შეთანხმება გაფორმდა, მათგან გავიგე ომის დასრულების პირობების შესახებ.

ჩემთან, როგორც სომხეთის პრეზიდენტთან არცერთი მოლაპარაკება არ შემდგარა.

ყარაბაღის კონფლიქტის მოგავრება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ხალხის შეშფოთების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ ვიწყებ პოლიტიკურ კონსულტაციებს.

ჩემი ამჟამინდელი მისია ეროვნული ერთიანობის ფორმირებაა. იმედი მაქვს, რომ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ყველა შევძლებთ ერთიანობის შექმნას“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

10.11.2020 - 08:33 აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებს - ყარაბაღის შეთანხმების 9 პუნქტიანი გეგმა

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის 9 პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აწერენ ხელს

“1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტას და საბრძოლო მოქმედებების დასრულებას მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.

2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა ხუთი წლით განისაზღვრება, ავტომატური განახლებით შემდეგი ხუთი წლის პერიოდისთვის, თუკი არც ერთი მხარე არ გამოაცხადებს ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე საკუთარი მიზნების შესახებ, შეწყვიტოს ეს მოცემულობა.

5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.

6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას კელბაჯარსკის რაიონს დაუბრუნებს, პირველ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას.

მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს.

7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მიმდებარე ტერიტორიები გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.

9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.

მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, - წერია განცხადებაში.

10.11.2020 - 08:19 ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია დასრულდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას მიმართა.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა, აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია დასრულდა. მნიშვნელოვან პოზიციებზე შეთანხმების გზით, ჩვენ მივაღწიეთ კონფლიქტის დარეგულირებას, რომელიც, ჩემი აზრით, პასუხობს აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის, ასევე რეგიონის ინტერესებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10.11.2020 - 08:01 ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ხელი მოაწერა.

„ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო. პირადად მივიღე ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. 01:00 საათზე ხელი მოვაწერე მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. შეთანხმების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.

ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად მივიღე, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში. ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში. ამის შესახებ განცხადებას მომდევნო დღეს გავაკეთებ.

ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არსებობს დამარცხება, სანამ საკუთარ თავს არ შეიცნობ. საკუთარ თავს ვერასოდეს შევიცნობთ და ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი ნაციონალური ერთიანობის, აღორძინების ერა.

ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებლობის წლები გავაანალიზოთ, რათა მომავალი დავგეგმოთ და წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ.

მუხლს ვიყრი ჩვენი თითოეული მსხვერპლის წინაშე. ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების, გენერლებისა და მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ თავის სამშობლოს. მათ თავიანთი პიროვნებებით გადაარჩინეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღი.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

09.11.2020 - 16:16 აზერბაიჯანმა შუშას აღების ვიდეო გაავრცელა (ვიდეო)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ შუშას აღების ვიდეო გაავრცელა. ვიდეოზე ქალაქის ქუჩებია გადაღებული და ადმინისტრაციული ცენტრის თავზე აღმართულია აზერბაიჯანის დროშა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

შუშას აღების შესახებ ინფორმაცია 8 ნოემბერს გავრცელდა. მოგვიანებით ეს სომხურმა მხარემ უარყო. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქში ბრძოლები გრძელდება.

09.11.2020 - 13:38 ალიევი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სომხეთს გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიიდან

"ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავჩერდებით, თუ სომხური მხარე ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს". ამის შესახებ BBC News-თვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „უკვე 40 დღეზე მეტია, რაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მე თავიდანვე ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ - დატოვეთ ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ გავრჩერდებით, თუ არა და ბოლომდე მივალთ“ - განაცხადა ალიევმა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

მისი თქმით, სომხეთი დიდ შეცდომას უშვებს. „ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში სისხლისღვრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ვერ ვხედავთ, რომ სომხური მხარე აპირებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა

09.11.2020 - 13:08 შუშაში და ქალაქის გარშემო მძიმე ბრძოლები გრძელდება

მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში და მის გარშემო მძიმე ბრძოლები გრძელდება. მხარეები მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის და ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა 8 ოქტომბერს ქალაქში შესვლა შეძლეს, თუმცა რამდენიმე კვარტალში სომხური შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები რჩებიან და გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ. გარდა ამისა, სომხურმა ძალებმა ჩრდილოეთის მიმართულებიდან იქ მნიშვნელოვანი ძალები გადაისროლეს და შუშაზე კონტროლის აღდგენას ცდილობენ.

შუშას ორივე მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქიდან, სტეფანაკერტიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს. გარდა ამისა, შუშაზე ლაჩინი - სტეფანაკერტის სტრატეგიული გზა გადის, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

08.11.2020 - 14:08 ალიევი: სიამაყით ვაცხადებ, რომ შუშა გათავისუფლებულია ოკუპაციისგან

„დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია ოკუპაციისგან“, - როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თანამემამულეებს გამარჯვებას ულოცავს.

„შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია! გულწრფელად ვულოცავ თანამემამულეებს ამ გამარჯვებას. ამ სასიხარულო ამბის ცნობა აზერბაიჯანელი ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში.

ძვირფასო შუშა, შენ თავისუფალი ხარ!

ძვირფასო შუშა, ჩვენ დავბრუნდით!

შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ”, - დასძინა ილჰამ ალიევმა.

08.11.2020 - 13:59 ალიევი სომხეთს: სად არის თქვენი უძლეველი ჯარი? ჩვენ ის გავანადგურეთ

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთმა უკვე აღიარა მწარე დამარცხება.

„სომხეთმა აღიარა მწარე დამარცხება, დაიმცირეს თავი და საკუთარ ხალხსაც მიაყენბეს შეურაცხყოფა. ახლა სომხეთის ხელმძღვანელობას მსოფლიოსგან დახმარება სჭირდება.

სად არის თქვენი დაუმარცხებელი ჯარი? ჩვენ ის გავანადგურეთ! მათი ყველა განცხადება ტყუილია. დაუმარცხებელი არმია, მხოლოდ აზერბაიჯანის არმიაა.

ეს ფაქტი ბრძოლის ველიდან კარგად ჩანს“, - განაცხადა ალიევმა.

07.11.2020 - 22:28 აზერბაიჯანული მედია: სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების დიდი ნაწილი დაიღუპა

აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო დაპირისპირებები გრძელდება.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაპირისპირებისას სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების დიდი ნაწილი დაიღუპა, 30-მდე კი, დაიჭრა. დაიწვა სამხედრო ტექნიკა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

07.11.2020 - 13:20 ალიევი: ყარაბაღში კიდევ 12 სოფელი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის 4 რაიონში კიდევ 12 სოფელი გაათავისუფლეს. „ჩვენმა სახელოვანმა ჯარმა გუბადლის, ფიზულის, ჯებრაილის და ზანგილანის რაიონებში 12 სოფელი გაათავისუფლა“ - აცხადებს ალიევი. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ შუშასთან, რომელსაც აზერბაიჯანული ჯარი რამდენიმე მხრიდან უტევს.

07.11.2020 - 12:30 მთიან ყარაბაღში შუშასთან სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს

მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშასთან სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე სცადეს ქალაქის აღება, თუმცა უშედეგოდ. სომხურმა მხარემ იქ დამატებითი ნაწილები გადაისროლა, რამაც შეტევის შეჩერების საშუალება მისცა.

სომხური მხარე იტყობინება, რომ მოწინააღმდეგის რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

აზერბაიჯანული მხარე კი სომხების ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყება.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქალაქი ლაჩინი და ლაჩინი-სტეპანაკერტის გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. აზერბაიჯანული ჯარი ამ სტრატეგიული გზის დაკავებასაც ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ სომხურმა მხარემ ამ გზაზე კონტროლი დაკარგა, მას სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი, ჩრდილოეთის გზა დარჩება, რომელიც ბევრად უფრო გრძელი და ნაკლებად გამტარიანია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში სისხლისმღვრები ბრძოლებია მოსალოდნელი შუშას, ჰოჯავენდის და დასახლება წითელი ბაზრის მიდამოებში.

06.11.2020 - 15:35 ოკუპირებული აფხაზეთიდან მოხალისეთა პირველი ჯგუფი მთიან ყარაბაღში გაემგზავრაmokhaliseta-jguphi-aphkhazetidan_o_h.jpeg

ოკუპირებული აფხაზეთიდან ეთნიკური სომხების მოხალისეთა პირველი ჯგუფი მთიან ყარაბაღში საბრძოლველად გაემგზავრა. ამ ჯგუფში დაახლოებით 20 ადამიანი შედის.

ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მოხალისეთა ჯგუფის ფოტო რუსეთის ქალაქ სოჭში, აეროპორტთანაა გადაღებული.

06.11.2020 - 15:02 უკრაინელი ექსპერტი: აზერბაიჯანელები 9 ნოემბრამდე შუშას აღებას შეეცდებიან (ვიდეო)

ექპერტი იური მოდოლიაკა აცხადებს, რომელიც მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს რეგულარულად აკვირდება. „9 ნოემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშის დღეა. ვფიქრობ, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ბრძანება რომ ამ დღისთვის მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი დაიკავონ და იქ დროშა აღმართონ. ეს პუნქტი სწორედ ქალაქი შუშაა“ - ამბობს ექსპერტი.

მისი განცხადებით, ბოლო დღეებში აზერბაიჯანული ძალები ქალაქს მიუახლოვდნენ და მის შტურმს შეეცდებიან. ამასთანავე, აზერბაიჯანული ძალები ცდილობენ შუშა-ბერძორის გზაც გააკონტროლონ, რომელიც მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქს, სტეპანაკერტს, სომხეთთან აკავშირებს.

ექსპერტი შუშას და მარტუნის (ჰოჯავენდის) მიდამოებში მომდევნო დღეებში სისხლისმღვრელ ბრძოლებს ელოდება. „შუშას დაკარგვის შემთხვევაში სომხური ძალებისთვის მთელი ყარაბაღის დაკარგვა მხოლოდ დროის ამბავი იქნება“- აცხადებს ექსპერტი. მისი ინფორმაციით, ამჟამად ქალაქს აზერბაიჯანული ჯარი რამდენიმე მხრიდან უახლოვდება, თუმცა სომხურმა მხარემაც ქალაქის მნიშვნელობიდან გამომდინარე იქ დამატებითი ძალები გადაისროლა.

06.11.2020 - 13:02 ალიევი: ფაშინიანთან მოლაპარაკების აზრს ვერ ვხედავ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ ალიევმა ესპანურ გამოცემა EFE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ შევსვდით. თუმცა ყველა ეს შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მზაობას გამოხატავდა, თუმცა საბოლოოდ თავისი განცხადებებით ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების პროცესის ჩასაშლელად" - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი მიუღებელი მოთხოვნა იყო მოლაპარაკების პროცესში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ჩართვა.

06.11.2020 - 11:23 სომხური მხარე: ლაჩინის სტრატეგიულ გზაზე კონტროლი აღვადგინეთ

სომხური მხარის ინფორმაციით, ბერძორი-შუშას დამაკავშირებელ გზაზე სომხურმა მხარემ კონტროლი აღადგინა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

5 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლისაგორის უღელტეხილის მიდამოებში აზერბაიჯანული სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა გორის-სტეპაკანერტის სტრატეგიული გზა გადაკეტეს. მოგვიანებით ამ რაიონში მძიმე ბრძოლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოგანესიანმა განაცხადა, ამ გზაზე პატრულირება ხორციელდება, მაგრამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ის სამოქალაქო პირებისთვის დაკეტილია.

გორის-სტეპანაკერტის გზას სომხეთს და მთიან ყარაბაღს აკავშირებს. ამ გზის დაკარგვის შემთხვევაში, სომხური ნაწილები მთიან ყარაბაღში უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდებიან.

05.11.2020 - 22:03 ზურა ბატიაშვილი: ყარაბაღის ფრონტზე უახლოეს დღეებში ძალიან მძიმე და სისხლიანი ბრძოლები იქნება

„რონდელის ფონდის“ მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, ყარაბაღში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მძიმე ბრძოლები გაიმართება.

მისი თქმით, აშკარაა, რომ სომხურ მხარეს ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის.

„დღეს ისევ გრძელდებოდა ინტენსიური ბრძოლები ყარაბაღში.
აზერბაიჯანულმა მხარემ იერიში მიიტანა უშუალოდ ქ. შუშაზე, ასევე უტევდა წითელი ბაზრის მიმართულებით, სადაც დაიკავა ს.ჩანახჩი. აზერბაიჯანულმა ნაწილებმა წინ წაიწიეს მარტუნის (ხოჯავენდი) მიმართულებითაც. აქ ისინი ქალაქიდან უკვე 3 კმ-ში იმყოფებიან.

ზოგადად შეინიშნება, რომ სომხური მხარე განიცდის ადამიანური რესურსის ნაკლებობას. სწორედ ამიტომ იგი ნელ-ნელა თმობს პოზიციებს. ამავე მიზეზით მათ ვერ შეძლეს აზერბაიჯანული ნაწილების მიერ ბლოკირებული სტეპანაკერტ (ხანკენდი)-სომხეთის დამაკავშირებელი გზის გახსნა. ამან კი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სომხურ მხარეს შესაძლოა დამატებითი პრობლემები (საბრძოლო მასალების ნაკლებობა, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების ყარაბაღში ჩარჩენა და ა.შ.) შეუქმნას.

ცხადია, რომ ყარაბაღის ფრონტზე უახლოეს დღეებში ძალიან მძიმე და სისხლიანი ბრძოლები იქნება“, - აღნიშნავს ზურა ბატიაშვილი.

05.11.2020 - 10:38 აზერბაიჯანული მხარე: სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სახელმწიფო საზღვარზე

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ლაჩინის დერეფანზე გამავალი სტრატეგიული გზა დაიკავეს. გორისი-სტეპანაკერტის საავტომობილო გზის აღების შედმეგ სომხეთის და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მთავარი გზა გადაიკეტა.

არსებობს კიდევ ჩრდილოეთის გზა, მაგრამ ის გაცილებით უფრო გრძელი და ნაკლები გამტარიანობისაა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ჯებრაილის, ზანგელანის და გუბადლის რაიონებში კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღეს.

Armenpress-ის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, ომის დაწყებიდან აზერბაიჯანულმა მხარემ 7 ათასზე მეტი ჯარისჯკაცი და ოფიცერი დაკარგა. ბაქო სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

05.11.2020 - 10:08 აზერბაიჯანული მხარე: სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სახელმწიფო საზღვარზე

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმტყორცნებიდან და მცირე იარაღით ესროლეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღით და ნაღმტყორცნებიდან ესროლეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს.

„საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ინტენსივობითი გაგრძელდა, ძირითადად აღდარასა და ხოჯავერდის მიმართულებით. მტერი იძულებული გახდა უკან დაეხია. ამჟამად ჩვენი ჯარები აკვირდებიან ოპერაციულ პირობებს“,- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

04.11.2020 - 11:33 ჰულუსი აქარი: სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა სიახლე არ არის

სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა სიახლე არ არის. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.

„სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ არის ახალი. სომხეთი ყოველთვის სჩადის დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ“- აღნიშნა აქარმა.

მისივე თქმით, სომხეთის მხრიდან აგრესიის გამოვლინება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

„ამ საკითხში სომხეთის ხელმძღვანელობა ძალიან თვითნებურად იქცევა. ისინი პატივს არ სცემენ საერთაშორისო სამართალს ან ადამიანურ ღირებულებებს. სამწუხაროდ, მათ უმოწყალოდ შეუტიეს განჯასა და სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტს და აგრძელებენ ამ თავდასხმების განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს ზავის დარღვევას. ოდესმე ისინი პასუხს გასცემენ როგორც ისტორიას, ასევე საერთაშორისო სამართალს“ - განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა.

04.11.2020 - 11:00 ალიევი: სომხეთმა აღდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებიდან ჯარი უნდა გაიყვანოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რაც მალე დასრულდება ომი, მით უკეთესი. მისი თქმით, აზერბაიჯანი მზად არის საომარი მოქმედებები შეაჩეროს, თუ სომხური ჯარი აღდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებს დატოვებს. „სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები უნდა შეასრულოს და ჯარი გაიყვანოს. მაგრამ ჯერჯერობით სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან მე მსგავსი რამე არ მომისმენია“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ილჰამ ალიევი მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. „ეს ადამიანები ჩვენო მოქალაქეები არიან, ჩვენ მათ უკეთეს ცხოვრებას ვთავაზობთ, მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება და ისინი უკეთესად იცხოვრებენ, ვიდრე ახლა, მთიანი ყარაბაღის ხუნტის ზეწოლის ქვეშ“ - განაცხადა ალიევმა.

03.11.2020 - 21:00 ფაშინიანი: ევროპაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება

„აზერბაიჯანმა ყარაბაღის საკითხის სამხედრო გზით მოგვარების ლოგიკაზე უარი უნდა თქვას“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას armenpress.am ავრცელებს.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა დახმარება გამოუცხადა თურქეთს, რომელმაც თავის მხრივ აზერბაიჯანს დაქირავებული სამხედრო პირები გადასცა.

„ამის შემდეგ თურქეთმა, აზერბაიჯანმა, დაქირავებულებმა და ტერორისტებმა ერთობლივი თავდასხმა დაიწყეს მთიან ყარაბაღზე. დაქირავებულების რეგიონში ყოფნა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღისთვის, სომხეთისთვის, არამედ ირანისთვის და რუსეთისთვისაც.

ჩემი აზრით, ევროპასა და მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, არაპირდაპირი გზით, თუმცა მაინც უკავშირდება ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს და თურქეთის დესტრუქციულ პოზიციებს.

აზერბაიჯანმა უარი უნდა თქვას ყარაბაღის სომხების გენოციდის პოლიტიკაზე“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

03.11.2020 - 16:16 მთიან ყარაბაღში მძიმე ბრძოლები გრძელდება

მძიმე ბრძოლები გრძელდება მთიანი ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აზერბაიჯანის ჯარი ცდილობს სიმაღლეების აღებას, რათა შუშასკენ გზა გაეხსნას. სომხეთის შეიარაღებული ძალები ყველა საშუალებით ცდილობენ ეს არ დაუშვან, რადგანაც შუშას აღება, პრაქტიკულად, მთიანი ყარაბაღის ომის დასრულებას ნიშნავს.

სომხური მხარის ინფორმაციით, მათ რამდენიმე სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მდგომარეობას აკონტროლებს.

აზერბაიჯანული მხარე კი მოწინააღმდეგეს დანებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანარ აივაზოვმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანის ჯარი შეტევას განაგრძობს სრულ გამარჯვებამდე და მოწინააღმდეგეს სხვა გზა არ რჩება, თუ არა დანებება. ამის შესახებ Report.az იუწყება.

03.11.2020 - 12:03 სომხური მხარე: სამხრეთ მიმართულებაზე მტრის შეტევები მოვიგერიეთ

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში სომხურმა ჯარმა მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიება შეძლო. ამის შესახებ Armenpress იუწყება. ერთ ადგილას სომხურმა ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს.

„ფრონტის ხაზის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენმა ნაწილებმა ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე უკან დაიხიეს და უფრო ხელსაყრელი თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს“ - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხურმა მხარემ საარტილერიო ცეცხლით მოწინააღმდეგის ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურა. ასევე აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე შეტევის წამოწყება ჩრდილოეთის მიმართულებაზეც სცადა.

31.10.2020 - 10:33 აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა ჟენევაში 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრაზე მხარეებმა ტყვეთა სიები გაცვალეს და ტყვეების გაცვლის პროცესზე შეთანხმდნენ. ასევე შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის დროს მხარეები სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით დამიზნებით ცეცხლს არ გახსნიან. ამის შესახებ dw.com იუწყება.

შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში გაიმართა. ამ ორგანიზაციამ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ადრე მიღწეული შეთანხმებების დაცვისკენ მოუწოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მექანიზმებზე ისინი უახლოეს მომავალში საკუთარ წინადადებებს წარმოადგენენ. ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები კონფლიქტის დარეგულირების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.

ამ მომენტში კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.

31.10.2020 - 00:17 სომხური მედია: აზერბაიჯანმა ფოსფორის შემცველი ჭურვების გამოყენება დაიწყო

სომხური მედიის, armenpress.am - ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფოსფორის შემცველი ჭურვების გამოყენება დაიწყო.

„ამჟამინდელი მონაცემებით, აზერბაიჯანი იყენებს ფოსფორის შემცველ იარაღს ქიმიური იარაღის ელემენტებით. ამას იყენებენ სამოქალაქო დასახლებების მიმდებარე ტყეებში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანი იყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, როგორც გარემოს, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“,- აცხადებს სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი არმან ტატოიანი.

31.10.2020 - 00:02 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი არმია მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრის

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არასწორია სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის არმიის მიერ ხოჯალის რაიონის სოფელ გარაბულაგში დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. ამის შესახებ Report.az წერს.

„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის არმია ესვრის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

30.10.2020 - 15:33 მთიან ყარაბაღში სომხეთიდან ქალთა ასეული გაემგზავრა

მთიან ყარაბაღში სომხეთიდან ქალთა ასეული გაემგზავრა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებენ. ამის შესახებ sn.fm იუწყება.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ცოლმა ანა აკოფიანმა განაცხადა, რომ ის მთიან ყარაბაღში საბრძოლველად წავა. „ჩვენ ვერ დავუთმობთ მოწინააღმდეგეს ვერც სამშობლოს, ვერც ღირსებას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მეუღლემ.

30.10.2020 - 10:33 აზერბაიჯანის ჯარი შუშადან 5 კილომეტრში იმყოფება

აზერბაიჯანის ჯარი მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქს, შუშას მიუახლოვდა და იქიდან 5 კილომეტრში იმყოფება. ამის შესახებ არაღიარებული ყარაბაღის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

„ვინც შუშას ფლობს, ის ფლობს ყარაბაღს. მოწინააღმდეგე ქალაქთან 5 კილომეტრშია მოსული. ყველამ მივიღოთ მონაწილეობა შუშას დაცვაში!„ - განაცხადა არუთუნიანმა.

შუშა მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქიდან სტეპანაკერტიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.

30.10.2020 - 00:53 პუტინი: აზერბაიჯანს სომხეთის მიერ ოკუპირებული 7 რაიონი უნდა გადაეცეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის მიერ ოკუპირებული 7 რაიონის გადაცემის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას interfax ავრცელებს.

„ჩვენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის, ვფიქრობთ რომ აზერბაიჯანს ხუთს პლიუს ორი რაიონი უნდა გადაეცეს. ყარაბაღში კი გარკვეული რეჟიმი დაწესდეს, რა თქმა უნდა სომხეთთან შეთანხმებით. თავდაპირველად სომხებმა დაიწყეს ბრძოლა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის 7 რაიონიც მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ეს რაიონები არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ორივე მხარეს აქვს თავისი ჭეშმარიტება, საჭიროა ინტერესთა ბალანსის პოვნა, რადგან კვანძი ძალიან რთულია“, - აცხადებს პუტინი

29.10.2020 - 18:39 აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს 30 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს 30 სამხედროს ცხედარი გადასცა, რომლებიც მთიან ყარაბაღში დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქ ბარდაში ყოფნისას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა. ინფორმაციას interfax.ru ავრცელებს.

გაჯიევმა განაცხადა, რომ ცხედრების გადაცემა წითელი ჯვრის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებით მოხდა.

გამოცემა Sova იუწყება, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს ასევე მთიანი ყარაბაღის 85 წლის მკვიდრი ევგენია ბაბაიანა გადასცა, რომელიც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქალაქ ჰადრუთის აღების დროს დააკავეს. ეს ქალი სომხეთში საქართველოს გავლით გადაიყვანეს. მეორე მოხუცი ადამიანი, 85 წლის მიხეილ მელკუმიანი აზერბაიჯანში რჩება, რადგანაც ის არატრანსპორტაბელურია.

29.10.2020 12:39 ბაიდენი: ტრამპი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პირადად უნდა ჩაერთოს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება მას შემდეგ, რაც იქ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მორიგი შეთანხმება დაირღვა. ბაიდენი მოუწოდებს ტრამპს, რომ ის პირადად დაუკავშირდეს სოხმეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებს, რათა საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს. ამის შესახებ massispost.com იუწყება.

„შეერთებული შტატები კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ ძალისხმევას სათავეში უნდა ჩაუდგეს. უნდა შეჩერდეს აზერბაიჯანში თურქეთიდან საბძროლო ტექნიკის და დაქირავებულების გაგზავნა. ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა გავუწიოთ ჰუმანიტარული დახმარება, რათა ადამიანების ტანჯვა დასრულდეს“ - აცხადებს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება და კონფლიქტის მოგვარებაზე პოლიტიკური მოლაპარაკება დაიწყება, შესრულდეს.

29.10.2020 11:39 სომხური მხარე: ჩვენი მხრიდან 1119 სამხედრო დაიღუპა

სომხური მხარის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მათ 51 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ. შესაბამისად, 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაღუპულ სამხედროთა საერთო რაოდენობა სომხური მხრიდან 1119 გახდა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ისინი საბრძოლო დანაკარგებს არ აქვეყნებენ. სომხური მხარე იუწყება, რომ აზერბაიჯანის მხრიდან 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

28.10.2020 23:39 სომხური მხარე: სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბერძორის მიმართულებით პოზიციური გაუმჯობესება მოახერხეს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბერძორის მიმართულებით პოზიციური გაუმჯობესება მოახერხეს. როგორც სომხური მედია იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი ავრცელებს.

„მთელი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები განაგრძობდა შეტევით ოპერაციებს სომხეთის საზღვრის გასწვრივ განლაგებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ. ზოგიერთი მცირემასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა სამხრეთ ნაწილში, ბერძორის მიმართულებით.

მცდელობის მიუხედავად, მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია ბერძორისკენ. ამ მიმართულებით ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს გარკვეული პოზიციური გაუმჯობესება“, - აღნიშნა არწრუნ ჰოვანისიანმა.

28.10.2020 21:02 ალიევი: ველურებს ვებრძვით, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის

„დაპირისპირება უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და ჩვენი ხალხისთვის ეს სამშობლოს ომია. ჩვენ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს ოკუპანტებისგან. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“, - როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 ოქტომბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სეიდ აბას არაღჩის ხელმძღვანელობით დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რამდენიმე სოფელი განთავისუფლდა ოკუპანტებისგან.

„დღეს რამდენიმე სოფელი განთავისუფლდა ოკუპანტებისგან. ბევრი მშვიდობიანი ადამიანი დაშავდა და დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ველურებს ვებრძვით, მაგრამ ვერაფერი შეგვიშლის ხელს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა


10.28.2020 16:15 სომხური მხარე: სტეპანაკერტში სამშობიარო დაიბომბა

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ცენტრალური ქალაქის, სტეპანაკერტის და ქალაქ შუშას დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სარაკეტო შეტევის შედეგად სტეპანაკერტის ცენტრალური სამშობიარო დაზიანდა.

10.28.2020 15:55 აზერბაიჯანი მხარე: ბარდაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმისას 19 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთმა ბარდაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, რომლის დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.

„28 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბარდას მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სადაც სავაჭრო ობიექტებია განთავსებული, მტრის შეიარაღებულმა ძალებმა კასეტური ბომბები ააფეთქეს, რომლის დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 ადამიანი დაშავდა. დიდია ქალაქის ინფრასტრუქტურის ზარალიც“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10.28.2020 - 13:10 მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

მთიან ყარაბაღში გრძელდება დაპირისპირება აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის. აზერბაიჯანის არმია ორი მიმართულებით უტევს. ერთი შეტევა სამხრეთით, ლაჩინის დერეფნის მიმართულებით მიმდინარეობს, ხოლო მეორე აღმოსავლეთით - შუშასა და სტეპანაკერტის მიმართულებით.

ჯერჯერობით სომხური შენაერთები შეტევების მოგერიებას ახერხებენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუშა და სტეპანაკერტი სარაკეტო დანადგარებიდან დაიბომბა. შუშაში არიან დაღუპულები. ასევე დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა მარტუნის მიმართულებითაც.

10.28.2020 - 12:10 შურისძიება ბარდას დაბომბვისთვის (ვიდეო)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინტერნეტში სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს. „შურისძიება ბარდასთვის“ - ასეთია ვიდეოს სათაური. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

27 ოქტომბერს სომხური შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ერთ-ერთი დაღუპული 7 წლის ბავშვია.

10.27.2020 - 00:10 ტრამპი: ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებით იმედგაცრუებული ვარ

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება იმედგაცრუებას იწვევს.

ტრამპა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეები ურთიერთობის ნორმალიზებას შეძელებენ.

„დიახ, იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ამას ვხედავ“, - განუცხადა ტრამპმა მედიას თეთრ სახლში.

10.27. 2020- 23:19 ფაშინიანი: საერთაშორისო პირები ღიად აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აგრესიული მხარეა

„საერთაშორისო პოლიტიკური პირები ახლა ღიად აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აგრესიული მხარეა“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მიმართვაში განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ტერორისტებისა და დაქირავებულთა ბრძოლა უკვე დადასტურებული ფაქტია მსოფლიოში.

„ისევე როგორც წარსულში აზერბაიჯანი არ არის მზად კომპრომისისთვის. შევთანხმდეთ, რომ არაფრის შეგვეშინდება. ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე შიდა თუ გარე ძალას, რომ ეჭვი შეიტანოს ჩვენს თავისუფალ მომავალში.

დიახ, მსოფლიოში ბევრი მტერი გვყავს, მაგრამ გვყავს მეგობრებიც, რომლებიც რთულ პერიოდში ჩვენთან დგანან. მადლიერია სომეხი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს.

გაუმარჯოს თავისუფლებას, გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს ჩვენს შვილებს, რომლებიც თავისუფალ სომხეთში იცხოვრებენ“, - აცხადებს ფაშინიანი.

10.27.2020 18:12 აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სომხური შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილთა შორის არასრულწლოვანიც არის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა რამდენიმე რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლეს.

დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხურმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ტერტერის რაიონის მიმართულებითაც.

10.27.2020 17:12 სომხური მხარე: მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი ცოცხალია (ვიდეო)

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქში მთიანი ყარაბაღის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა დაწერა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაცია ჯალალ არუთუნიანის დაღუპვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. „ჯალალ არუთუნიანი დაჭრილია, მაგრამ მალე მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება“ - განაცხადა მთიანი ყარაბაღის ლიდერის პრესსამსახურში. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

კონკრეტულად სად დაიჭრა სომხური შენაერთების სარდალი, არ დაკონკრეტებულა. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო. რომელზეც გზაზე მოძრავი ავტომობილის დაბომბვის კადრებია ნაჩვენები. აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ მან სეპარატისტების თავდაცვის მინისტრი გაანადგურა.

27.10.2020 12:16 ალიევი: სომხეთის შეიარაღებული ძალები გიუმრის რუსული ბაზიდან მარაგდება

"რუსეთს 5 ათასი სამხედრო ჰყავს სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე. სწორედ იქედან მთიან ყარაბაღში მყოფი სომხური შეიარაღებული ძალები შეიარაღებით მარაგდებიან". ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

"ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში დაქირავებულ „ბოევიკებს“ აგზავნის. ასევე ამბობენ, რომ აზერბაიჯანში თურქული F 16-ის თვითმფრინავებია განთავსებული. მაგრამ არ არსებობს აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში თურქი სამხედროების მონაწილეობის არც ერთი მტკიცებულება.

სომხეთი კი რუსულ "მიგ29"-ს და „სუ 30“-ებს იყენებს. ჩვენი ინფორმაციით, გიუმრის სამხედრო ბაზიდან დროდადრო ხდება სომხური ძალებისთვის იარაღის მიწოდება. ასე რომ მე ვურჩევ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვადანაშუალებს, ჯერ საკუთარ თავს შეხედონ“ - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს მოლაპარაკება არ სურს და რომ აზერბაიჯანული მხარე ბოლომდე წავა და მთიან ყარაბაღს გაათავისუფლებს.

10.26.2020 23:46 ფაშინიანის მეუღლე ყარაბაღში საომრად მიდის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მონაწილეობას.

როგორც მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, ქალი სამხედროები ხვალიდან მომზადების კურსს დაიწყებენ, რის შემდეგაც სამშობლოს დასაცავად გაემგზავრებიან.

„ხვალიდან 13-კაციანი ქალთა რაზმი, მათ შორის მეც, სამხედრო სწავლებას დაიწყებს. რამდენიმე დღეში კი სამშობლოს დასაცავად წავალთ. ჩვენი ქვეყანა და ღირსება მტერს არ უნდა დავუთმოთ“, - აღნიშნავს ანა აკოპიანი.

10.26.2020 23:04 ჰიქმეთ გაჯიევი: სომხეთის ხელისუფლებას ცხედრების გადასვენება არ სურს, რადგან ხალხის რისხვის ეშინია

„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით გადასცეს, მაგრამ სომხეთს ჩვენთვის პასუხი არ გაუცია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა.

როგორც გაჯიევი Twitter- ის საკუთარ გვერდზე წერს, აზერბაიჯანმა სომხეთის ცხედრების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ 18 ოქტომბერს შეატყობინა.

„ცხედრების მიღებაზე უარი რელური სიტუაციის დამალვას ემსახურება. ამრიგად, კვლავ ცხადი ხდება, რომ სომხეთს დაღუპულთა გადასვენება არ სურს, რადგან ამჟამინდელ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რეაქციის, ხალხის რისხვის ეშინია“, - აღნიშნავს ჰიქმეთ გაჯიევი.

26.10.2020 - 15:08 ალიევი: განჯაში ბაზირებულ თურქულ ავიაგამანადგურებლებს აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განჯის სამხედრო აეროდრომზე თურქული ავიაგამანადგურებლები F-16 არის ბაზირებული. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, მათი გამოყენება გარე აგრესიის შემთხვევაში მოხდება. ამის შესახებ Report.az იუწყება.

„მე ხშირად მეკითხებიან ავიაგამანადგურებლების შესახებ. ხოდა გპასუხობთ, ისინი იქ წვრთნების ფარგლებში თურქეთიდან ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ჩაფრინდნენ. ამ თვითმფრინავების გამოყენება არ მომხდარა, თუმცა გარე აგრესიის შემთხვევაში ისინი საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება“. - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ამჟამად F 16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები განჯაში თურქეთის მხრიდან მორალური მხარდაჭერისთვისაა დისლოცირებული.

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის 252 ტანკი, 50 საბრძოლო მანქანა, 79 251 ქვემეხი და 31 ნაღმმტყორცნი გაანადგურეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ბოლომდე წავა და მთიან ყარაბაღს გაათავისუფლებს.

26.10.2020 - 09:50 აზერბაიჯანული და სომხური მხარე ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ამერიკულმა შეთანხმებამაც ვერ იმუშავა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაარღვევისთვის, ამოქმედებიდან 10 წუთში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემზე ჰიქმეთ ჰაჯიევი სომხებს თარტარის რაიონის სოფლების დაბომბვაში ადანაშაულებს.

ანალოგიურად სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე დაარღვიეს.

26.10.2020 - 08:50 დონალდ ტრამპი: ვულოცავ ფაშინიანსა და ალიევს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას

ყარაბაღში დღეს, 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დილას 08:00 საათზე შევიდა ძალაში.

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება.

ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო," - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.


25.10.2929 - 23:50 ალიევი: ჩვენმა არმიამ ჯაბრაილისა და გუბადლის რეგიონები ოკუპანტებისგან გაათავისუფლა

„დღეს, აზერბაიჯანის არმიამ ოკუპანტებისგან გაათავისუფლა ზანგილანის, ჯაბრაილის, გუბადლის რეგიონებისა და ქალაქი გუბადლის რამდენიმე სოფელი. ეს აზერბაიჯანული არმიის სიყვარულია! ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი Twitter- ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

დღესვე ალიევმა Foxnews-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ცეცხლის შეწყვეტა შეათანხმოს.

„სომხეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის შესაბამისად უნდა აიღოს თავის თავზე მიწების გათავისუფლების ვალდებულება“, - აცხადებს ალიევი.

25.10.2020 - 10:37 ალიევი: ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე

„ეს ბევრჯერ მითქვამს. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Fox News- თან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა ცეცხლის შეწყვეტა და საკუთარი მიწების დაბრუნება.

„ამავე დროს, სომხეთმა და მისმა პრემიერ -მინისტრმა უნდა თქვან, რომ ისინი ერთგულები არიან შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული ძირითადი პრინციპების.

ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა. გვინდა, რომ ჩვენი მიწები დაგვიბრუნდეს”, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

24.10.2020 - 18:35 აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა: ჩვენი მხრიდან 65 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანის მხროდან 65 მშვიდობიანი მაქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა იუწყება. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხური შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქების და სოფლების დაბომბვის შედეგად 297 ადამიანი დაიჭრა, დანგრეულია ან დაზიანებულია 2174 საცხოვრებელი სახლი.


24.10.2020 - 17:14 სომხური მხარე: აზერბაიჯანს 6 614 სამხედრო დაეღუპა

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან 6614 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ამავე წყაროს ცნობით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 217 უპილოტო საფრენი აპარატი, 16 ვერტმფრენი, 24 თვითმფრინავი, 600 ერთეული ჯავშანტექნიკა და 6 სარაკეტო დანადგარი.

რაც შეეხება საკუთარ დანაკარგებს, სომხური მხარის ინფორმაციით, მათ 927 კარისკაცი და ოფიცერი დაეღუპათ.

დღესვე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა უარყო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სომხური ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ. „ეს სიცურუეა და მას არანაირი კავშირი არა აქვს რეალობასთან“ - განაცხადა სტეპანიანმა.


24.10.2020 - 16:41 აზერბაიჯანული მხარე: სომხეთის საბრძოლო თვითმფრინავი გავანადგურეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა ღუბადლის რაიონში სომხეთის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Report.az იუწყება. თვითმფრინავის მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღესვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს. ასევე აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ მან უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურა.


24.10.2020 - 10:35 ალიევი: სომხეთის თავდასხმის შემდეგ, ჩვენ მოგვიწია თავდაცვა და იძულებითი სამართლიანობის აღდგენა

„სომხეთის თავდასხმის შემდეგ, ჩვენ მოგვიწია თავდაცვა და იძულებითი სამართლიანობის აღდგენა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მათ მოლაპარაკება და ცეცხლის შეწყვეტა სურთ, მაგრამ სომხეთი არ ჩერდება და თუ ასე გაგრძელდა, ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულ საქმეს.

„ჩვენ სამხედრო აღჭურვილობას მრავალი ქვეყნიდან ვყიდულობთ, ყველაზე მეტი სამხედრო ტექნიკა არ არის თურქეთიდან და ისრაელიდან, ეს რუსეთია. მაგრამ სომხეთისგან განსხვავებით, ჩვენ იმ იარაღის ფულს ვიხდით, რომელსაც რუსეთიდან ვყიდულობთ. სომხეთი კი იარაღს რუსეთიდან უფასოდ იღებს“, - აღნიშნა ალიევმა.


24.10.2020 10:18 აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეიჰუნ ბაირამოვი და ზოგრაბ მნაცაკანიანი ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. თავდაპირველად მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ცალ-ცალკე შეხვდნენ, ხოლო შემდეგ ბაირამოვმა მოლაპარაკება გამართა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ნენსი პელოსთან. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილებოდა.

მაიკ პომპეოსთან შეხევდრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება წარმატებული იყო. „ჩვენ ძალზე ეფექტიანი შეხვედრა გვქონდა და ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებას გავაგრძელებთ“ - განუცხადა მნაცაკანიანმა ჟურნალისტებს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ აუცილებელია კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკება გაგრძელდება, ხოლო კონფლიქტში სხვა ქვეყნები არ ჩაერევიან, რასაც მისი შემდგომი ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.


23.10.2020 00:45 სომხეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პარიზში ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონის შეხვდა. პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

სარქისიანმა მაკრონს განუცხადა, რომ სომხეთი მაღალ შეფასებას აძლევს საფრანგეთის, როგორც ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარის ძალისხმევას.

სომხეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმები თურქეთის მიერ არის მხარდაჭერილი.

„პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანისადმი თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გამო. თურქეთის ჩართულობა კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას და რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია სარქისიანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისა და შექმნილი ვითარების გამო.

მაკრონის განცხადებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.

23.10. 2020 23:17 აზერბაიჯანი სომხეთს: ჩვენს არსენალში საკმარისი ჯავშანტექნიკაა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ჯავშანტექნიკასთან დაკავშირებით სომხეთის თავდაცვის უწყებაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ მათი სამხედრო აღჭურვილობის შესახებ.

„ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. დეზინფორმაციაა, რომელიც გავრცელებულია შეშინებული სომეხი საზოგადოებისთვის. ჩვენს არმიას აქვს საკმარისი ჯავშანმანქანა მტრის დარტყმისთვის და ისინი გამოიყენება სარდლობის გადაწყვეტილების შესაბამისად“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

23.10.2020 22:07 ტრამპი: სომხეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, დავეხმარებით

თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პროგრესი შეინიშნება. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ სომხეთთან. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სომხები კარგი ხალხია. ვნახოთ რა იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მედიის კითხვაზე ესაუბრა თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

„არ მსურს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ნამდვილად კარგი პროგრესი შეინიშნება“, - განაცადა ტრამპმა.

23.10. 2020 21:07 აზერბაიჯანული მხარე: ჩვენი ჯარები ვითარებას სრულად აკონტროლებე

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ანარ აივაზოვის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე ვითარებას სრულად აკონტყროლებს. ინფორმაციას გამოცემა report.az ავრცელებს.

„ამჟამად ბრძოლა გრძელდება ფრონტის ყველა მიმართულებით და ჩვენი ჯარები სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას. აზერბაიჯანის არმიის გამარჯვება გრძელდება. გამარჯვება ჩვენთანაა“, - აცხადებს აივაზოვი.

23.10.2020 18:01 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილება. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ მაიკ პომპეო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოგრაბ მნაცაკანიანს შეხვდება

23.10.2020 16:58 არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი პუტინს სთხოვს, რომ ომი შეაჩეროს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სთხოვს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგას. არუთუნიანმა ვლადიმერ პუტინს შესაბამისი წერილი გაუგზავნა, რომელშიც არცახის და რუსეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და მეგობრობაზე საუბრობს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

„თქვენ უდიდესი რეპუტაციით სარგებლობთ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველა აუცილებელი ზომა მიიღოთ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შესაჩერებლად“ - წერს არუთუნიანი.

23.10.2020 12:00 აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ირანთან საზღვარს მთლიანად აკონტროლებენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღისგან სამხრეთით სომხეთის საზღვართან გავიდნენ და აზერბაიჯან-ირანის საზღვარს მთლიანად აკონტროლებენ.

Report.az-ის ინფორმაციით, განადგურებულია დიდი რაოდენობით მოწიანაღმდეგის ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმია ლაჩინის დერეფანს უახლოვდება, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. 22 ოქტომბერს, ხუთშაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულ ჯარს ლაჩინის გზიდან 34 კილომეტრი აშორებს.

რაც შეეხება ჩრდილოეთის მიამრთულებას, იქ პოზიციურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ამ მიმართულებაზე აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების დაცვის ხაზის გარღვევა ვერ მოახერხეს.

23.10.2020 09:39 პუტინი: სიტუაცია როდესაც აზერბაიჯანს ტერიტორიების ნაწილი დაკარგული აქვს, მუდმივად ვერ გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაიზე“ გამოსვლისას ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო განაცხადი გააკეთა.

„რუსეთისთვის სომხეთთან ურთიერთობის ერთ-ერთი ელემენტი ქრისტიანობაა. თუმცა ჩვენ აზერბაიჯანთან სხვა მიმართულებებით ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს. რაც შეეხება რელიგიურ შემადგენელს, მინდა, მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ რუსეთის ფედერაციის 15% ისლამის მიმდევარია და ამ კუთხითაც კი აზერბაიჯანი ჩვენთვის უცხო ქვეყანა არ არის.

მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვერ დავივიწყებთ სომეხი ხალხის ბედს, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს ხდებოდა. ყარაბაღის კონფლიქტი იმაში მდგომარეობს, რომ დაპირისპირება დაიწყო არა როგორც სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი და ბრძოლა ტერიტორიებისთვის, არამედ ის დაიწყო ეთნიკური ორთაბრძოლით.

ესეც სამწუხაროდ ფაქტია, როდესაც სუმგაითში და შემდეგ მთიან ყარაბაღში ჩაიდინეს სასტიკი დანაშაულებები სომეხი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ კომპლექსურად. ამასთან, ჩვენ გვესმის, რომ სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგული აქვს, მუდმივად ვერ გაგრძელდება. მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ვთავაზობდით ამ კრიზისის გადაჭრის სხვადახვა გზებს, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია მოგვეხდინა. რაღაც მომენტში გვეგონა, რომ გადაწყვეტილების პოვნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. სამწუხაროდ ეს არ მოხდა და დღეს სახეზეა კონფლიქტის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ტრაგედია იმაში მდგომარეობს რომ ხალხის იღუპება“, – განაცხადა პუტინმა.

22.10.2020 18:51 სომხური მხარე: აზერბაიჯანული მხრიდან 10 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული ჯარის მხრიდან 10 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ნათესავები დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის დროს დანაკარგების დამალვას ცდილობს, თუმცა იმდენი დაღუპულია მათი მხრიდან, რომ ამ ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია. ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ 10 ათასი სამხედრო დაეღუპათ, ხოლო დაჭრილი - გაცილებით მეტია“ - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

22.10.2020 15:41 ალიევი: ჩვენს ტერიტორიაზე მეორე სომხეთის სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის სტატუსზე რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავს. „არანაირი რეფერენდუმი იქ არ ჩატარდება. ჩვენ ამას ვეთანხმებოდით მოლაპარაკების დროს. ახლა სულ სხვა მდგომარეობაა. ჩვენმა ჯარმა მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა და წინ მიიწევს“ - განაცხადა ალიევმა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ალიევმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ იმის გამო არ იმუშავა, რომ ერევანი არარეალისტურ მოთხოვნებს აყენებდა. „ერის თვითგამორკვევის უფლება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ უნდა არღვევდეს. არსებობს კულტურული ავტონომიის მოდელი ან სხვა მოდელები, რაც ხშირად გვხვდება ევროპულ ქვეყნებში. მაგრამ ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მეორე სომხური სახელმწიფო შეიქმნას“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

22.10.2020 12:47 სომხურმა მხარემ აზერბაიჯანში წყალსადენი დაბომბა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოგუზ-გაბალა-ბაქოს წყალსადენი დაბომბეს, რომლითაც აფშერონის ნახევარკუნძულს სასმელი წყალი მიეწოდება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხეთმა Scud-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა, რომელიც აზერბაიჯანის ჰაერსაწინააღმდეგო საშულებებმა გაანადგურეს. რაკეტის ნამსხვრევები სამოქალაქო ობიექტებს დაეცა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

„გაბალის რაიონში სარაკეტო დარტყმების შედეგად 17 წლის მოზარდი დაიჭრა. 5 სახლი დაზიანდა“ - აცხადებენ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრა და ყველა აუცილებელ საპროცესო მოქმედებას აწარმოებს.

22.10.2020 10:42 სომხური მხარე: მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოვიგერიეთ

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მთელ პერიმეტრზე ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობდა. ზოგიერთ ნაწილში მოწინააღმდეგემ შეტევა სცადა, მაგრამ ის მოგერიებული იყო. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ფრონტის მთელ ხაზზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობდა. აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა ქალაქ მარტუნის და მიმდებარე სოფლების მიმართულებით.

22.10.2020 09:15 აზერბაიჯანული მედია: ომში მაღალი რანგის სომეხი სამხედროები დაიღუპნენ

მე-5 გამანადგურებელი პოლკის საარტილერიო დაბომბვის შედეგად სომხურ მხარეს დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პოლკის მე-3 ბატალიონის მეთაური რობერტ ჰამბარწუმიანი დაკარგულია, ბატალიონის შტაბის უფროსი, მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი მსხვერპლია. პოლკის მეთაური დაიჭრა, მოკლეს მისი მოადგილე, ბატალიონის მეთაური არაიკ ჰოვაკიმიანი, მისი მოადგილეები და ქვედანაყოფების მეთაურები. I ბატალიონის ქვედანაყოფის პერსონალმა უარი თქვა ბრძოლაში შესვლაზე“,- წერს აზერბაიჯანული მედია.

23:38 21.10.2020 სომხური მხარე: ამ დროისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება

როგორც სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბრძოლა კვალვ გრძელდება.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის საომარი მოქმედებები გრძელდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ დილით საბრძოლო მოქმედებები განახლდა ყველა მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე შეტევითი მცდელობა განახორციელა, რაც ჩვენმა ჯარმა მოიგერია და მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ცენტრალური მიმართულებით, რამდენიმე დივერსიული ჯგუფი შეეცადა ჩვენს პოზიციებში შეღწევას და საარტილერიო ცეცხლის შემდეგ ისინი გაიქცნენ“, - აღნიშნა არწრუნ ჰოვანისიანმა.

ასევე მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებები არ არის ისეთივე მწვავე, როგორიც წინა დღეებში.

21:26 21.10.2020 ალიევი: აზერბაიჯანის არმიამ მინჯივანის დასახლება და ზანგილანის რაიონის 13 სოფელი გაათავისუფლა

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის არმიამ მინჯივანის დასახლება და ზანგილანის რაიონის 13 სოფელი გაათავისუფლა.

„აზერბაიჯანულმა მამაცმა არმიამ ზანგილანის რეგიონი, ხურამა, ხუმარლი, სარილი, ბაბაილი, უჩუნჩუ აგალი, ჰაჯალი, გირა მუშლანი, უდგუნ, ტურაბადი, იჩერი მუშლანი, მალიკლი, ჯაჰანგირბეილი, ბაჰარლი, და სხვა სოფლები ოკუპაციისგან გაათავისუფლა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Twitter- ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

10:14 21.10.2020 სომხური მხარე: კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ

სომხური მხარის ინფორმაციით, მათ აზერბაიჯანული მხარის კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, თურქული წარმოების Bayraktar TB2 ჩამოაგდეს. ამის შესახებ Armenpress-ს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა აცნობა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამისი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, საერთო ჯამში მოწინააღმდეგის ათზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 არის განადგურებული.

ასევე სომხური მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. 21 ოქტომბერს დილით მოწინააღმდეგემ სამხრეთ ფრონტზე კვლავ შეტევა წამოიწყო.

10:10 21.10.2020 აზერბაიჯანული მხარე: მოწინააღმდეგემ უკან დაიხია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 და 21 ოქტომბერს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა აღდარას, ფიზული-ჯებრაილის და ღუბადლის მიდამოებში. ჯერბარილის და ღუბადლის მახლობლად მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და დიდი რაოდენობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა დაკარგა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

მოწინააღმდეგემ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა მძიმე არტილერიიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან. საპასუხო ცეცხლის შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის სამი ქვემეხი, რამდენიმე ნაღმმტყორცნი და სატვირთო ავტომობილები.

10:06 21.10.2020 სომხეთსა და აზერბაიჯანში საფეხბურთო მატჩები აღარ გაიმართება

უეფამ ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე გადაწყვიტა, რომ განუსაზღვრელი ვადით სომხეთსა და აზერბაიჯანში შეაჩეროს საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარება.

„უეფას ფიქრობს, რომ საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებში ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით მატჩების გამართვა შეუძლებელია“, – წერია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.

ორივე ქვეყნის ფედერაციებსა და კლუბებს შეუძლიათ წარმოადგინონ ალტერნატიული ადგილები უეფას ეგიდით გასამართი საშინაო მატჩებისთვის.

უეფა ასევე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის იმ მატჩებზე, რომელიც მომავალი წლის ივნისში ბაქოში უნდა გაიმართოს.

00:35 21.10.2020 პუტინმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ემანუელ მაკრონიმ და ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს.

ლიდერებმა საბრძოლო მოქმედებების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად გასატარებელ ზომებზე იმსჯელეს და პრობლემის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის მოლაპარაკების განახლების მნიშვნელობაზე შეთანხმდენენ.

მხარეების განცხადებით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა 10 და 17 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმება უნდა დაიცვან.

10.20.2020 17:38 ალიევი: სომხეთის ხელისუფლება დავაჩოქეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლება დააჩოქა. „ჩვენ მათ მივუთითეთ ადგილი, რომელსაც იმსახურებენ, ჩვენ მათ ჩვენი მიწებიდან გავყრით, ყოველდღე ჩვენი ჯარი წინ მიიწევს, ყოველდღე დროშის აღმართვა ახალ დასახლებულ პუნქტში ხდება. ფრონტიდან კარგი ამბები მოდის. ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერია“ - აცხადებს ალიევი. ინფორმაციას Report. az ავრცელებს.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ სომხური ჯარის უძლეველობის მითი დამსხვრეულია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანულმა ჯარმა ზანგელანის, ჯებრაილის, ფიზულის და ჰოჯავენდის რაიონებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აიღო.

10.20.2020 17:00 სომხური მხარე: მოწინააღმდეგემ უკან დაიხია

მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ჰუდაფერინის წყალსაცავთან მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ამის შესახებ „ფეისბუქში" სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა დაწერა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ დიდი ზარალი განიცადა. „ჩვენ მას ვუთხარით, რომ აქ ჯოჯოხეთი ელის“- დაწერა სტეპანიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილაჰმ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ზანგელანი დაიკავეს, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან სამხრეთით და სომხეთის საზღვართან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.


10.20.2020 16:25 ზურა ბატიაშვილი: მთავარია, სად გადის მოსკოვის წითელი ხაზი ყარაბაღის კონფლიქტში

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთის პოზიცია გადამწყვეტი იქნება.

მისი თქმით, ბრძოლაში რუსეთის გარკვეული ჩართულობა უკვე იგრძნობა.

„კონფლიქტის შემდეგ ეტაპზე სომხების მოკავშირე იქნება როგორც გეოგრაფია (ტყიანი მთები, სადაც ადვილია პოზიციების გამაგრებაც და შეუმჩნევლად ყოფნაც), ისე - კლიმატური პირობები (უკვე აცივდება და ნისლიანი ამინდები ხელს შეუშლის უპილოტოების აქტიურობას).

ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ აქამდე ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობდა ეთნიკური აზერბაიჯანელების ნასოფლარებზე, ახლა ბრძოლის ცენტრი გადაინაცვლებს უშუალოდ მთიანი ყარაბაღის სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც ამ უკანასკნელთა საბრძოლო მოტივაცია უფრო მაღალი იქნება.
მთავარი კი მაინც მგონია, რომ იქნება რუსეთის პოზიცია - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ სად გადის მოსკოვის წითელი ხაზები ყარაბაღის კონფლიქტში“, - წერს ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

20.10.2020 15:44 ალიევი: ბოლო დღეებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ზანგელანი აიღეს. ამის შესახებ ტელემიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ყარაბაღი აზერბაიჯანია, გაუმარჯოს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს!“ - განაცხადა ალიევმა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბოლო დღეებში აზერბაიჯანულმა ჯარმა ზანგელანის, ჯებრაილის, ფიზულის და ჰოჯავენდის რაიონებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აიღო.

ალიევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიის სრული გათავისუფლებაა.

20.10.2020 15:04 ოგანესიანი: უკან დახევა დამარცხება არ არის

ჩვენი შეიარაღებული ძალები უკან იხევენ, მაგრამ უკან დახევა დამარცხება არ არის. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ოგანესიანმა „ფეისბუქში“ დაწერა.

„უკან დახევა იყო 1918 წელს, 1941 წელს, 1992 წელს, მაგრამ საბოლოოდ ყველა შემთხვევაში იქნება გამარჯვება“ -წერს ოგანესიანი. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

დღესვე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყუებიდან მათ 729 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ.

20.10.2020 11:54 აზერბაიჯანული მხარე: მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ტექნიკა გავანადგურეთ (ვიდეო)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 და 20 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა იყო განადგურებული. თავდაცვის უწყება შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მძიმე ბრძოლა აღდამის, ფიზულის, ჰადრუთის, ჯებრაილის, ღუბადლის და ზანგელანის მიდამოებში მიმდინარეობდა. განადგურებულია 2 ტანკი, 4 სარაკეტო დანადგარი, 1 ქვემეხი და 5 ავტომობილი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ფიზულის რაიონში სომხურმა მხარემ კონტრშეტევა სცადა, მაგრამ ის მოგერიებული იყო.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ანადგურებს აზერბაიჯანული მხარე სომხურ ტექნიკას ე.წ. კამიკაძე დრონების მეშვეობით. უპილოტო საფრენ აპარატებს აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში კვლავ აქტიურად იყენებს.

20.10.2020 11:24 ფაშინიანის აზრით, რუსეთმა მთიან ყარაბაღში სპეცოპერაცია უნდა ჩაატაროს

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მოწინააღმდეგე ავიაციას და არტილერიას იყენებს. ამის შესახებ Armenpress-ს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შუშან სტეპანიანმა აცნობა.

„ჩვენმა ძალებმა მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურეს, ვითარება კონტროლს ექვემდებარება“ - განაცხადა სტეპანიანმა.

20.10.2020 10:54 ფაშინიანის აზრით, რუსეთმა მთიან ყარაბაღში სპეცოპერაცია უნდა ჩაატაროს

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ რუსეთს მთიან ყარაბაღში სპეცოპერაციის ჩასატარებლად ყველა საფუძველი აქვს. ამის შესახებ ფაშინიანმა „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ თურქეთმა მთიან ყარაბაღში დაქირავებული „ბოევიკები“ ჩაიყვანა. „ამ ტერორისტების გადასროლა ხდება როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის ტერიტორიაზე. იქაც ტერორისტული დაჯგუფებები ბოლო დროს ძალზე გააქტიურდნენ“ - აცხადებს ფაშინიანი.

20.10.2020 10:12 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში აშშ ერთვება

23 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. თავდაპირველად პომპეოს და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, ხოლო შემდეგ პომპეო სომეხ კოლეგას, ზოგრაბ მნაცაკანიანს შეხვდება. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა მოლაპარაკება სამმხრივ ფორმატში. ამის შესაძლებლობა აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში ელინ სულეიმანოვმა არ გამორიცხა.

გამოცემა წერს, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო დიალოგის წარმატება აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებში შედის, ვინაიდან ეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპს დამატებით ქულებს მისცემს.

19.10.2020 23:35 ალიევი: სომხურმა მხარემ ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს

„ლაჩინის დერეფანი ძირითადი პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ძირითად პრინციპებში წერია, რომ იხსნება არა მხოლოდ ლაჩინის დერეფანი, არამედ ყველა კომუნიკაცია, მათ შორის აზერბაიჯანის მთავარ ნაწილსა და ნახჭევანს შორის. სომხურმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ამ დერეფნის უსაფრთხოება“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს. ინფორმაციას, კი report.az ავრცელებს.

„ყველაფერი კომპრომისული პაკეტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანის ტერიტორიების განთავისუფლებას და ყველა დევნილის დაბრუნებას, არა მხოლოდ შვიდ რეგიონში, არამედ მთიან ყარაბაღში - კონფლიქტამდე მოსახლეობის 25% აზერბაიჯანელი იყო. რა თქმა უნდა ასევე გათვალისწინებული იყო ლაჰინის დერეფნის გავლით შეუფერხებელი გადაადგილება მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

19.10.2020 20:27 სომხური მედია: ფაშინიანი და ალიევი მზად არიან, ერთმანეთს შეხვდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მზად არიან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა სავარაუდოდ მოსკოვში გაიმართება. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. თუმცა, მე მზად ვარ, შედეგის მისაღწევად ყველა ღონეს მივმართო. ყველას უნდა გვესმოდეს, გამოსავალი კომპრომისშია“,- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზად არის, სომხურ მხარეს, მთიანი ყარაბაღის თემაზე, მოსკოვში ან ნებისმიერ სხვა ადგილას შეხვდეს.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევხვდეთ მოსკოვში, ყველა სხვა ქალაქში, რათა დავამთავროთ დაპირისპირება და ვიპოვოთ კონფლიქტის გადაჭრის გზები“,- აცხადებს ალიევი.

19.10.2020 15:42 აზერბაიჯანული მხარე: სომხურმა შენაერთებმა ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენს რაკეტები ესროლეს

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს ბაქო-ნოივოროსიისკის ნავთობსადენს, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, რაკეტა ჰაზინსკის რაიონში აზერბაიჯანის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს. რაკეტის ნამსხვერევები ნავთობსადენიდან სულ რაღაც 250 მეტრში დაეცა.

"ეს იყო შეგნებული აქცია, რომელიც მიმართული იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა დიდი ოდენობით მატერიალური ზარალის მიყენებას“ - აცხადებენ აზერბაიჯანის პროკურატურაში.

პროკურატურამ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება.

19.10.2020 15:26 სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან 6 259 სამხედრო დაიღუპა

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 6 ათას 259 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 566 ერთეული ჯავშანტექნიკა, 195 უპილოტო საფრენი აპარატი, 22 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი და 4 მძიმე სარაკეტო სისტემა.

19.10.2020 14:31 აზერბაიჯანული მხარე: სომხეთმა ჩვენი მოსაზღვრე რაიონები დაბომბა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაერდის და ვარდენისის რაიონებიდან აზერბაიჯანის თოვუზის და დაშქესანის რაიონების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხურმა შენაერთებმა ქელბაჯარის რაიონიდან მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცნებიდან აზერბაიჯანული ფორმირებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

19.10.2020 13:12 რუსული მედია: ყარაბაღში სირიიდან „ბოევიკების“ ახალი ჯგუფები ჩავიდნენ (ვიდეო)

რუსული მედიის ინფორმაციით, სირიიდან მთიან ყარაბაღში რამდენიმე დღის წინ „ბოევიკების“ ახალი ჯგუფები ჩავიდნენ. როგორც „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა განუცხადა, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს ამჟამად ათასობით რადიკალი იბრძვის.

ამავე ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ამის დასადასტურებლად ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, რომელზეც არაბულ ენაზე მოსაუბრე შეიარაღებული პირებია ნაჩვენები. ამავე წყაროს ცნობით, ვიდეო სწორედ მთიან ყარაბაღშია გადაღებული. ერთ ვიდეოზე სირიელი „ბოევიკი“ ერთ-ერთ სანგართან დადის, სადაც სომეხი სამხედროების ცხედრებია ნაჩვენები და მათ ღორებს უწოდებს. ასევე ის დროდადრო იმეორებს ფრაზას „ალაჰ აქბარ!" მეორე ვიდეოზე კი ჩანან „ბოევიკები", რომლებიც ჯიპზე დამაგრებული ტყვიამფრქვევიდან და ავტომატური იარაღიდან ისვრიან.

ბაქო ერევნის და სხვა ქვეყნების ოფიციალური პირების ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არანაირი სირიელი „ბოევიკები“ არ იმყოფებიან და ეს საინფორმაციო ომის ნაწილია.

19.10.2020 12:12 სომხური მხარე: აზერბაიჯანმა რამდენიმე ქალაქი დაბომბა

სომხური მხარის ინფორმაციით, 18-19 ოქტომბერს ღამით აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა კვლავ დასახლებული პუნქტები დაბომბეს. კერძოდ, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ მარტუნის და ქაშათაგის რაიონის დასახლებულ პუნქტებს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

„აზერბაიჯანმა კვლავ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და არცახის დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ხდება“ - აცხადებენ სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.

19.10.2020 10:44 ილჰამ ალიევი: კიდევ 13 სოფელი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სასაზღვრო სამსახურის უფროსს ელჩინ გულიევს აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე, ჰუდაფარის ხიდზე სახელმწიფო დროშის აღმართვა მიულოცა. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის მონაწილეობით მოხდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

19.10.2020 09:20 ილჰამ ალიევი: კიდევ 13 სოფელი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალური ქსელი „ტვიტერში“ დაწერა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „ჯებრაილის რაიონში 13 სოფელი გაათავისუფლა“.

"გათავისუფლებულია ჯებრაილის რეგიონის სოფლები: სოლტანლი, ამირვარლი, მაშანლი, ჰასანლი, ალიკეიხანლი, გუმლაგი, ჰაჯილი, გოიერჩინვეისალი, ნიაზგულარი, კეჩალ მამედლი, შაჰველი, ჰაჯი ისმაილი, ისაკლი. ყარაბაღი აზერბაიჯანია!" - წერს ალიევი.

18.10.2020 11:50 სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ისევ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

სომხეთის მხრიდან შესაბამისი ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა.

სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და მომგებიანი პოზიციების დაკავების მიზნით, ხუდაფერინის წყალსაცავის მიმართულებით იერიში მიიტანეს. სტეპანიანი წერს, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. ამავე ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ზავი დაარღვია და ჯებრაილის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

17.10. 2020 23:09 სომხეთმა და აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ცეცხლი ადგილობრივი დროით 00:00 საათზე უნდა შეწყდეს. ინფორმაციას Armenpress სომხეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოსკოვში გაკეთებული განცხადებების შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

17.10.2020 15:20 აზერბაიჯანული მხარე: შურისძიება განჯის დაბომბვისთვის (ვიდეო +18)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც სომხეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვაა ასახული. ვიდეო უპილოტო საფრენი აპარატიდანაა გადაღებული და მასზე, ძირითადად, სომხური ჯარის ცოცხალი ძალის განადგურების კადრებია გადაღებული. „შურისძიება განჯისთვის“ - ასეთია ვიდეოს სათაური. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

17.10.2020 14:28 სომხეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვამ აზერბაიჯან-საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა

სომხეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვის შედეგად სამუხ-გარდაბნის 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოსთან აკავშირებს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

„განჯის და მინგეჩაურის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტებით ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთი რაკეტა მინგეჩაურის მახლობლად ჩვენმა საზენიტო დანადგარებმა ჩამოაგდეს, მაგრამ რაკეტის ნამსხვრევებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა“ - აცხადებენ „აზერენერჯიში“.

17.10.2020 11:28 აზერბაიჯანი სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყება (ვიდეო)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბარში სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების მორიგ ვიდეოს ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ძალები განჯის დაბომბვის საპასუხოდ იყო განადგურებული. ბაქო იუწყება, რომ აზერბაიჯანული მხარე მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ანადგურებს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

დღესვე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია სომხური ტექნიკის განადგურების შესახებ. ილჰამ ალიევის თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების 234 ტანკი, 16 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 190 ქვემეხი, 2 სარაკეტო კომპელქსი „ურაგანი“, 1 ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ელბრუსი“ და ერთი „ტოჩკა-უ“, 35 საზენიტო კომპლექსი „ოსა“, 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-300, ასევე 196 სატვირთო მანქანა.

17.10.2020 10:48 ალიევი: სომხეთმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ განჯას დაბომბვას სომხეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული უწოდა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე საკადრის პასუხს ბრძოლის ველზე გასცემს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

„მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით ცეცხლის გახსნა სამხედრო დანაშაულია. ეს პირველად არ ხდება. სომხური მხარე მუდმივად ბომბავს ქალაქებს ტერტერს, გერანბოის, აღდამს, აღჯაბედს და სხვა დასახლებულ პუნქტებს. დანგრეულია ან დაზიანებულია 2000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მაგრამ ეს ლაჩრული აქციები აზერბაიჯანელი ხალხის ნებისყოფას ვერ გასტეხს“ - განაცხადა მან.

ასევე ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა ქალაქი ფიზული და ამ რაიონის რამდენიმე სოფელი აიღეს.

17.10.2020 10:32 სომხურმა მხარემ განჯა დაბომბა - ნანგრევებში 13 ცხედარია აღმოჩენილი

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხურმა ძალებმა კვლავ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, განჯა დაბომბეს. სარაკეტო ცეცხლი ქალაქს ღამის 1-ელ საათზე გაუხსნეს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

დანგრეულია რამდენიმე სახლი. მაშველებმა ნანგრევებში 13 ცხედარი აღმოაჩინეს. დაჭრილია 52 მშვიდობიანი მოქალაქე.

ქალაქი განჯა, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით მდებარეობს, უკვე მეორედ დაიბომბა.

16.10.2020 19:17 ალიევმა საქართველოსა და ირანს მადლობა გადაუხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოსა და ირანს მადლობა გადაუხადა, რადგანაც ამ ქვეყნებმა სახმელეთო და საჰაერო გზა ჩაკეტეს, რათა სომხეთმა რუსეთიდან შეიარაღება ვერ მიიღოს. ამის შესახებ ალიევმა ტელეკომპანია A Haber-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ამასთანავე ალიევი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრებმა სომეხმა ბიზნესმენებმა კარაპეტიანმა, აბრამიანმა და სხვებმა შეიძინეს 40 მილიონ დოლარად „ილ-76“-ის ტიპის თვითმფრინავი. შემდეგ კი საქართველოდან სამოქალაქო დანიშნულების ტვირთის სახით, კონტრაბანდული გზით მათ სომხეთში ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და საზენიტო ქვემეხები ჩაიტანეს.

ასევე ალიევმა განაცხადა, რომ რუსეთიდან სომხეთში კონტრაბანდული გზით რაკეტების გაგზავნა ხდება. „სომხეთში კონტარბანდული გზით იარაღის ჩატანა არის ყოვლად დაუშვებელი. ეს საერთაშორისო დანაშაულია“ - განაცხადა ალიევმა.

16.10.2020 16:47 სომხური მხარე: 604 ჯარისკაცი დაგვეღუპა

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მათ 604 ჯარისკაცი და ოფიცერი დაეღუპათ. ამის შესახებ ინფორმაციას “Armenpress” ავრცელებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ყარაბაღში 29 სომეხი სამხედრო დაიღუპა.

ამავე სააგენტოს ცნობით, 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბური შეტევა წამოიწყო, რომლის მოგერიებაც სომხურმა ძალებმა შეძლეს.

16.10.2020 15:09 მამუკა არეშიძე: სომხეთს პრაქტიკულად რესურსი ამოწურული აქვს

ექსპერტი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სომხეთს როგორც როგორც მატერიალურ-ტექნიკური ისე ფინანსური რესურსი ამოწურული აქვს. არეშიძის თქმით, არც აზერბაიჯანს აქვს სახარბიელო მდგომარეობა.

კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ რეგიონში არსებული ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ვითარებას ამწვავებს რუსეთის ფედერაციის შესაძლო ჩართულობა.

16.10.2020 11:07 აზერბაიჯანული მხარე: სომხური შენაერთები პოზიციებს თვითნებურად ტოვებენ და გარბიან (ვიდეო)

მოწინააღმდეგე მთელი ფრონტის ხაზზე პოზიციებს ტოვებს და უკან იხევს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

აზერბაიჯანულმა ჯარმა ქალაქი ჰადრუთი და მიმდებარე სოფლები დაიკავა. ჰადრუთის აღების დამადასტურებელი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქი ფიზული აზერბაიჯანულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ღამით სომხურმა ძალებმა კონტრშეტევის განხორციელება სცადეს, თუმცა დიდი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. ამავე ინფორმაციით, განადგურებულია 2 ტანკი, 2 სარაკეტო დანადგარი, 5 ქვემეხი და 2 საზენიტო დანადგარი. ასევე მოწინააღმდეგემ საბრძოლო მასალებით დატვირთული ავტომანქანები დაკარგა.

ბაქო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთიან ყარაბაღში ჩასული სომხური ძალების დიდი ნაწილი ბრძოლაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ხშირ შემთხვევაში სომხური შენაერთები პოზიციებს თვითნებურად ტოვებენ და გარბიან.

16.10.2020 10:22 ირანის ტერიტორიაზე რვა ჭურვი ჩავარდა, ერთი ადამიანი დაიჭრა

ირანის ტერიტორიაზე რვა ჭურვი ჩავარდა. ჭურვები, სავარაუდოდ, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს იყო გამოყენებული. rbc.ru-ს ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს ეკუთვნოდა ჭურვები, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ირანის ჰოდაფარინის რაიონის გუბერნატორმა ალი ამირადმა განაცხადა, რომ რაკეტები რაიონის რამდენიმე სოფელში ჩავარდა, ერთ-ერთმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

თეირანმა ბაქოს და ერევანს საპროტესტო ნოტები უკვე გაუგზავნა და ორივე მხარეს ირანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა. "ჩვენ ამ საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებთ“ - განაცხადეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

16.10.2020 00:22 ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება წითელი ხაზია, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, კომპრომისზე წავიდეს, თუმცა, მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება წითელი ხაზია. ამის შესახებ armenpress.am წერს.

„სომხეთი ყოველთვის მზად იყო კომპრომისისთვის. ყველაზე ცნობილი ყაზანის ინიციატივაა, როდესაც სომხეთი მზად იყო კომპრომისისთვის, მაგრამ აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. აზერბაჯანს არ სურდა და არ სურს მიიღოს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების თვითგამორკვევის უფლება. მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება არის წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.


15.10.2020 23:45 სომხური მედია: ბრძოლის ველზე სიტუაცია დაძაბულია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი აცხადებს, რომ ვითარება ისევ დაძაბულია. ამის შესახებ armenpress.am წერს.

„დილით ადრე მტერმა ორი ან სამი მიმართულებით შეტევითი ოპერაციები დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებით, ახლო აღმოსავლეთში, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ორივე მხრიდან არის დანაკარგები. მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა“,- აღნიშნა ჰოვანისიანმა.

მისი თქმით, ღამით ბრძოლის ველზე „ცეცხლის შემსუბუქებაა“, თუმცა დილით თავდასხმები განახლდება.

„მტერი ძალთა დიდ რაოდენობას იყენებს, განსაკუთრებით ქვეითებ, განუწყვეტელ საარტილერიო ცეცხლს, საჰაერო ენერგიის სხვადასხვა საშუალებებს“,- განაცხადა ჰოვანისიანმა.

15.10.2020 23:23 ალიევი: სომხურმა თემმა და აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ძალიან კონსტრუქციული და თანმიმდევრული. ეს პოზიცია ასევე ემყარება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული ოთხი რეზოლუციის შესრულების თვალსაზრისით, რომლებიც მოითხოვს სომხეთის ძალების დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობოდ გაყვანას ჩვენი ტერიტორიებიდან“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის პოზიცია ყოველთვის ემყარებოდა პრაგმატულ მიდგომას.

„ვფიქრობ, მოლაპარაკებების მაგიდაზე ამის ვარიანტები მეტყველებს. რაც შეეხება წითელ ხაზებს, ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ და ეს კარგად იციან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაირღვეს. აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმება. ამასთან, ამავდროულად, ჩვენი წინადადება ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ მომავალში სომხურმა თემმა და აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

სხვათაშორის, აზერბაიჯანის სხვა დასახლებებში, მათ შორის ბაქოში, რუსეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში, სადაც მრავალათასიანი სომხური საზოგადოებაა, სომხები და აზერბაიჯანელები ზოგჯერ ერთ სოფელში ცხოვრობენ და მუშაობენ, მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ არის. რატომ ვერ მივაღწიეთ ამას?

რა თქმა უნდა, ეთნიკური წმენდის შედეგები უნდა აღმოიფხვრას და ყველა ჩვენი დევნილი უნდა დაბრუნდეს საკუთარ სახლებში“,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

15.10.2020 18:09 ალიევი: აზერბაიჯანულმა ჯარმა კიდევ 6 სოფელი დაიკავა

აზერბაიჯანულმა ჯარმა კიდევ 6 სოფელი დაიკავა. ამის შესახებ „ტვიტერში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაწერა. მისი ინფორმაციით, გათავისუფლებულია ფიზულის რაიონის სოფელი არიში, ჯებრაილის რაიონის სოფელი დოშულუ, ასევე ჰოჯავენდის რაიონის სოფლები ედიშა, დუდუქჩუ, ედილი და ჩირაგუიზი. „ყარაბაღი აზერბაიჯანია, გაუმარჯოს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს!“ - დაწერა ალიევმა. ინფორმაციას 'Report.az" ავრცელებს.

მან კვლავ მოუწოდა სომხეთს, რომ დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ოკუპირებული ტერიტორიიდან საკუთარი ნებით წავიდეს. „ამ შემთხვევაში საკითხი მშვიდობიანი გზით გადაიჭრება“ - განაცხადა ალიევმა თურქულ ტელეკომპანია NTV-თვის მიცემულ ინტერვიუში.

15.10.2020 16:43 სომხური მხარე: მთიან ყარაბაღში 555 სამხედრო დაგვეღუპა

სომხურმა მხარემ მთიან ყარაბაღში ბოლო დღეებში დაღუპული 49 სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაასახელა. საერთო ჯამში 27 სექტემბრიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

სომხური მხარე ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მან აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი მოიერიშე თვითმფრინავი SU-25 ჩამოაგდო. ამის შესახებ ჰაერსაწინააღმდეგო ძალების შტაბის უფროსის მოადგილემ გარიკ მოვსესიანმა განაცხადა.

ასევე სომხური მხარე იუწყება, რომ აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა მთიანი ყარაბაღის ცენტრალური ქალაქი სტეპანაკერტი ისევ დაბომბეს.

15.10.2020 11:43 ფაშინიანი: ჩვენი არმია იძულებული იყო უკან დაეხია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღიარა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებულები იყვნენ მთიანი ყარაბაღის რამდენიმე ადგილას უკან დაეხიათ. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე დივერსიული ჯგუფებით ცდილობდა ზურგში არეულობა შეექმნა და ამიტომ სომხურმა ძალებმა ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე უკან დახევა გადაწყვიტეს. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

ამასთანავე ფაშინიანი ამბობს, რომ მძიმე ბრძოლებისა და დანაკარგების მიუხედავად, სომხური ძალები სიტუაციას აკონტროლებენ და მოწინააღმდეგეს სერიოზულ ზარალს აყენებენ.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 500-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

15.10.2020 10:25 ჟირინოვსკი: ყარაბაღი ორ ნაწილად უნდა გაიყოს

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საშუალება მისი ტერიტორიის გაყოფაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამის შესახებ ჟირინოვსკიმ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ძალზე რთული საკითხია და მისი გადაჭრა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება - მთიანი ყარაბაღის გაყოფა უნდა მოხდეს. ყარაბაღის ერთი ნაწილი იმ ლაჩინის კორიდორთან ერთად, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს, გადაეცეს სომხეთს. ხოლო ყარაბაღის მეორე ნაწილი, შესაძლოა, უფრო დიდი ტერიტორია, მაგ. 60%, გადაეცემა აზერბაიჯანს. ნუ ერქმევა მაგას ყარაბაღი - იყოს სტეპანაკერტი, შუშა და სხვა რაიონული ცენტრები, რომლებიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შევა და იქ აღდგება აზერბაიჯანის იურისდიქცია. ხოლო ნაწილი, როგორც უკვე ვთქვი, გადაეცემა სომხეთს“ - აცხადებს ჟირინოვსკი.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შენარჩუნდება დღევანდელი მდგომარეობა. „კონფლიქტი რომც ჩაქრეს, 5 წლის შერე შეიძლება ისევ ომი დაიწყოს, და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი არ ჩაერევა და იქ ჩვენ წესრიგს არ დავამყარებთ“ -განაცხადა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.

15.10.2020 09:56 აზერბაიჯანული მხარე: სომხეთის სამხედრო ტექნიკა დიდი რაოდენობითაა განადგურებული

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ფრონტის ზოგიერთი მიმართულებით შეტევა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს.

გამოცემა report.az-ის ცნობით, აზერბაიჯანული არმიის მიერ წარმატებით მიღებული ზომების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წარმატებული სამხედრო ქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით განადგურებული სომხეთის სამხედრო ტექნიკა.

„განადგურებულია საზენიტო სარაკეტო სისტემა, უპილოტო თვითმფრინავი და 2 T-72 ტანკი“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

14.10.2020 23:07 სომხური მხარე: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადა

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ ფოტოს და ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

armenpress-ის ცნობით, 14 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა საჰაერო ძალები კვლავ გამოიყენა.

„ამ დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს შეტევითი მოქმედებები, განსაკუთრებით ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დიდი ზარალი მიადგა, მაგრამ დღეს და გუშინ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაკარგები საკმაოდ დიდია“, - აღნიშნა არწრუნ ჰოვანისიანმა.

არწრუნ ჰოვანისიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ საღამოს შეტევების ინტენსივობა ოდნავ იკლებს.

14.10.2020 18:58 ერდოღანი: სომხეთს იარაღს აწვდის რუსეთი და საფრანგეთი, ამაზე რატომ არ საუბრობთ?

„სომხეთს დიდი ოდენობით იარაღს აწვდის რუსეთი და საფრანგეთი, მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს“. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

”დაახლოებით 100 000 სომეხი ცხოვრობს თურქეთში. ისინი იყენებენ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს. ჩვენ მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს.

აზერბაიჯანი საკუთარი მიწების დაბრუნებისთვის იბრძვის. დიახ, ჩვენ ვაწვდით იარაღს აზერბაიჯანელ ძმებს, რომლებიც სომხეთის მიერ ოკუპირებულ საკუთარ მიწა-წყალზე იბრძვიან. არანაირ ტერორისტებს ჩვენ იქ არ ვაგზავნით. და რუსეთი რა, სომხეთს იარაღს არ აწვდის? ან საფრანგეთი? ვუსურვებ აზერბაიჯანს გამარჯვებას“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში 30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და სწორედ ამიტომ მივიდა სიტუაცია სამხედრო კონფლიქტის განახლებამდე. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ოკუპაციის ფაქტი ყოვლად დაუშვებელია და ის უნდა დასრულდეს.

14.10.2020 16: 10 ალიევის თქმით, აზერბაიჯანულმა არმიამ კიდევ 8 სოფელი დაიკავა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 8 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ტვიტერში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაწერა. მისი თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ფიზულის რაიონის სოფლები გარადაღლი, ხათუნბულაგი, ღარაყოლუ და ჰოჯავენდის რაიონის სოფლები ბულუთანი, მალიკჯანლი, ქემართუკი, თეკე და თაგასერი დაიკავეს.

14.10.2020 14: 10 ალიევი ფაშინიანზე: რაც უფრო დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში, მით უკეთესია ჩვენთვის

„ფაშინიანი ადამიანი ქუჩიდან. ვინ იყო ის? არავინ. ის იყო გაზეთის რეპორტიორი და ქუჩიდან გახდა ლიდერი და რა ქნა ამის შემდეგ? მან სომხეთი კატასტროფამდე მიიყვანა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Haber Turk-თან ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთს დღეს დიქტატორი მართავს.

„ორი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ის დაახლოებით 2 წელი დარჩა ციხეში, შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე კვლავ აღიძვრება. მეორეს ეკრძალება საზღვარგარეთ გამგზავრება. მან დააკავა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. მან გაანადგურა საკონსტიტუციო სასამართლო და გააძევა იგი“, - განაცხადა ალიავმა.

ალიევმა ფაშინიანს სოროსის ფონდის პროდუქტი უწოდა.

„ყველამ იცის, რომ პაშინიანი სოროსის პროდუქტია. ის არის ადამიანი, რომელსაც სოროსი მართავს. ჩვენი მიზანი არ არის ფაშინიანისთვის პრობლემების შექმნა, ჩვენი მიზანია მის მთავრობას შეექმნას პრობლემა. რაც უფრო დიდ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში მით უკეთესია ჩვენთვის“, - დასძინა ალიევმა.

14.10.2020 12:59 სომხურმა მხარემ თავის ჯარისკაცებს მუსიკალური კლიპი მიუძღვნა

14.10.2020 12:44 ალიევი: აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

როგორც ალიევმა Haber Turk-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალთა მობილიზაციისთვის გამოიყენა და ის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას არც აპირებდა. „სომხეთი ინანებს იმას, რომ სამშვიდობო პროცესს არ დათანხმდა“ - განაცხადა ალიევმა.

14.10.2020 11:31 სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანული „SU-25“ ჩამოაგდეს

სომხურმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მოიერიშე თვითმფრინავი „SU-25“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ Armenpress-ს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა აცნობა.

მისი ინფორმაციით, 13 და 14 ოქტომბერს ფრონტის მთელ ხაზზე დაძაბული მდგომარეობა იყო შენარჩუნებული. 14 ოქტომბერს დილით მოწინააღმდეგემ როგორც სამხრეთის, ასევე ჩრდილოეთის მიმართულებებზე საარტილერიო ცეცხლი განაახლა.

აზერბაიჯანული მხარე „SU-25“-ის განადგურების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

14.10.2020 10:53 აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი გაანადგურა (ვიდეო)

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ სომხური ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს, რომელიც განჯას ემუქრებოდა. გამოცემა Report.az-ის ცნობით, კომპლექსი ქელბაჯარის რაიონში იყო განთავსებული და იქიდან სომხური მხარე ქალაქ განჯას და მინგეჩაურის დაბომბვას აპირებდა.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ყველაზე მძიმე ბრძოლა კვლავ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰადრუთთან მიმდინარეობდა. ვრცელდება განსხვავებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ აკონტროლებს ამჟამად ჰადრუთს. აზერბაიჯანული მხარე ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ჰადრუთის მიმდებარე ტერიტორიაა გადაღებული, თუმცა იმყოფებიან თუ არა აზერბაიჯანული ფორმირებები ქალაქის ცენტრში, უცნობია. ჰადრუთისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

13.10.2020 20:51 „მიუღებელია ადამიანური მსხვერპლი“ - ყარაბაღის ომზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა იგორ პოპოვმა რუსეთის ფედერაციიდან, სტეფანი ვისკონტიმ საფრანგეთიდან და ენდრიუ შოფერმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, განცხადება გაავრცელეს.

„თანათავმჯდომარეები უკიდურესი მღელვარებით აღნიშნავენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ძალადობა გრძელდება. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანს, დაუყონებვლივ გადადგან ნაბიჯები, რათა 10 ოქტომბრის მოსკოვის განცხადების შესაბამისად მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონისათვის კატასტროფული შედეგები.

თანათავმჯდომარეები კვლავ აცხადებენ, რომ ყოვლად მიუღებელია ადამიანური მსხვერპლი.

თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს გარდაცვლილების, ომის ტყვეებისა და დაკავებულების დაბრუნება და სთხოვენ მხარეებს, სასწრაფოდ შეთანმხდნენ ცეცხლის შეწყვეტის შემოწმების მექანიზმზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზორაბ მნაცაკანიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან საუბრის შემდეგ თანათავმჯდომარეები მუშაობენ მხარეებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების პროცესის არსებით საკითხებზე, რათა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ პრობლემის გადაწყვეტას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

13.10.2020 18:17 მთიან ყარაბაღში ჰადრუთისთვის ბრძოლა გრძელდება

მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანული არმია ქალაქ ჰადრუთის აღებას ცდილობს.

როგორც გამოცემა kavkaz-uzel.eu-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალაქის ნახევარი დანგრეულია. ორივე მხარე აქტიურად იყენებს მძიმე შეიარაღებას.

დაპირისპირებული მხარეები მოწინააღმდეგის ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყებიან. პარალელურად ბაქო და ერევანი ერთმანეთს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვებში ადანაშაულებენ.

იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანულმა არმიამ ჰადრუთი აიღო, მას გზა ეხსნება მთიანი ყარაბაღის ცენტრში, ქალაქებისკენ შუშა და სტეპანაკერტი. სწორედ ამით აიხსნება სისხლისმღვრელი ბრძოლები ჰადრუთისთვის, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტების ინფორმაციით, ყოველდღე ორივე მხრიდან ათობით სამხედრო იღუპება.

13.10.2020 13:10 ბაქოს ინფორმაციით, სომხურმა შენაერთებმა 1 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში 1 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი განიცადეს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

Clash Report-ის ცნობით, აზერბაიჯანის მიერ განადგურებული სომხური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საერთო ფასი 485 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხურმა მხარემ დაკარგა 84 ტანკი, რომლის ფასი 210 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ასევე განადგურებულია საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები, ჯავშანტექნიკა, რადარები და უპილოტო საფრენი აპარატები.

13.10.2020 11:25 სომხური მხარე: აზერბაიჯანმა 5139 სამხედრო დაკარგა

სომხური მხარის ინფორმაციით, 27 სექტემბრის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან აზერბაიჯანის მხრიდან 5 139 სამხედრო დაიღუპა. „Armenpress”-ის ინფორმაციით, სომხურმა ჯარმა 173 უპილოტო საფრენი აპარატი, 16 ვერტმფრენი, 18 თვითმფრინავი, 521 ერთეული ჯავშანტექნიკა და 4 სარაკეტო დანადგარი გაანადგურა.

ასევე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანმა 220 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

12.10.2020 23:25 სომხური მხარე: აზერბაიჯანი მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებას არ ასრულებს

„აზერბაიჯანი მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებას არ ასრულებს და არც აპირებს, რომ შეასრულოს“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არცრუნ ოვანესიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარანტიები შეთანხმებების შესრულების მზადყოფნის შესახებ კიდევ ერთი სიყალბეა.

„ისინი მუდმივად ცდილობენ სიტუაციის დესტაბილიზაციას და საომარი მოქმედებების გაჩაღებას. ერთადერთი, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ გააკეთა მოსკოვში შეთანხმების მიღწევის შემდეგ, იყო ცოტათი ნაკლები არტილერიის გამოყენება“, - აღნიშნა ოვანესიანმა.

12.10. 2020 22:09 სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ანნა ნაღდალიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ცნობისთვის, ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება.

სავარაუდოდ, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტი იქნება.


12.10. 2020 22: 02 აზერბაიჯანული მხარე: აგრესორი სომხეთი ზარალის ზუსტ რაოდენობას მალავს

„წარმატებული კონტრშეტევის შედეგად სომხეთმა კიდევ 51 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა azerbaycan24 ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხეთი ზარალის ზუსტ რაოდენობას მალავს.

„აგრესორი სომხეთი, როგორც ყოველთვის, ფარავს მისი ზარალის ზუსტ რაოდენობას. საოკუპაციო ჯარის დანაკარგები მრავალჯერ აღემატება დადასტურებულ მონაცემებს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

12.10. 2020 20: 56 ალიევი: აზერბაიჯანმა სტატუს-კვო შეცვალა

„აზერბაიჯანმა შეცვალა სტატუს-კვო, შეცვალა ბრძოლის ველი“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეარხ Haber Global-თან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევის თქმით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია უნდა დატოვონ.

„სომხეთმა უნდა შეცვალოს სტატუს კვო. რადგან ჩვენ არ დაგვიპყრია სომხური მიწები. ეს იყო მესიჯი, სიგნალი სომხური მხარისთვის. პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს. არ გვინდა სისხლისღვრა. თუ პროცესი არ დაიწყება ჩვენ არ გავჩერდებით“, - აღნიშნა ალიევმა.

12.10.2020 17:01 ზოგრაბ მნაცაკანიანი: აზერბაიჯანი რეგიონის ტეროტისტი ქვეყანა გახდა

„აზერბაიჯანი რეგიონის ტერორისტი ქვეყანა გახდა.“ ამის შესახებ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა.

„აზერბაიჯანი და თურქეთი არცახის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ახორციელებენ. მათ ჩამოიყვანეს ტერორისტები სირიიდან და ერთადერთ ამოცანას ისახავენ - ადგილობრივი მოსახლეობის საბოლოო განადგურება. აზერბაიჯანი რეგიონის ტერორისტ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და თავისი ამოცანების გადასაჭრელად აქ საერთაშორისო ტერორისტებს იყენებს" - განაცხადა მნაცაკანიანმა.

მან აზერბაიჯანი 10 ოქტომბერს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონში ცეცხლის შეწყვეტა, რაშიც რუსეთის როლი ძალზე მნიშვნელოვანია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აუცილებელია მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხზე პოლიტიკური დიალოგის დაწყება და ეს უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს. მისი თქმით, ეს საკითხები ზოგრაბ მნაცაკანიანის და ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრების შეხვედრაზე იქნება განხილული.

12.10.2020 11:51 სომხური მხარე: გადრუთში ბრძოლა თითოეული გოჯი მიწისთვის მიმდინარეობს

სომხური მხარის ინფორმაციით, ქალაქ გადრუთში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. Armenpress-ის ცნობით, მოწინააღმდეგის ძალების ნაწილმა ქალაქში შეღწევა მოახერხა, მაგრამ „ბრძოლა თითოეული გოჯი მიწისთვის მიმდინარეობს“.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მოწინააღმდეგემ ამ რაიონში დიდი ოდენობით ყვედანაყოფების კონცენტრაცია მოახერხა და ქალაქის აღება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა.

სომხური მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა გაანადგურეს და 200-მდე ჯარისკაცი გაანეიტრალეს.

12.10.2020 10:20 აზერბაიჯანული მხარე: სომხურმა შენაერთებმა გადრუთი დატოვეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა შენაერთებმა ქალაქი გადრუთი დატოვეს. ამის შესახებ სააგენტო „report.az“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი რაოდენობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა დაკარგეს. ბაქო იუწყება, რომ მთელი ფრონტის ხაზზე ოპერატიულ უპირატესობას ფლობს.

გადრუთისთვის ბრძოლა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. თუ ქალაქის აღების ინფორმაცია დადასტურდა, აზერბაიჯანულ შენაერთებს გზა ეხსნებათ შუშასა და სტეპანაკერტისკენ.

11.10.2020 19:20 სომხური მედია: აზერბაიჯანმა შეტევითი ოპერაციები დაიწყო (ვიდეო)

აზერბაიჯანმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით შეტევა დაიწყო. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„თავდაცვის არმიის ნაწილებმა შეაჩერეს მოწინააღმდეგის ძალების შეტევა, დააზიანეს 2 ჯავშანმანქანა, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა“, - იუწყება სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ

11.10.2020 18:00 ილოცეთ ყველასთვის, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება - რომის პაპი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე

რომის პაპმა ფრანცისკემ ლოცვის ბოლოს მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ქალაქ შუშაში ეკლესიის დაბომბვა დაგმო. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.

რომის პაპმა მოიწონა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულება.

მისი თქმით, ცეცხლი უნდა შეწყდეს და სამშვიდობო შეთანხმება შედგეს.

„ილოცეთ მსხვერპლისთვის, ასევე მათთვის, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

11.10.2020 16:12 ალიევი: რუსეთმა სომხური მხარე უნდა დაარწმუნოს, რომ ოკუპაცია დასრულდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი რუსეთზე 100%-ით არის დამოკიდებული.

მისი თქმით, რუსეთმა სომხური მხარე უნდა დაარწმუნოს, რომ ოკუპაცია დასრულდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას report.az ავრცელებს.

„რუსეთს შესაძლებლობა აქვს გავლენა მოახდინოს კონფლიქტის მოგვარებაზე. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ რუსეთის ხელმძღვანელობას, გამოიყენოს სომხეთზე პოლიტიკური გავლენის საშუალებები და დაარწმუნოს, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს.

გამოსავალი ძალიან მარტივია - მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორია, გაიყვანონ ჯარები, ჩვენი ხალხი იქ უნდა დაბრუნდეს და, კიდევ ერთხელ, ვეცადოთ ერთად ცხოვრებას“,- აცხადებს ილჰამ ალიევი.

11.10.2020 15:49 აზერბაიჯანული მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განჯაზე თავდასხმას გმობს

„მკაცრად ვგმობთ სომხეთის სარაკეტო შეტევას განჯაზე, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევით“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, განჯის საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას 9 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 39 კი, დაშავდა.

„თავდასხმა, რომელიც განჯის საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, სომხეთის ხელმძღვანელობის პროვოკაციების ახალი მაგალითია, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გარეთ კონფლიქტის გავრცელების მიზნით. სომხეთის ეს აგრესია აგრესიული მენტალიტეტის მანიფესტაციაა.

თავდასხმის შედეგად დაღუპულ აზერბაიჯანელ ძმებს ღვთის წყალობას ვუსურვებთ, დაჭრილებს განკურნებას. როგორც ყოველთვის, თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

11.10.2020 12:30 აზერბაიჯანის პროკურატურა: განჯაში, დაბომბვის შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა 9-ს მიაღწია (ვიდეო)

ცხრა ადამიანი, მათ შორის, ოთხი ქალი დაიღუპა, განჯაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური „რეპორტ.აზ“-თან აცხადებს.

„სარაკეტო ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9 ადამიანს მიაღწია. ნანგრევებიდან ორი ​​ადამიანის - ახალგაზრდა კაცისა და ქალის ცხედრები ამოიღეს.

სროლის შედეგად დაიღუპულია 4 ქალი, ხოლო დაშავებულია, სავარაუდოდ, 34 ადამიანი, მათ შორის - 6 არასრულწლოვანია. დაზიანდა 10-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და 100-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი,“- ნათქვამია აზერბაიჯანის მიერ გაკეთბულ პროკურატურის განცხადებაში.

11.10.2020 10:05 აზერბაიჯანული მედია: სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯაში მრავალბინიან კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ოქტომბრის ღამეს, განჯის ცენტრში, მრავალბინიან კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ report.az წერს.

მათი ცნობით, სომხურმა მხარემ ცეცხლი, საომარი ზონიდან 100კმ-ით დაშორებულ დასახლებულ რაიონს გაუხსნა. არის მსხვერპლი. უამრავი სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

როგორც აზერბაიჯანის სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, ადგილზე ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად ხორციელდება შესაბამისი ზომები. შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ.

11.10.2020 09:05 ფაშინიანი ვიდეოს აქვეყნებს - ეს არის დღევანდელი ომის რეალური სახე, თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის ბრძოლა არცაკის რეგიონში

ეს არის დღევანდელი ომის რეალური სახე. თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემისა და მათი ტერორისტული დაჯგუფების ბრძოლა არცაკის რეგიონში, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

მისი თქმით, სომეხმა ხალმა მთელს მსოფლიოს უნდა დაანახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტი.

„სომეხმა ხალმა მთელს მსოფლიოს უნდა დაანახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტი. მათ, არაძალადობრივი, მშვიდობიანი, სამართლებრივი პროტესტის საშუალებით, მსოფლიოს ხმა უნდა მიაწვდინონ, რათა დაიგმოს მსგავსი ფაქტები,“- დაწერა ფაშინიანმა

10.10.2020 22:12 ექსპერტი: საქართველოსთვის საფრთხე ნარჩუნდება - ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ მუშაობს

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არ სრულდება, რის გამოც საქართველოსთვის საფრთხე ისევ რჩება.

მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ექსპერტი სოციალური ქსელით ეხმაურება.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რეალურად, არ მუშაობს. მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლები ყარაბაღის გარშემო. განსაკუთრებით, მძიმე დაპირისპირება მიმდინარეობს სამხრეთით მდებარე რაიონულ ცენტრ ჰადრუტში, რომელზეც ორივე მხარე აცხადებს, რომ აკონტროლებს.

ჰადრუტს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია - თუ მას აზერბაიჯანი გააკონტროლებს, მაშინ ბაქოს გაეხსნება გზა ერთის მხრივ შუშა-სტენაპარტისკენ, მეორეს მხრივ კი - ფიზულის მიმართულებით. თუ ჰადრუტზე კონტროლი სომხების ხელში იქნება, მაშინ მათ ნებისმიერ დროს კონტრშეტევაზე გადასვლა და ბოლო დღეებში დაკარგული პოზიციების (რუკაზე აღნიშნულია ყვითელი ფერით) დაბრუნება შეეძლებათ.

მანამდე კი იზრდება მსხვერპლი ორივე მხარეს. სომხებს 400-ზე მეტი გარდაცვლილი და 1000-ზე მეტი დაჭრილი ჰყავთ. აზერბაიჯანული მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ნადგურდება ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა. ომი მძიმე ტვირთად აწვება ორივე ქვეყნის ეკონომიკას.

ყარაბაღის ომის დროში გაწელვის პარალელურად, საქართველოსთვის კვლავ ნარჩუნდება ყველა ის საფრთხე და გამოწვევა, რაზეც ადრეც ვწერდით“, - აღნიშნას ზურა ბატიაშვილი.

ინფორმაციისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ყარაბაღის ირგვლივ ბრძოლა მთელი დღეა მიმდინარეობს.

მთიან ყარაბაღში ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლდა.

10.10.2020 22:11 ერდოღანმა სომხების გენოციდის გასაგრძელებლად ათასობით დაქირავებული ისლამისტი გაგზავნა - ფრანგი ევროპარლამენტარი

თურქების მიერ სომხების გენოციდის გასაგრძელებლად ერდოღანმა ყარაბაღში ათასობით დაქირავებული ისლამისტი მებრძოლი გაგზავნა. ამის შესახებ „არმენპრესი“ ფრანგი ევროპარლამენტარის ნიკოლას ბეის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის თანახმად, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ დაქირავებული ისლამისტების რაოდენობა 3000-დან 4000-მდეა.

„თუ ევროპულ ქვეყნებს არ შეეძლებათ ადეკვატურად უპასუხონ ერდოღანის გამოწვევას, ის ხვალ შეძლებს მისი იმპერიალისტური ისლამისტური ოცნების განხორციელებას, ხოლო აქ, ბრიუსელში, ჩვენ კიდევ ვმსჯელობთ დეტალებზე.

ათასობით დაქირავებული ისლამისტი, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ საომარ დანაშაულებში იყვნენ ბრალდებულნი, ერდოღანმა 80 წლის წინ ოსმალეთის იმპერიის მიერ ჩადენილი სომხური გენოციდის გასაგრძელებლად გაგზავნა და ეს პრეზიდენტმა მაკრონიმ იცის“, - აღნიშნა ნიკოლას ბეიმ.

10.10.2020 22:09 სომეხი ტერორისტი ალექსანდრე ჰარუთიანიანი, რომელიც 1992 წელს ხოჯალის გენოციდში მონაწილეობდა, მოკლეს

სომეხი ტერორისტი ალექსანდრე ჰარუთიანიანი, რომელიც 1992 წელს აზერბაიჯანის რაიონ ხოჯალის გენოციდში მონაწილეობდა, მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რეპორტ.აზ“ ავრცელებს.

ჰარუთიანიანს ბრალად ედებოდა ქონების ძარცვაში, სამხედრო ტყვეების წამებაში, აგრეთვე მძევლების აყვანა, წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.

სომეხი ტერორისტი, მეტსახელად „საშიკი“, რომელიც ასევე მონაწილეობდა 1992 წლის გენოციდში, სეპარატისტების ლიდერის არაიკ ჰარუთიანიანის ახლო მეგობარი იყო. თავად არიკი, ტერორისტული ორგანიზაცია ASALA -ს წევრია.

ჰარუთიანიანი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქალაქ ჰარდრუტზე თავდასხმის დროს მოკლეს.

10.10.2020 18:43 აზერბაიჯანული მხარე: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამრღვევი საარტილერიო დანაყოფი გავანადგურეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც სამხედრო საარტილერიო ნაწილის დაბომბვაა ნაჩვენები. ვიდეოს „რეპორტ.აზ“ ავრცელებს

ვიდეოში ჩანს, სომხეთის შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო საარტილერიო ნაწილის განადგურების კადრები, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10 ოქტომბერს 12 საათზე შევიდა ძალაში, თუმცა მხარეები მის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვის, ზოგრაბ მნაცაკანიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10.10.2020 14:32 სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დაარღვია და სომხეთის სიუნიკის ოლქის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არცრუნ ოვანესიანმა ფეისბუქში დაწერა, აზერბაიჯანმა ქალაქი კაპამი დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხური მხარე დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან გრძელდება.

10.10.2020 14:25 აზერბაიჯანი - სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს

სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გამოცემა „რეპორტ.აზ“-ის ცნობით, სომხურმა შენაერთებმა აგდარა-ტერტერის და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით შეტევა სცადეს. ასევე, ბაქო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანული დასახლებული პუნქტები სომხური არტილერიით იბომბება და აზერბაიჯანული მხარე საპასუხო ზომებს იღებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა. შეთანხმება 10 ოქტომბრის 12 საათიდან შევიდა ძალაში.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

10.10.2020 12:00 სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცსა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

მანამდე სომხური და აზერბაიჯანული მხარე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, მოწინააღმდეგე საარტილერიო ცეცხლს განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმათა მინისტრების, სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა. ცეცხლის შეწყვეტა 10 ოქტომბრის 12.00 საათიდან უნდა შევიდეს ძალაში.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან გრძელდება.

10.10.2020 12:00 სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი მხრიდან 376 ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპული ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „არმენპრესის“ ცნობით, 27 სექტემბერს, განახლებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, დაიღუპა 376 ჯარისკაცი და ოფიცერი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ ქალაქში, სტეპანაკერტში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა, თუმცა დაბომბვას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმათა მინისტრების, სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ოქტომბრის 12.00 საათიდან უნდა ამოქმედდეს.

ჯერჯერობით, სომხური და აზერნაიჯანული ფორმირებები მთიან ყარაბაღში ცეცხლს არ წყვეტენ, ისინი იყენებენ არტილერიას და სარაკეტო სისტემებს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან გრძელდება.

10.10.2020 11:00 მთიან ყარაბაღში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის დაბომბვას განაგრძობენ

სომხური და აზერნაიჯანული ფორმირებები მთიან ყარაბაღში, ჯერჯერობით, ცეცხლს არ წყვეტენ. მხარეები მძიმე არტილერიასა და სარაკეტო სისტემებს იყენებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ მიმართულებაზე აზერბაიჯანულმა სამხედროებმა კვლავ უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, რომელთა ნაწილი საზენიტო დანადგარებით იყო განადგურებული.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ სომხურმა შენაერთებმა დღეს დილით ცეცხლი გახსნეს გერანბოის, ტერტერის, აღდამის და ფიზულის რაიონების სოფლების მიმართულებით. აზერბაიჯანულმა მხარემ კი საპასუხო ზომები მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმათა მინისტრების, სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა. ცეცხლის შეწყვეტა 10 ოქტომბრის 12.00 საათიდან უნდა შევიდეს ძალაში.

27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

10.10.2020 05:30 აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმათა მინისტრების შეხვედრაზე გაფორმდა.

აღნიშნული შეთანხმება 10 ოქტომბრის 12.00 საათიდან უნდა ამოქმედდეს.

მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მოლაპარაკება გვიან ღამით დასრულდა. სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიღებების სახლში გაიმართა.

მანამდე რუსეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო ვლადიმერ პუტინი ორი ქვეყნის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

09.10.2020 22:45 ალიევი: აზერბაიჯანს არა მხოლოდ თურქული, არამედ რუსული, ბელორუსული და უკრაინული იარაღი აქვს

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მხოლოდ თურქული იარაღი არ აქვს“, - როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება ამის შესახებ ალიევმა CNN International-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„აზერბაიჯანს არა მხოლოდ თურქული, არამედ რუსული, ისრაელის, ბელორუსული და უკრაინული იარაღი აქვს, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს სამხედრო ტექნიკის უფრო ფართო გეოგრაფია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია, შეუძლებელია მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღის შეძენა.

„ისინი უფასოდ იღებენ იარაღს მოკავშირეებისგან და ჩვენ მათ ვყიდულობთ“, - დასძინა ალიევმა.

ქვეყნის პირველმა პირმა უპასუხა მასპინძლის კითხვას F-16 მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ:

„F-16 ტიპის გამანადგურებლები ჩამოვიდნენ აზერბაიჯანში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. გასულ წელს აზერბაიჯანმა და თურქეთმა 10 ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაატარეს. თურქეთი ჩვენი მოკავშირეა და აქ ჩვეულია სამხედრო წვრთნების ჩატარება. ასე რომ, F-16 მოიერიშე თვითმფრინავები ადგილზე არიან, ისინი არ დაფრინავენ, არცერთ საბრძოლო მოქმედებაში არ მონაწილეობენ”, - განაცხადა ალიევმა

09.10.2020 22:27 სომხური მხარე: ამ წუთებში ბრძოლა გრძელდება

„ამ წუთებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბრძოლა გრძელდება“, - როგორც სომხური მედია იუწყება ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა 9 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ დილით საბრძოლო მოქმედებები ახალი იმპულსით დაიწყო და ღამითაც გრძელდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ბრძოლას აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა არწრუნ ჰოვანისიანმა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა დღის განმავლობაში უამრავი დანაკარგი განიცადა.

09.10.2020 20:23 აზერბაიჯანული მხარე: განადგურდა მტრის ჯავშანტექნიკა (ვიდეო)

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს მტრის მიერ საცეცხლე პოზიციამდე მიყვანილი ჯავშანტექნიკის განადგურება.

მათივე თქმით, ამის შესახებ Report–ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

ასევე დღეს, 9 ოქტომბერს ალიევმა მიმართა აზერბაიჯანელებს და თქვა, რომ მათმა არმიამ რამდენიმე სოფელი აიღო, სადაც ახლა მათი დროშა ფრიალებს.

09.10.2020 20:12 ალიევი: ჩვენმა არმიამ გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, სადაც აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერს მიმართა და აღნიშნა, რომ მათმა არმიამ გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, სადაც აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ილჰამ ალიევის მიმართვა:

„ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს, გამარჯვებულმა აზერბაიჯანულმა არმიამ გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი და მე გულწრფელად გილოცავთ.

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო განთავისუფლებული დასახლებების სახელებზე: ჰადრუთის დასახლება, სოფელი ჩაილი, სოფელი იუხარი გუზლაკი, სოფელი გორაზილი, სოფელი ქიშლაგი, სოფელი გარაჯალი, სოფელი ეფენდილერი და ა.შ.

ამ სოფლების განთავისუფლება ჩვენი ისტორიული გამარჯვებაა. აზერბაიჯანი ათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და კარგი ამბები ფრონტიდან თითქმის ყოველდღე მოდის.

მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ ბრძოლებში მტრის სამხედრო ტექნიკა მეტწილად განადგურდა.

აქვე უნდა ვთქვა, რომ მტერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა არ გააჩნია. ისინი უყვებიან ზღაპრებს და ტყუილებს თავის ხალხს, აყალბებენ ფაქტებს და სურთ, საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაც, თითქოს ისინი თავს გვესხმიან და მათ ჩვენი ზოგიერთი პოზიცია დაიბრუნეს. ეს ყველაფერი ტყუილია.

დღეს განთავისუფლებულ მიწებში აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ასევე მის მიმართვაში ნათქვამია, რომ მტერი (სომხეთი) პანიკაშია.

09.10.2020 19:17 აზერბაიჯანული მხარე: 31 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც წერია, რომ კონფლიქტის შედეგად 27 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით დაღუპულია 31 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ანგარიშში მოცემულია შემდეგი სტატისტიკა:

  • მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა - 31
  • დაშავებული სამოქალაქო პირების რაოდენობა - 168
  • დანგრეული სახლების რაოდენობა - 1091
  • გამოუსადეგარი სამოქალაქო ობიექტების რაოდენობა - 143
  • დანგრეული მრავალბინიანი კორპუსების რაოდენობა - 45

09.10.2020 19:00 მოსკოვში სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო„ტასი“ იუწყება.

სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიღებების სახლში მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, პრესკონფერენცია გაიმართოს.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად ტარდება. რუსეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო ვლადიმერ პუტინი ორი ქვეყნის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა.

09.10.2020 18:23 ალიევი - სომხეთს ბოლო შანსს ვაძლევ

მოწინააღმდეგის ჯარი დემორალიზებულია, ისინი მუდმივად მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნებს დახმარებისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელემიმართვის დროს განაცხადა.

„ისინი თავს იმცირებენ, ემუდარებიან, რომ დაეხმარონ. მაგრამ კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა იმაში მდგომარეობს, რომ სომხური ძალები ჩვენი მიწიდან უნდა წავიდნენ. ეს არაერთხელ ვთქვით,“ - აცხადებს ალიევი.

მოსკოვში დღეს მიმდინარე სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკების კომენტირებისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთისთვის ეს ბოლო შანსია, რომ სისხლისღვრის გაგრძელების გარეშე, ნებაყოფლობით დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია. „თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მათ ვაიძულებთ ეს გააკეთონ,“ - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით არანაირი სტატუს-კვოს აღდგენაზე საუბარი არ არის.

„სტატუს-კვო 30 წელი არსებობდა. 30 წელი სომხები იქ სამხედრო დამცავ ნაგებობებს აშენებდნენ, ჩვენ ის გავარღვიეთ და გავანადგურეთ. არანაირი მეორე დაცვის ზღუდე ყარაბაღში არ არსებობს. ასე რომ აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობას აუცილებლად აღადგენს. ეს იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება ჩვენს ისტორიაში," - განაცხადა ალიევმა.

09.10.2020 15:53 არმენ სარქისიანი: სომხებს ასწლოვანი გენოციდის საფრთხე ემუქრებათ

„სომხებს კვლავ ასწლოვანი გენოციდის საფრთხე ემუქრებათ“, - როგორც სომხური მედია წერს, ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა Fox News–სს განუცხადა.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა შეშფოთება გამოთქვა თურქული მხარის აზერბაიჯანისთვის დახმარების გაწევაზე.

მისი თქმით, სომხეთს კვლავ ემუქრება ასწლოვანი გენოციდის საფრთხე, რადგან ისინი აზერბაიჯანის ასეთი ქმედების გამო კვლავ გრძნობენ შიშსა და საფრთხეს.

„სომეხი ხალხი არ აპირებს უარი თქვას მთიან ყარაბაღში ცხოვრებაზე და სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებენ ამისთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

არმენ სარქისიანის თქმით, არსებული კონფლიქტი რეგიონალური ხასიათის ხდება, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ ორივე მხარე ერთ მშვენიერ დღეს ერთად მშვიდობიანად ცხოვრებას შეძლებს.

09.10.2020 15:53 აზერბაიჯანელებმა სომხური ტექნიკა თავისი ჯარის ფერებში გადაღებეს (ვიდეო)

სამხედრო ტექნიკა, რომელიც უკან დახევისას სომხურმა შენაერთებმა მიატოვეს, აზერბაიჯანელებმა საკუთარი სამხედრო ტექნიკის ფერებში გადაღებეს. ამის ამსახველ ვიდეოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ სომხურმა შენაერთებმა უკან დახევისას დიდი რაოდენობით ტექნიკა და საბრძოლო მასალები დატოვეს.

09.10.2020 15:23 აზერბაიჯანული მხარე - მინგეჩაური ინტენსიურად იბომბება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინგეჩაურის და აგჯაბედის რაიონები ინტენსიურად იბომბება. ამის შესახებ გამოცემა „რეპორტ.აზ“ იუწყება.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური ძალები აღდამის და ბერდინის რაიონებს ბომბავენ.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვიათარებას, 9 ოქტომბერსაც მხარეები ინფორმაციას ავრცელებენ მოწინააღმდეგის ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ.

09.10.2020 15:11 აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე: ჩვენ სტატუს-კვო შევცვალეთ

აზერბაიჯანმა სტატუს-კვო უკვე შეცვალა, რადგანაც ეს სტატუსი სომხეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ეფუძნებოდა. ამის შესახებ გამოცემა Haber Global-ს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა განუცხადა.

„სტატის-კვო ყველასთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ის მაინც რჩებოდა. ახლა კი ის შეიცვალა. ჩვენი მოქმედება იყო საპასუხო სომხეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე“ - განაცხადა გაჯიევმა.

09.10.2020 14:47 ფაშინიანი სამშვიდობო დიალოგის განახლების მომხრეა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესის განახლების მომხრეა.

ამის შესახებ ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ერევანში იმართება. „ჩვენ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგულები ვრჩებით და მზად ვართ სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“ - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ქალაქები და დასახლებული პუნქტები იბომბება, მათ სერიოზული ზიანი მიადგა და ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარეს თურქი სამხედროები და სირიიდან დაქირავებული „ბოევიკები“ იბრძვიან, თუმცა, მისი თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზულ სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწიეს.

09.10.2020 13:51 რუსეთის პრემიერ-მინისტრი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. მიშუსტინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ყაზახეთი შედიან.

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი კუპატბეკ ბორონოვი ერევანში ვერ ჩავიდა, რადგანაც თანამდებობა დატოვა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრა ერევანში მთიან ყარაბაღში სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო მოქმედებების პარალელურად ტარდება.

09.10.2020 13: 45 „ყარაბაღი აზერბაიჯანია“ - საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა აქცია გამართეს

გარდაბანში ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით აქცია გამართეს და აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები თურქეთი-აზერბაიჯანის დროშებითა და შეძახილებით „ყარაბაღი აზერბაიჯანია“ სკანდირებდნენ.

„ჯარისკაცები გმირები არიან, სამშობლო არ გაიყოფა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

09.10.2020 13:05 აზერბაიჯანული მხარე - ჯებრაილთან მნიშვნელოვანი ტერიტორია დავიკავეთ

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ ქალაქ ჯებრაილთან მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს და საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიკავეს. ამის შესახებ გამოცემა „რეპორტ.აზ“ იუწყება.

„განადგურებულია მოწინააღმდეგის ტექნიკა და ცოცხალი ძალა“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

აგრეთვე, „რეპორტ.აზ“ იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 9 ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის და სომხეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს.

09.10.2020 10:18 სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გაამკაცრეს

სომხეთში სამხედრო მდგომარეობის წესები გაამკაცრეს, რომელიც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ შემოიღეს. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მთავრობის წევრებსა და თანამდებობის პირებს ეკრძალებათ აგიტაცია და შესაბამისი მასალების გამოქვეყნება, რაც სომხეთისა და ყარაბაღის თავდაცვისუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს. სამართალდამცავ ორგანოებს რადიო და აუდიოტექნიკის, აგრეთვე, ქსეროქსის და საბეჭდი ტექნიკის ამოღების უფლება მიეცათ.

09.10.2020 09:02 პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს საომარი მოწქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები მოსკოვში მიიწვია.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ტყვეებისა და დაღუპულთა გაცვლის მიზნით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები შეწყვიტონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

08.10.2020 00:00 „განებივრებული“ სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ერთგვარ განგრენად აქცია - ერდოღანი

„ყარაბაღის კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალი ოკუპაციის დასრულებაა“- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თურქეთ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

„განებივრებული“ სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ერთგვარ განგრენად აქცია. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა სომხური ოკუპაციის დასრულებაა, რომელიც თითქმის 30 წელია გრძელდება.

თურქეთის პრეზიდენტმა საზოგადოებას შეახსენა, რომ სომხეთის მიერ 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა.

მან, ასევე აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლების ბრძოლას.

„თურქეთი სრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლების სამართლიან ბრძოლას“ - თქვა ერდოღანმა.

08.10.2020 23:01 აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი: საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითხის განსახილველად

„გამოძიების საკითხი უმეტესად საქართველოს საშინაო საქმეს წარმოადგენს. საქმეს იძიებს საქართველოს სამართალდამცველი უწყება. შესაბამისად, არ მაქვს უფლბა, ამაზე კომენტარი გავაკეთო, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რამდენადაც საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითის განსახირლველად“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიქმედ აჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, იქ სადაც არსებობს სასაზღვრო ხაზი, მსგავსი პრობლემების წარმოშობა ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა, მთავარია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეყრდნობა ურთიერთნდობასა და პატივისცემას:

„სწორედ ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით. ამ მიზნით სპეციალური იურიდიული კომისია შეიქმნა ჩვენს ქვეყნებს შორის და ისინი გააძლიერებენ მუშობას. საზღვართან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები არაერთ ქვეყანას შორის იქმნება. მაგალითად, ამ დრომდე ღიად რჩება მსგავსი საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის. მხოლოდ კუნძულოვან ქვეყნებს არ აქვს მსგავსი პრობლემები, ხოლო იქ სადაც არსებობს სასაზღვრო ხაზი, მსგავსი პრობლემების წარმოშობა ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, ამ სიტუაციაში მთავარი ისაა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეყრდნობა ურთიერთნდობასა და პატივისცემას. დიალოგის გზით ჩვენ იმედი გვაქვს, გადავჭრით ამ საკითხს მეგობრულად ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. გავხსნით კიდევ ერთ ახალ თავს ორმხივ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობასაც,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა.

08.10.2020 20:46 აზერბაიჯანის არმია სომხეთის ჯავშანტექნიკის განადგურებას განაგრძობს (ვიდეო)

აზერბაიჯანის არმიია აგრძელებს სომხეთის ჯავშანტექნიკის განადგურებას. ამის შესახებ ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

08.10.2020 18:27 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ქალაქ შუშაში სომხური ეკლესიის დაბომბვას უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში მდებარე სომხური ეკლესიის დაბომბვას უარყოფს. ამის შესახებ სამინისტროში გამოცემა „რეპორტ.აზ“-ს განუცხადეს

„შუშაში ეკლესიის დაზიანებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოქმედებასთან არაფერი აქვს საერთო“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული არმია არ ახორციელებს შეტევებს ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე სომხეთის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რომლებმაც 4 ოქტომბერს ქალაქი განჯა დაბომბეს, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

08.10.2020 14:18 აზერბაიჯანელი გენერალი: 25 კილომეტრით წინ წავიწიეთ

„აზერბაიჯანის ჯარი შეტევას განაგრძობს და ჩვენ 25 კილომეტრით წინ წავიწიეთ“. ამის შესახებ თურქულ გამოცემა Hürriyet-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, გენერალმა ჰუსეინ მახმუდოვმა განაცხადა.

„ამჟამად მოწინააღმდეგეს ჰყავს 250 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 270 სარაკეტო და საარტილერიო დანადგარი, 60 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, 190 ჯავშანმანქანა, ასევე მას საზენიტო დანადგარი С-300 გააჩნია, სწორედ ესაა ჩვენი ძირითადი სამიზნე“ - აცხადებს მახმუდოვი.

მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ჯარმა 27 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

„ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ოკუპირებულ მიწებს სრულად არ გავათავისუფლებთ“ - ამბობს გენერალი.

მახმუდოვმა აღნიშნა, რომ თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავი კარგად გამოიჩინა და ფრონტზე მიღწეულ წარმატებებში დიდი როლი ითამაშა.

აზერბაიჯანელმა გენერალმა აღნიშნა, რომ სომხეთის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა შეგნებულად მოხდა, რათა „კონფლიქტში მესამე მხარეების ჩარევა მოხდეს“.

„სომხეთმა დაბომბა ნავთობსადენი, ასევე ქალაქები განჯა და მინგეჩაური, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენ ამ პროვოკაციებს არ ავყვებით და საპასუხო ზომებს მივიღებთ“ - განაცხადა გენერალმა.

08.10.2020 14:12 სომხური მხარე: აზერბაიჯანმა შუშას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი დაბომბა

სომხური გამოცემა armenpress.am წერს, რომ აზერბაიჯანელებმა შუშას სომხური ეკლესია დაბომბეს.

შუშას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, ქალაქის მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ტაძარი 1887 წელს არის აგებული.

კათედრალი გუმბათოვან ბაზილიკას წარმოადგენს. მისი სიგრძე 34.7 მეტრია, ხოლო სიგანე 23 მეტრი. კათედრალის სიმაღლე 35 მეტრია და ერთ-ერთი უდიდესი სომხური ტაძარია.

08.10.2020 12:42 ფაშინიანი: აზერბაიჯანი თურქეთის გეგმის შესაბამისად მოქმედებს

„აზერბაიჯანი თურქეთის გეგმის შესაბამისად მოქმედებს. აზერბაიჯანულ მხარეს ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. ისინი აზერბაიჯანში თურქეთმა ჩაიყვანა, რათა მთიან ყარაბაღში სომხების გენოციდი განახორციელოს,“ - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით ვერ გადაიჭრება. სომხეთი კომპრომისისთვის ყოველთვის მზად იყო. აზერბაიჯანი კი არის მხარე, რომელსაც არანაირი კომპრომისი არ სურს.“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

„პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ თავიდანვე განვაცხადე, რომ საჭიროა ამ საკითხის გადაჭრა ისე, როგორც ეს აწყობს სომხეთს, ყარაბაღის მოსახლეობას და აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს კი სურს ყარაბაღში ეთნიკური წმენდა ჩაატაროს და ამ ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყაროს,“ - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მისივე მტკიცებით, სომხების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები.

„გენოციდში საერთაშორისო ტერორტისტები მონაწილეობენ. ეს აღიარეს მეზობელმა ქვეყნებმა და ევროპულმა სახელმწიფოებმაც. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და მხოლოდ ასე შეწყდება კონფლიქტი,“ - ამბობს ფაშინიანი.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი 27 სექტემბერს, ფაშინიანი პასუხობს, რომ სომხეთს და ყარაბაღს არ შეეძლო დაეწყო ეს კონფლიქტი, ვინაიდან სომხურ მხარეს არანაირი სამხედრო მიზანი აქ ჰქონდა.

„აზერბაიჯანმა დაიწყო ეს ომი, ისინი ემზადებოდნენ ომისთვის, მათ ყოველთვის სურდათ ამ საკითხის გადაჭრა სამხედრო გზით. რატომ შეიყვანა აზერბაიჯანმა ტერორისტები თავის ტერიტორიაზე? იმიტომ, რომ ომისთვის ემზადებოდა. ყარაბაღის არმიამ გახსნა საპასუხო ცეცხლი. ეს ერთადერთი გზა იყო, რომ შეჩერებულიყო აზერბაიჯანის შეტევა. აი ვინაა დამნაშავე 27 სექტემბერს ომის განახლებაში,“ - აცხადებს ფაშინიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი რაკეტებს და არტილერიას ესვრის ქალაქებს, მათ შორის სტეპანაკერტს.

„ეს ხალხი ვერ დატოვებს მიწას, რომელზეც ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. არ შეიძლება ამ საკითხის გადაჭრა სამხედრო გზით. ახლა მთავარია ცეცხლის შეწყვეტა. ამისთვის კი აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს შეტევა“. - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

08.10.2020 11:53 ედუარდ აგაჯანიანი: ინტერნეტში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველო ამ ომში აზერბაიჯანს უჭერს მხარს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი ედუარდ აგაჯანიანი „ფეისბუქში" წერს, რომ ინტერნეტში ბოლო დროს ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველო აზერბაიჯანის მხარესაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„თანამემამულენო! არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რასაც ინტერნეტში ზოგიერთი ცნობილი და უცნობი ცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს. ისინი ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი, თითქოს საქართველო და ქართველი ხალხი ამ ომში აზერბაიჯანის მხარეს იკავებს. უნდა გითხრათ, რომ საქართველოსა და სომხეთის შესაბამისი უწყებები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. ჩვენი ხალხის ათასწლეული ისტორია ეჭვს არ იწვევს. ის სისტემურ პრინციპებზეა დამყარებული. ჩვენ ვიქნებით სოლიდარულები ქართველი ხალხის როგორც ინტერნეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ," - წერს აგაჯანიანი.

08.10.2020 11:20 ალიევი - სომხეთმა ცეცხლი გაგვიხსნა და ჩვენი მოქმედება საპასუხო იყო (ვიდეო)

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, 27 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა და აზერბაიჯანის არმიის მოქმედება საპასუხო იყო. ამის შესახებ ალიევმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ცეცხლის შეწყვეტა, ალიევმა უპასუხა, რომ ცეცხლი ცალმხრივად ვერ შეწყდება და ეს ორმხრივი გადაწვეტილება უნდა იყოს.

პრეზიდენტ ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელა და მისი მიზანი აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლებაა.

„სომხეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის გრაფიკი უნდა წარმოადგინოს, ეს გრაფიკი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა უნდა დამტკიცონ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობა,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევი აცხადებს, რომ ბოლო დროს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამჯერ მოხდა თავდასხმა სომხეთის მხრიდან, მათ შორის ისეთ რაიონებზე, რომლებიც ძალზე შორს არის მთიანი ყარაბაღიდან. შესაბამისად ცეცხლის შეწყვეტა მყისიერად შეუძლებელია. ალიევის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხურმა მხარემ დაარღვია, დაარღვია გაეროს არაერთი რეზოლუცია მთიანი ყარაბაღიდან ძალების გაყვანის შესახებ.

„აზერბაიჯანი ცვლის სტატუს-ქვოს, მაგრამ ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას" - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ მას ოკუპაციის დასრულება სურს.

„კონფლიქტი 30 წლის განმავლობაში არ მოგვარდა. სომხეთის დღევანდელმა პრემიერმა პრაქტიკულად საერთოდ ჩაშალა მოლაპარაკების პროცესი. ფაშინიანი მეუბნებოდა, რომ ის ყარაბაღს სომხეთს მიუერთებს. ეს მიუღებელი იყო ჩვენთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც" - განუცხადა ალიევმა „ევრონიუსს".

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ სომხურ სამხედრო ობიექტებს ბომბავს, ხოლო სომხეთი მშვიდობიან მოსახლეობას უხსნის ცეცხლს.

08.10.2020 10:44 აზერბაიჯანული მხარე - სომხური ძალები აგჯაბედის და ბერდინის რაიონებს ბომბავენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები აგჯაბედის და ბერდინის რაიონებს ბომბავენ, რომლებიც ყარაბაღიდან აღმოსავლეთით მდებარეობს. საარტილერიო ცეცხლის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

გამოცემა „რეპორტ.აზ“-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანული არმიის შეტევის დროს სომეხი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, ერვანდ გაჯიანი მოკლეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამით სომხურმა ძალებმა ტერტერის, გერანბოის და აღდამის რაიონის მიმრთულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

08.10.2020 10:30 მთიან ყარაბაღში აქტიური ბრძოლა სამხრეთის და ჩრდილოეთის მიმართულებებზე მიმდინარეობს

მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს. სომხური მხარის ინფორმაციით, მხარეები არტილერიას და სარაკეტო დანადგარებს იყენებენ.

„არმენპრესის“ ცნობით, დილით 8 ოქტომბერს აზერბაიჯანულმა ძალებმა სამხრეთის მიამრთულებით შეტევა სცადეს, მაგრამ 3 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და 20-მდე ჯარისკაცი დაკარგეს და უკან დაიხიეს.

აზერბაიჯანული მხარე 7 ოქტომბერს აცხადებდა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა ქალაქი ჯებრაილი აიღეს, თუმცა სომხური მხარის ინფორმაციით, ჯებრაილათან ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ქალაქს სომხური მხარე აკონტროლებს.

08.10.2020 09:30 სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან გორანბოის, ტარტარისა და აღდამის რაიონების სოფლებს ბომბავენ - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 8 ოქტომბრის დილიდან გორანბოის, ტარტარისა და აღდამის რაიონების სოფლებს ბომბავენ. იბომბება, აგრეთვე, აღჯაბადისა და ბარდის რაიონებიც.

მათივე ცნობით, არიან დაშავებულები და დაჭრილები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს იღებს.

07.10.2020 18:55 ალიევი: ოკუპაციის დასრულების შემდეგ ყარაბაღის სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხმა ერთად უნდა იცხოვრონ

„ოკუპაციის დასრულების შემდეგ ყარაბაღის სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხმა ერთად უნდა იცხოვრონ“ , - სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, მას ბევრჯერ უსაუბრია ამ საკითხზე და ახლაც იმეორებს, რომ ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს მათ მოქალაქეებად მიიჩნევს.

„აზერბაიჯანელები დაბრუნდებიან მთიან ყარაბაღში და იქ იცხოვრებენ, როგორც ადრე. ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ატმოსფერო, რომელიც არსებობდა კონფლიქტის დაწყებამდე. მას შემდეგ, რაც სომხებმა ჩაიდინეს ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა შევეცადოთ ამის გაკეთებას.

ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე ვართ. მე მჯერა, რომ თუ სომხურ მხარეს აქვს პოლიტიკური ნება, ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

07.10.2020 17:32 ირანის პრეზიდენტი: ჩვენს საზღვრებთან ტერორისტებს არ დავუშვებთ

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ირანი საკუთარი საზღვრების სიახლოვეს ტერორისტების ყოფნას არ დაუშვებს. ირანის ლიდერმა ეს მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის კომენტირებისას განაცხადა. „ყოვლად დაუშვებელია, რომ გარკვეული პირები ომის საბაბით სირიიდან და სხვა ადგილებიდან ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ტერორისტების გადმოყვანას ცდილობენ“ - განაცხადა რუჰანიმ. ინფორმაციას სააგენტო „მეხრი“ ავრცელებს.

რუჰანიმ ასევე დაამატა, რომ ამ პრობლემის თაობაზე ის სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უკვე ესაუბრა. ირანის პრეზიდენტის თქმით, ძალზე საგანგაშოა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს გამოშვებული ჭურვები ზოგჯერ ირანის ტერიტორიაზე ეცემა.

„ძალზე ფრთხილები უნდა ვიყოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ კონფლიქტი რეგიონულ ომში გადაიზარდოს“ - აცხადებს რუჰანი.

07.10.2020 17:07 აზერბაიჯანული მხარე: ყარაბაღიდან 70 000-ზე მეტი სომეხი წავიდა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონი მასიურად დატოვეს. გამოცემა „report.az“-ის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან 70 000 – 75 000 სომეხი წავიდა.

ამავე სააგენტოს ცნობით, ყარაბაღიდან სომხების მასიური წასვლა არაღიარებული რესპუბლიკის ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმაც დაადასტურა. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღი მოსახლეობის 50%-მა დატოვა.

07.10.2020 13:49 გახარია: როცა სამეზობლოში ნამდვილი ომია, ეს საქართველოსთვის არის უდიდესი რისკი

„როდესაც სამეზობლოში მიმდინარეობს ნამდვილი ომი, ეს საქართველოსთვის უდიდესი რისკია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეზობლებს გამოვუხატოთ მზაობა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევიტანოთ წვლილი მშვიდობის დამყარებაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შესახებ საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესშია, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტის საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.

„ჩვენ გვყავს როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი მოქალაქეები, ამიტომ საქართველო დაინტერესებულია, რომ რეგიონში მიმდინარე ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ამისთვის ჩვენ, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

07.10.2020 13:22 ვლადიმერ პუტინი: საბრძოლო მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „როსია-24“ - თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, ამიტომ რუსეთის ჩარევა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მიხედვით მოსალოდნელი არ არის.

„რუსეთი და სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში შემავალი ქვეყნებია. ჩვენ გვაქვს სომხეთის წინაშე აღებული ვალდებულებები, რომლებსაც რუსეთი ასრულებდა, ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს. მაგრამ ამჟამად საბრძოლო მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს“ - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთში 2 მილიონი სომეხი და 2 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ასე რომ ეს „უცხო ხალხი არ არის“. ვლადიმერ პუტინმა ასევე დაამატა, რომ ადამიანების დაღუპვა ყოველთვის უდიდესი ტრაგედიაა.

07.10.2020 12:59 სომხური მხარე - მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში კონტრშეტევაზე გადავედით (ვიდეო)

მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში სომხური ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა და რამდენიმე პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხური მხრიდან 27 სექტემბერს განახლებული ბრძოლის შედეგად 280 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.

07.10.2020 12:40 ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაურეკა. ამის შესახებ გამოცემა „report.az“-ს ალიევის პრესსამსახურში აცნობეს.

ალიევმა პუტინს დაბადების დღე მიულოცა და მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და აზერბაიჯან-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

07.10.2020 10:26 აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: მტრის სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა განადგურებულია

აზერბაიჯანი ცდილობს მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში ირანი ჩაითრიოს, რისთვისაც გამიზნებით ახდენს ძალთა კონცენტრაციას ირანის საზღვართან. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ოვანესიანმა „არმენპრესს“ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ირანის საზღვართან აზერბაიჯანული ძალების კონცენტრაციის დროს სომხური მხარის მიერ გასროლილი ჭურვები შეიძლება ირანის ტერიტორიაზე ჩავარდეს. „სომხეთმა უკვე აცნობა ამის შესახებ ირანს. იმედია ირანული მხარე მიიღებს სათანადო ზომებს“ - განაცხადა ოვანესიანმა.

მისი ინფორმაციით, სამშაბათს სომხურმა შენაერთებმა მოწინააღმდეგის 22 ერთეული საბრძოლო ტექნიკა გაანადგურეს. ასევე აზერბაიჯანულმა მხარემ 60 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა. ოვანესიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ძალები კვლავ ქალაქ ჯებრაილის აღებას ცდილობენ, რომელიც ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, თუმცა უშედეგოდ.

07.10.2020 09:37 აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: მტრის სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა განადგურებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა განადგურებულია.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა მთელი ფრონტის გასწვრივ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ სხვადასხვა მიმართულებით აწარმოა სამხედრო მოქმედებები ბოლო რამდენიმე დღის მიღწევების გაფართოების მიზნით. დაფიქსირდა ორმხრივი საარტილერიო ცეცხლი.

„განადგურდა ერთი ტანკი და სამი ქვემეხი მტრის თავდაცვაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მტრის პირველ პოლკს სურსათის უქონლობის გამო სერიოზული პრობლემები აქვს საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით. შედეგად, მტრის ქვედანაყოფების პერსონალმა დატოვა საბრძოლო პოზიციები და გაიქცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

07.10.2020 22:15 ფაშინიანი: რუსეთმა დამარწმუნა, რომ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს

„რუსეთმა დამარწმუნა, რომ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

როგორც არმენპრესი BBC-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს , ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან არსებობს გარკვეული სახელშეკრულებო საფუძველი.

„შეთანხმებებში ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად პირდაპირი საფრთხის შემთხვევაში, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები“, - დასძინა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

06.10.2020 22:15 სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში განახორციელა

სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, 2020 წლის 6 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე, სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით, ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს რეგიონში ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი - ბაქო-თბილისი-ევროპა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიჰანმა რაკეტები ესროლა მილსადენის ნაწილს, რომელიც გადიოდა ევლახის რეგიონში, ტერორისტული მცდელობა ჩვენმა არმიამ თავიდან აიცილა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.

06.10.2020 19:55 „სომხები აღდამის რაიონის მიმდებარე სოფლებს ბომბავენ" - აზერბაიჯანული ჟურნალისტი

სომხეთის შეიარაღებული ძალები აღდამის რაიონის მიმდებარე სოფლების დაბომბვას განაგრძობენ.

ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა „რეპორტის" ჟურნალისტი აცხადებს, რომელიც ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. მისი თქმით, სომხურ მხარეს კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავს მიზანში ამოღებული.

ჟურნალისტის თქმითვე, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს ატარებს მტრის წინააღმდეგ და საბრძოლო მოქმედებებს ახორცილებს.

06.10.2020 19:10 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - ჩვენმა ჯარმა ფიზული აიღო

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ფიზული აიღეს. ამის შესახებ ფეისბუქში აზერბაიჯანელი ჟირნალისტი ლიკინ მურადოვი წერს. ფიზული მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში მასშტაბური შეტევა წამოიწყეს.

აზერბაიჯანული მხარე ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის რაიონს ბომბავენ.

06.10.2020 17:29 აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ ტყვედ 250 სომეხი ჯარისკაცი აიყვანეს

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეების ბრძოლის შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა. მათ ტყვედ აიყვანეს 250 სომეხი ჯარისკაცი და ოფიცერი.

სომხური მხარე აღიარებს, რომ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში მათ გარკვეული პოზიციები დაკარგეს, თუმცა ამას ტაქტიკურ გაგაადგილებას უწოდებენ.

ამჟამად ყველაზე დაძაბული ბრძოლები მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჯებრაილთან მიმდინარეობს.

06.10.2020 17:03 ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღში იმყოფებოდა (ვიდეო)

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 5 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ფაშინიანი არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და ოფიცრებს შეხვდა.

სომხური მხარე ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ ჯებრაილთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს და ქალაქი ხელიდან ხელში მუდმივად გადადის. მხარეები მძიმე არტილერიას იყენებენ. არიან დაჭრილები და დაღუპულები.

06.10.2020 15:13 ახალქალაქში აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

ამ წუთებში ახალქალაქში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. სტადიონზე შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა ყარაბაღის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. აქციაში მონაწილეობას იღებენ საერო და სასულიერო პირები. წარმოდგენილია იმ ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც ჯავახეთიდან იყვნენ და ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაიღუპნენ.

აქციის მონაწილეები თანხის შეგროვებას და „Hayastan All-Armenian fund“-ში გადარიცხვას აპირებენ, რომელმაც არცახის (ყარაბაღის) დასახმარებლად კამპანია - „ყველა არცახისთვის“ წამოიწყო. ამ დროისათვის ფონდში 58 600 000-მდე დოლარია შეგროვებული.

06.10.2020 15:05 ე.წ. სამხრეთ ოსეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს სატელეფონო საუბრის დროს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასის მაილიანმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„სამხრეთ ოსეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და სამშვიდობო პროცესის განახლების მომხრეა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“ - განაცხადა მედოევმა.

მაილიანმა მედოევს ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

06.10.2020 12:45 აშშ-ის, რუსეთის და საფრანგეთის ერთობლივი მოწოდება, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

საქართველოში აშშ-ის საელჩო მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, ერთობლივი განცხადების ტექსტი აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობათა მიერ 2020 წლის 5 ოქტომბერს გამოიცა.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.

მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე - კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ - და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერთა 1 ოქტომბრის განცხადების მსგავსად, მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, რომ დასთანხმდნენ მყისიერ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. თანათავმჯდომარე ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანდატი, რომელიც მათ ეუთომ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიანიჭა. ამგვარად, ისინი მტკიცედ გააგრძელებენ მხარეებთან მოლაპარაკებებს და მოწოდებას, რომ ახლავე შეუდგნენ შეთანხმების განახლების პროცესს, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარისთვის კარგად ნაცნობ, რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტების მთავარ პრინციპებს“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

06.10.2020 11:31 აზერბაიჯანელებმა სომეხი პოლკოვნიკი მეტსახელად „საშინელება“ მოკლეს

მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების თაობაზე რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ სომხეთისთვის რუსეთის მიერ სამხედრო დახმარების აღმოჩენა საქართველოს გამო გართულებულია.

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე სივკოვს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები უნდა გაანადგუროს, ვინაიდან საქართველო თავისი ტერიტორიის გავლით არც საჰაერო, არც სახმელეთო გზით რუსული სამხედრო ტვირთების გატარებას არ დათანხმდება.

„საქართველოს მოქმედების შედეგად სომხეთი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. კასპიის ზღვის და ირანის ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდება საკმაოდ გართულებულია“ - განაცხადა ექსპერტმა გამოცემა „ვზგლიადთან“ ინტერვიუში.

ამასთანავე ექსპერტი იმედოვნებს, რომ რუსეთს საქართველოსთან ომის დაწყება არ დასჭირდება და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება დიპლომატიური გზით და გიუმრის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო შენაერთების მეშვეობით შესაძლებელი გახდება.

06.10.2020 10:01 აზერბაიჯანელებმა სომეხი პოლკოვნიკი მეტსახელად „საშინელება“ მოკლეს

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა კიდევ ერთი სომეხი პოდპოლკოვნიკი არტურ გალსტიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Report.az ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ინფორმაცია სომხეთის პარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაჰე ენფიაკიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი სამხედრო წოდების პირი არტურ გალსტიანი, მეტსახელად „საშინელება“ აზერბაიჯანელი სამხედროების საარტილერიო დარტყემბს ემსხვერპლა.

05.10.2020 22: 38 აზერბაიჯანული მხარე: ჩვენმა არმიამ ყარაბაღის სამი სოფელი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ ყარაბაღის საკონტაქტო ხაზზე პოზიციები დაიკავა. ალიევის განცხადებით, გათავისუფლებულია ყარაბაღის სამი სოფელი.

„დღეს აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ჯაბრაილის რეგიონში მდებარე სოფლები შიხალი, სარიჯალი და მეზრე“, - აცხადებს ალიევი.

05.10.2020 21:51 ალიევი: განჯასთან თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთი ტერორისტული ქვეყანაა

„განჯასთან თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთი ტერორისტული ქვეყანაა. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

პრეზიდენტ ალიევის თქმით, დაუშვებელია მშვიდობიან ქალაქზე დარტყმა. ალიავი ამბობს, რომ განჯა არ არის საომარი ზონა.

მისივე განცხადებით, სომხეთს აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართ სიძულვილი სისხლში აქვს.

„იმედი მაქვს ბოლომდე წინ წავალთ. აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და გენერალი საკუთარი სისხლის ფასად უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებს ალიევი.

05.10.2020 20: 39 აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთი განჯას კვლავ ბომბავს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარე ქალაქ განჯას კვლავ ბომბავს.

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს განჯას“, - აცხადებენ უწყებაში.

05.10.2020 17:33 მოსკოვიდან ერევანში საიდუმლო სპეცრეისით ჩაფრინდნენ (ფრენის რუკა)

გამოცემა azerbaycan24 ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის დედაქალაქში მოსკოვიდან დღეს „ილ-96“ ჩაფრინდა, რომლითაც, როგორც წესი, რუსი მაღალჩინოსნები დაფრინავენ. ორ საათში თვითმრინავი ისევ მოსკოვში გაფრინდა. ოფიციალურად უცნობია, თუ ვინ ჩავიდა დღეს ერევანში ამ თვითმფრინავით.

ერევანში მოსკოვიდან თვითმფრინავის ჩაფრების შესახებ ინფრომაციას სომხური მხარეც ადასტურებს, თუმცა კონკრეტულად ვინ ჩაფრინდა ერევანში სამთავრობო თვითმფრინავით, უცნობია.

აზერბაიჯანულ საიტზე ნაჩვენებ რუკაზე ჩანს, რომ თვითმფრინავი ერევანში ჩაფრენამდე შავ ზღვას და შემდეგ თურქეთს გადაუფრინა.

05.10.2020 17:33 სომხეთის ძალები ქალაქებს ბეილაგანსა და აგჯაბადს ბომბავენ

სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანულ ქალაქებს ბეილაგანსა და აგჯაბადს ბომბავენ. ეს ქალაქები მთიანი ყარაბაღიდან აღმოსავლეთით მდებარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება დღესვე იუწყებოდა, რომ სომხურმა შენაერთებმა ქალაქი განჯა ისევ დაბომბეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული ძალები კვლავ ბომბავენ მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ ქალაქს, სტეპანაკერტს.

05.10.2020 14:49 აზერბაიჯანული მხარე: სომხებმა განჯის ცენტრალური ბაზარი დაბომბეს (ვიდეო)

სომხეთის შეიარაღებული ძალების შეტევების შედეგად 27 სექტემბრიდან 24 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა გიუნაი სალიმზადემ განაცხადა.

როგორც სააგენტო „report.az“ იუწყება, დაღუპულთა შორის 5 ქალი და 3 ბავშვია. დაჭრილია 122 ადამიანი.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სომხურმა შენაერთებმა ქალაქ განჯის ცენტრალური ბაზარი დაბომბეს, რომელსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია. „ეს არის აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე სახელმწიფო ტერორი“ - განუცხადა სააგენტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ხიქმეთ გაჯაიევმა.

05.10.2020 12:39 სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ განჯა დაბომბეს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაბომბეს განჯა, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია აზერბაიჯანში. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„განჯა სომხეთის ბერდის რაიონიდან დღეს ისევ დაიბომბა“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

განჯა, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 40 კმ-ში მდებარეობს, პირველად კვირას დაიბომბა. სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ განჯის სამხედრო აეროდრომი გაანადგურეს. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

05.10.2020 11:36 სომხური მხარე: აზერბაიჯანი ყარაბაღს კვლავ უტევს (ვიდეო)

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კვლავ უტევენ. ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განუცხადა.

„მოწინააღმდეგემ არცახის სამხრეთ ნაწილში კვლავ შეტევა წამოიწყო. მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა. მთიანი ყარაბაღის ნაწილები დროდადრო კონტრშეტევებს ახორციელებენ“ - განაცხადა სტეპანიანმა.

მისივე ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქი სტეპანაკერტი კვლავ ინტენსიურად იბომბება.

05.10.2020 10:34 რუსი დეპუტატი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთის პოლიტიკამ გამოიწვია

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავება სომხეთის პოლიტიკის ცვლილებამ გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სთათბიროს წევრმა ალექსეი პუშკოვმა „ტელეგრამში“ დაწერა.

მისი თქმით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების ერთ-ერთი ირიბი მიზეზი გახდა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ტენდენცია, რომელიც „რუსეთთან ურთიერთობებს ეჭვქვეშ აყენებს".

„სომხეთი ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებისკენ მიილტვის. ისინი კი კრიტიკულ სიტუაციაში არ დაეხმარებიან“ - აცხადებს პუშკოვი. ის ასევე წერს, რომ კონფლიქტის განახლების დრო „შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა“.

05.10.2020 09:57 აზერბაიჯანული მედია: თურქეთის მთავრობა ფრონტზე არსებულ ვითარებას განიხილავს

დღეს თურქეთში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაუძღვება. ამის შესახებ report.az წერს.

„შეხვედრაზე განიხილება აზერბაიჯანის არმიის კონტრშეტევითი ოპერაციები სომხეთის მხრიდან ახალი აგრესიის წინააღმდეგ. ეს საკითხი შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

შეხვედრაზე ასევე განიხილება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში არსებული ვითარება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური ვითარება, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყანაში განათლების ორგანიზება პანდემიაში“, - წერს აზერბაიჯანული მედია.

10:02 2020 10:02 აზერბაიჯანული მედია: თურქეთის მთავრობა ფრონტზე არსებულ ვითარებას განიხილავს

დღეს თურქეთში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაუძღვება. ამის შესახებ report.az წერს.

„შეხვედრაზე განიხილება აზერბაიჯანის არმიის კონტრშეტევითი ოპერაციები სომხეთის მხრიდან ახალი აგრესიის წინააღმდეგ. ეს საკითხი შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

შეხვედრაზე ასევე განიხილება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში არსებული ვითარება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური ვითარება, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყანაში განათლების ორგანიზება პანდემიაში“, - წერს აზერბაიჯანული მედია.

04:10 2020 19:26 მეჰრიბან ალიევა: ღმერთმა დალოცოს ჩვენი გმირული მოწამეები

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი ჯაბრაილი და რეგიონის რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა.

"გულწრფელად ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს და ყველას, ვისაც ჩვენი გამარჯვებებს ახარებს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი გმირული მოწამეები, რომლებიც სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე დაიღუპნენ! ღმერთმა დაიცვას ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი პრეზიდენტი!" #ყარაბახი არის აზერბაიჯანი!" - წერს მეჰრიბან ალიევა პირადი ინსტაგრამის გვერდზე

04:10 2020 16:31 სომხეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობა, არის მსხვერპლიც

"სომხური შეიარაღებული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით ანადგურებენ აზერბაიჯანის დასახლებებს, სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის ინდივიდუალურ და მრავალბინიან შენობებს. მძიმე არტილერიითა და რაკეტებით ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობასა"- ინფორმაციას აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებს.

"სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი ჭურვის შედეგად დაიწვა კერძო სახლისა და მოქალაქის კუთვნილი ფერმის აალებადი კონსტრუქციები ქალაქ ტარტარში.

გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად ხანძარი 7 კერძო სახლში დაფიქსირდა, აგრეთვე 1 კომერციული ობიექტი ქალაქ ტარტარში.

ქალაქ ბეილაგანში, მტრის მიერ ნასროლმა ჭურვმა მთლიანად გაანადგურა მოქალაქის სახლი და ორი ახლომდებარე კერძო სახლის სახურავის კონსტრუქციები. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის ჯარებმა, მუგანის რეგიონალურმა ცენტრმა და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შესაბამისმა ძალებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიღეს და შესაბამის ორგანოებს გადასცეს"

04:10 2020 17:25 „ჩვენ აზერბაიჯანთან ვართ და მასთან ერთად ვიქნებით“ - ერდოღანის სპიკერი

„ჩვენ აზერბაიჯანის გვერდით ვართ და ასე გავაგრძელებთ, როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად და ლოჯისტიკურად - სამხედრო ხელშეკრულებების ფარგლებში. იუწყება report.

განცხადება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა გააკეთა.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებაში მდგომარეობს. ეს ასე მარტივია. „შეუძლებელია ხანგრძლივი მშვიდობის შექმნა სამართლიანობის გარეშე”, - განაცხადა ერდოღანის სპიკერმა

04:10 2020 17:04 ილჰამ ალიევი: ყარაბაღი აზერბაიჯანია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი Twitter- ის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.

"დღეს აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ქალაქი ჯაბრაილი და რეგიონის რამდენიმე სოფელი. აზერბაიჯანული ჯარის სიყვარული! ყარაბაღი აზერბაიჯანია!

04:10 2020 16:32 „27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, დაღუპულია 24 ადამიანი“ - აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა უახლესი ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დასახლებული პუნქტების მძიმე არტილერიის დაბომბვის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, 15:30 საათამდე 24 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას azpolitika.info ავრცელებს.

მოხსენების თანახმად, მტერმა დაჭრა 111 აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე

"დაზიანდა 49 სამოქალაქო ობიექტი და 248 საცხოვრებელი სახლი", - განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ.

04:10 2020 16:18 განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია

განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია. ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი ავრცელებს ინფორმაციას.

ქალაქ განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გუშინდელი მონაცემებით 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპოლოტო თვითმფრინავი და 3 თვითმფრინავი დაკარგა.

შეგახსენებთ, განჯის დაბომბვა სომხების მიერ რამდენიმე საათის წინ მოხდა.

04:10 2020 16:06 კანადაში მცხოვრები აზერბაიჯანელები გმობენ სომხეთის მიერ განჯის დაბომბვას

"სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის, განჯის დაბომბვის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 32 დაშავდა. ფრონტის ხაზზე რთულ ვითარებაში მყოფმა სომხებმა შეტევა დაიწყეს ჩვენს დასახლებებზე" - ამის შესახებ განცხადება კანადაში მცხვრებმა აზერბაიჯანელებმა გააკეთეს ქსელმა გააკეთეს. ”1977 წლის ჟენევის კონვენციის ოქმის 51-ე მუხლის თანახმად, ქალაქების, დაბების, სოფლების ან სხვა ტერიტორიების დაბომბვა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა კონცენტრირებული, ომის დანაშაულია. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სროლა აშკარა პროვოკაციაა. ”ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

04:10 2020 15:42 თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის მიერ განჯის დაბომბვას გმობს

„სომხეთის მიერ დღეს, განჯაში, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა არის სომხეთის არალეგიტიმური პოზიციის კიდევ ერთი გამოვლინება“- ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამარცხებული სომხეთი თავს ესხმის ოკუპირებული ტერიტორიების გარეთ მდებარე დასახლებებს, არღვევს ჰუმანისტური კანონის ყველა პრინციპს, განსაკუთრებით ჟენევის კონვენციას. ეს თავდასხმები მიუთითებს სომხეთის უმწეობაზე და არ სურს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა ოკუპაციის გაგრძელების მიზნით.

როგორც სამხედრო ოპერაციების პირველი დღიდან ვთქვით, სომხეთი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი დაბრკოლებაა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის პოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ არ შეასრულებს სომხეთის პროვოკაციებს, იყენებს თავის თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების საფუძველზე და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ყველა ღონეს ხმარობს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად”, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით გაცნობებთ.

04:10 2020 15:35 განჯაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა

განჯაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. ინფორმაციას და ფოტოს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა განაცხადა.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად, განჯაში მცხოვრები ტუნარ გოშგარ ოღლო ალიევი მოკლეს და 32 ადამიანი დაშავდა. ამავდროულად, ქალაქის ინფრასტრუქტურა და სახლები ძლიერ დაზიანდა. ეს დაზუსტდება ინსპექტირებისა და სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების საშუალებით ”, - დასძინა გენერალურმა პროკურორმა.

04:10 2020 14:43 „საქართველო შეაჩერებს ნებართვების გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე“ - ლაშა დარსალია

საგარეო საქმეთა მისიტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გადაზიდვის შესახებ გავრცელებულ ფეიკ ინფორმაციას ეხმაურება.

ოფიციალურ განცხადებაში დარსალია სომხურ მხარეს მოუწოდებს, რომ სიახლეების გაცნობისას გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობიან.

„სამხედრო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული პოზიცია ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვების გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე თუმცა, ეს არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს, ამ მხრივ საქართველო პირნათლად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჩვენი მეზობლების მიმართ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია - თითქოს, აზერბაიჯანში საქართველოს გავლით შეიტანეს იარაღი. მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მათ მოსახლეობას რომ არ აყვნენ ყალბ ინფორმაციას, სიახლეების გაცნობისას ენდეთ მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს. საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას“- ნათქვამია საგარეო საქმერთა მინისტრის განცხადებაში.

04:10 2020 13:05 განჯაში სომხების მიერ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, განჯაში სომხების მიერ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები .

„სომხების მიერ ნასროლი რაკეტები მოხვდა განჯის სამოქალაქო დასახლებას, მათ შორის ორსართულიან კორპუსს, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა, ასევე ცალკეულ სახლებსაც.

მტრის ძალებმა სომხეთის ტერიტორიიდან რაკეტები ისროლეს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში“, - იუწყყება აზერბაიჯანული მედია.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად, ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, 2020 წლის 04.10.10 სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებით, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, 1949 წლის ჟენევის კონვენცია, მათი დამატებითი ოქმები და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია.

მძიმე არტილერიით აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის განჯის სამოქალაქო დასახლებებში შესვლა და დამომბვა რეზოლუციების უხეში დარღვევაა, რადგან განჯა იმ რეგიონს არ მიეკუთვნება სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

04:10 2020 12:32 ვლადიმერ ბოჟაძე: ქვეყნის მტრები აგრძელებენ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს „ჩათრევის" მცდელობას

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.

ბოჟაძის თქმით, ქვეყნის მტრები ყველაფრის მიუხედავად აგრძელებენ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს „ჩათრევას“.

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური განცხადების მიუხედავად ქვეყნის შიდა და გარე მტრები აგრძელებენ სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს „ჩათრევის" მცდელობას, თითქოსდა რომელიმე დაპირისპირებულ მხარეს ვეხმარებით, ამჯერად სომხეთთან ურთიერთობის დაძაბვას ცდილობენ. სომხეთის ელჩის ეს რუსულენოვანი ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის და მეზობლების წინააღმდეგ გამართულ დეზინფორმაციულ ომს, მნიშვნელოვანია, რომ სომხებმა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში იცოდნენ, რომ ჩვენი სახელმწიფო არასდროს ჩაერევა ამ კონფლიქტში და მხოლოდ მოდერატორი, რეგიონში მშვიდობის და უსაფრხოების მხარდამჭერი იქნება“, - აღნიშნავს ბოჟაძე.

04:10 2020 12:11 აზერბაიჯანის არმია, სომხეთის სამხედრო შეტევების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიმართავს

„აზერბაიჯანის არმია, სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს იღებს“,- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით სომხური მხარე უგულებელყოფს ყოველგვარ გაფრთხილებას.

„27 სექტემბრიდან სომხურმა მხარემ დიდი კალიბრის შეიარაღებითა და ნაღმტყორცნებით, დაბომბა აზერბაიჯანის არმიის ფრონტის მთელ სიგრძეზე და ასევე ადამიანებით დასახლებული ზონები.

4 ოქტომბერს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიიდან, სარაკეტო იერიში მიიტანეს აზერბაიჯანის განჯის საცხოვრებელ დასახლებებზე. ამჟამად აზერბაიჯანული არმია ახორციელებს კონტრშეტევას სომხეთის სამხედრო შეტევების საპასუხოდ“, - ვკითხულობთ აზერბაიჯანულ გამოცემაში

04:10 2020 12:02 ინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე სიცრუეა - სომხეთის საელჩო

„სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საელჩო ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს.

სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, „რასაც შესაძლოა პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს გააქტიურდა და ამ დრომდე გრძელდება. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

რამდენიმე დღის წინ ქართულ-სომხური გამოცემა „ალიქ მედია“ და ახალქალაქის ტელევიზია „ატვ 12“ წერდნენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, თითქოს „თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით იგზავნება იარაღი“, რასაც პროტესტი მოჰყვა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა: საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, სინამდვილეს არ შეესაბამება: „ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის“, - აღნიშნა სესიაშვილმა და დასძინა: „ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან“.

მიდმინარე წლის ზაფხულში, სომხეთ-აზერბაიჯანის წინა, შედარებით მასშტაბური დაპირისპირებისას, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ბრალდებები, რომლის თანახმადაც სომხეთში საქართველოს გავლით ჩაიტანეს იარაღი, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.

04.10.2020 11:22 სტეპანაკერტში კვლავ ისმის აფეთქებების ხმა

აზერბაიჯანული ძალები კვლავ განაგრძობენ სტეპანაკერტის დაბომბვას. სომხური მედია იუწყება, რომ ქალაქში აქტიურდება საჰაერო თავდასხმის სირენები, ისმის აფეთქებების ხმა.

მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, სტეპანაკერტი რამდენჯერმე დაიბომბა სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებით. "არმენპრესის" ცნობით აფეთქებებს დიდი მსხვერპლი მოყვა.

03.10.2020 ალიევი: არმიამ რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა - ყარაბაღი აზერბაიჯანია

„დღეს აზერბაიჯანის არმიამ კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა ოკუპაციისგან“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი Twitter-ში წერს. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

„დღეს # აზერბაიჯანი # არდუ თარტარის მხარემ გაათავისუფლა სოფლები თალიში, ჯაბრაილის რეგიონი მეჰდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შაიბეი და გუჯაგი, ფუზულის რაიონი აშაგი აბდურაჰამანლი.

ყარაბაღი არის აზერბაიჯანი!“,- აცხადებს ილჰამ ალიევი.

03.10.2020 18:15 სომხეთის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ

მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩვენს ისტორიაში. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება“ - წერს ფაშინიანი.

03.10.2020 17:18 სომხური მხარე 202 დაღუპული სამხედროს შესახებ იუწყება

სომხური მხარის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 51 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამავე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგებმა 202 ჯარისკაცი და ოფიცერი შეადგინა.

ბოლო დღეებში მთიან ყარაბაღში მხარეები ერთმანეთს საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებიდან ინტენსიურად ბომბავენ. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, სამოქალაქო ობიექტები ზარალდება. პარასკევს, 2 ოქტომბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საბრძოლო მოქემდებებეის დროს 800-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.

03.10.2020 17:00 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარე საბრძოლველად 60-70 წლის კაცებს უშვებს

სომხური მხარე მთიიან ყარაბაღში საბრძოლველად 60-70 წლის მამაკაცებს უშვებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაგიფ დარგახლიმ განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა „რეპორტ.აზ“ ავრცელებს.

დარგახლის ინფორმაციით, ბოლო დღეებში სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს და ახლა წინა ხაზზე ასაკოვან პირებს უშვებს. დარგახლიმ განაცხადა, რომ 2 დღის წინ სომხურმა მხარემ მთიან ყარაბარში საბრძოლველად ქალები გაუშვა, რისთვისაც სპეციალური ქალთა ბატალიონი შექმნა.

03.10.2020 14:44 სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობას დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობას მისი დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

„27 სექტემბრიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთიდან ჩასული ტერორისტების დახმარებით არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება) აგრესიული ომი გააჩაღეს. აზერბაიჯანულ-თურქული ფორმირებები ცეცხლს უხსნიან ქალაქებს, სოფლებს, რათა დააშინონ მშვიდობიანი მოსახლეობა. ამით ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას არღვევენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანი და თურქეთი ბოიკოტს უცხადებენ. ამიტომ არცახის საერთაშორისო აღიარება არის რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა“ - განუცხადეს სააგენტო „არმენპრესს“ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მთავრობაში.

03.10.2020 14:44 სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობას დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობას მისი დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

„27 სექტემბრიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთიდან ჩასული ტერორისტების დახმარებით არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება) აგრესიული ომი გააჩაღეს. აზერბაიჯანულ-თურქული ფორმირებები ცეცხლს უხსნიან ქალაქებს, სოფლებს, რათა დააშინონ მშვიდობიანი მოსახლეობა. ამით ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას არღვევენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანი და თურქეთი ბოიკოტს უცხადებენ. ამიტომ არცახის საერთაშორისო აღიარება არის რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა“ - განუცხადეს სააგენტო „არმენპრესს“ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მთავრობაში.

03.10.2020 13:09 თურნავა: საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში შეუფერხებლად ხორციელდება

„საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული უსაფრთოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს რეგიონში მნიშნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აკისრია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთლიანად რეგიონალური ეკონომიკის გავითარებისთვის და რასაკვირველია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკების გამართული ფუნქციონირებისთვის.

„ამ თვალსაზრისით, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება აბსოლუტურად შეუფერხებლად როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთთან მიმართებაში. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც - კონფლიქტის განახლების მომენტიდან, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების საზღვრის კვეთის სტატისტიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამოქალაქო ტვირთით დატვირთული დაახლოებით 750-დან 800-მდე სატვირთო ავტომობილი ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღრებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მეტიც, კონკრეტულად სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვების უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონიფრებისთვის ამოქმედდა საბაჟო-გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღლი ინტენსივობით ემსახურება დღესდღეობით ტვირთებს სომხეთის მიმართულებით და პირიქით, სომხეთიდან გამავალ სატრანზიტო ტვირთებს.

„ინტენსივობა მაღალია, კვეთები მაღალია და ამ კუთხით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს და არც ექნება. ასევე დავამატებ, რომ სამოქალაქო დანიშნულების ტვირთების სატრანზიტო გადაზიდვები საჰაერო გზებითაც შეუფერხებლად ხორციელდება. კონფლიქტის განახლების მომენტიდან ჩვენ რაიმე შეზღუდვა ამ კუთხით არ დაგვიწესებია და არც ვაპირებთ, რომ დავაწესებთ. მთლიანობაში, იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში მშვიდობა მალე აღდგება და ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

03.10.2020 13:25 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ რამდენიმე საყრდენი პოზიცია დაიკავეს

ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საყრდენი პოზიციის დაკავება შეძლეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„ჩვენმა ძალებმა ახალი საყრდენი პოზიციები დაიკავეს და მოწინააღმდეგისგან ტერიტორიის გაწმენდა მოახერხეს“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

დღესვე ერევანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთიანი ყარაბაღის ცენტრალური ქალაქი სტეპანაკერტი კვლავ საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებიდან დაიბომბა. სომხური მხარე 1 დაღუპულის შესახებ იუწყება.

03.10.2020 12:45 ლილუაშვილი: საქართველოს გავლით აზერბაიჯანში უკანონო ფორმირებები არ ხვდებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს თურქეთიდან საქართველოს გავლით აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლები გადაადგილდებიან.

„უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ სომხეთ - აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებზე და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე.

ასევე განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები, რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება.

მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეუარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან.

ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით, ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას, დაძაბვას“,- აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან.

„უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“,- აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

03.10.2020 12:20 სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნისა და ხალხის სახელით, სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

"მინდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მთელი საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მოყვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ომს. მინდა მივმართო სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და მთავრობას და მოვუწოდო, შეწყვიტონ ცეცხლი, რომ სასწრაფოდ აღდგეს დიალოგი.

ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა და ეკონომიკური როლი მსოფლიოსათვის.

ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ამას ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა ასევე მივმართო მინსკის ჯგუფს, რომელსაც განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა აქვს ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხებში.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე გამოსვლისას, მეზობელი ქვეყნების კონფლიქტში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან თავისი ძალები დეესკალაციისკენ უნდა მიმართოს.

"ასევე მივმართავ ევროკავშირს - ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორები ვართ და ჩვენი მთავარი მიზანი ამ რეგიონში, არის მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ევროკავშირის ინტერესშიც არის და მან თავისი ძალები მშვიდობისთვის და დეესკალაციისთვის უნდა გამოიყენოს. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და ვიდრე სტაბილურობა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა


03.10.2020 12:10 აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადება

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას.

„სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოჰყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები.

საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.

ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის.

დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება.

ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ.

ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს.

ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

03.10.2020 12:00 ქართული მხარე მზად არის, ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას - გომელაური აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაზე

„ვითარების ესკალაცია მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ქართული მხარე მზად არის, ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირების საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. ქართული მხარის ამოცანაა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდეს.

გომელაურის შეფასებით, საქართველო მზად არის, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც სამწუხაროდ, უკვე მოჰყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები.

საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანელებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.

ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის.

დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება.

ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ.

ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

03.10.2020 11:59 ზალკალიანი - საქართველო არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში სამხედრო ტვირთებს არ ატარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ საქართველომ ორივე ქვეყნის მიმართულებით სამხედრო დანიშნულების ტვირთების გატარება შეაჩერა. ამის შესახებ ზალკალიანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს საქართველო შეუფერხებლად ატარებს და ქვეყანა საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული რჩება. ზალკალიანმა აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

03.10.2020 11:36 ალიევი: კონფლიქტის მოგვარებას კიდევ 30 წელი ვერ დაველოდებით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარება ახლავე უნდა მოხდეს და ბაქო კიდევ 30 წელს ვერ დაიცდის. ამის შესახებ ალიევმა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ფრონტის ხაზზე სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლა მიმდინარეობს და სიტუაცია უკიდურესად დაძაბული რჩება.

03.10.2020 10:14 აშშ-ის საელჩო სომხეთში საკუთარ მოქალაქეებს ერევნის ფარგლებს გარეთ გასვლას არ ურჩევს

სომხეთში შეერთებული შტატების საელჩო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ისინი ქვეყნის დედაქალაქის, ერევნის გარეთ არ გავიდნენ. ამის შესხახებ საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადეს.

„საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ მათ სომხეთის ტერიტორიაზე მოგზაურობისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი“ - აცხადებენ საელჩოში. დიპლომატები ურჩევენ აშშ-ის მოქალაქეებს არ წავიდნენ მთიან ყარაბაღში, ტავუშის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე სევანის ტბიდან აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში.

02.10.2020 21:33 ერდოღანი: ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ყარაბაღი ოკუპაციისგან სრულად არ გათავისუფლდება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდორანის განცხადებით, თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იდგება მანამ სანამ მთიანი ყარაბაღი სომხეთის ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის სრული მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არმიამ, რომელიც ჯერჯერობით სომხური ძალების წინააღმდეგ დაწინაურდა, გაათავისუფლა მრავალი ტერიტორია ოკუპაციისგან.

„თურქეთი აზერბაიჯანელ ძმებთან დგას და მომავალშიც იდგება“ - განაცხადა ერდოღანმა.

02.10.2020 20:45 უკრაინა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს უკრაინა სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.

პრეზიდენტი ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით დიალოგი განაახლონ.

აღნიშნული განცხადებით ზელენსკი უკრაინელი დეპუტატის ლუდმილა მარჩენკოს განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა აზერბაიჯანს დახმარება სხვადასხვა სფეროში გაუწიოს.

02.10.2020 19:46 პუტინისა და ფაშინიანის სატელეფონო საუბრის თემა ცნობილია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეებმა განაგრძეს დისკუსიები მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების თაობაზე და ღრმა შეშფოთება გამოხატეს მიმდინარე სამხედრო ოპერაციების გამო.

გამოცემა წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სამხედრო ოპერაციებში თურქეთის ჩარევის მცდელობაზე.

რუსულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და სამშვიდობო პროცესის განახლებაზე.

02.10.2020 18:59 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის მოთხოვნით, თბილისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. ისინი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

02.10.2020 18:18 აზერბაიჯანულმა ჯარმა სომხური შეიარაღებული ძალების ბაზა აიღო (ვიდეო)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ბაზა აიღეს. ვიდეოში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, ჩანს მანქანები, ტყვია-წამალი, რადიოკავშირის საშუალებები და სამხედრო ფორმა. ამის შესახებ გამოცემა „report.az“ იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის უდიდესი ნაწილი, რომელიც სამხედრო ბაზაზე უკან დახევისას სომხურმა შენაერთებმა დატოვეს, გამართულ მდგომარეობაშია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული ჯარის შეტევის შედეგად მათ მთა მუროვგადი დაიკავეს, რომელიც სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ამის შედეგად ვარდენის-ადგერეს გზა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს, ახლა აზერბაიჯანული შენაერთების სამიზნეშია ამოღებული და მისი დახმარებით სომხეთიდან მთიან ყარაბაღში იარაღის გადასროლა უფრო რთული გახდება.

02.10.2020 17:08 ინფოგრაფიკა: სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო არსენალი

„ალ ჯაზირა“-მ სამხედრო არსენალის შედარება გააკეთა, რომელსაც ქართულად გთავაზობთ

somkhetis-da-azerbaijanis-dzalebis-shedareba_o_h.jpeg

02.10.2020 16:11 აზერბაიჯანული მხარე: სომხები ფრონტზე ქალებს უშვებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ბოლო დღეებში ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა და კადრების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. ამის გამო თავდაცვის სამინისტრომ დახმარებისთვის ქალებს მიმართა და ქალთა ბატალიონს აყალიბებს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაგიფ დარგახლიმ განაცხადა. მისი თქმით, სომხური ჯარი დემორალიზებულია.

02.10.2020 15:33 სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი სტეპანაკერტს ბომბავს (ვიდეო)

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული ჯარი მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქს, სტეპანაკერტს ბომბავს. ამის შესახებ სააგენტო „არმენპრესი“ იუწყება.

როგორც სააგენტოს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრცუნ ოგანესიანმა განუცხადა, დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

02.10.2020 15:10 სომხეთი მზად არის ეუთოსთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებაზე იმუშაოს

სომხეთი მზად არის ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ერთად მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებაზე იმუშაოს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

02.10.2020 14:32 CNN: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებაში დაქირავებულები იბრძვიან

CNN-მა ჩაწერა სირიელი დაქირავებული „ბოევიკი“, რომელიც აცხადებს, რომ სამთვიანი კონტრაქტით მიდის ყარაბაღში. ამის შესახენ CNN იუწყება.

მისივე თქმით, მათი ანაზღაურება თვეში 1500 დოლარია.

„ჩვენი კონტრაქტები სამ თვეზეა გათვლილი და ყოველთვიურად ანაზღაურება გვექნება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ,” - აღნიშნა „ბოევიკმა“ აგრეთვე დასძინა, რომ მან არ იცის ვინ აფინანსებს ოპერაციას

02.10.2020 13:32 უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 - აზერბაიჯანის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა

მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს. ერთ-ერთი მათგანი თურქული წარმოების "Bayraktar TB2"-ია, რომელიც საშუალო სიმაღლის ტაქტიკურ აპარატებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

თუ რა შეუძლია ამ აპარატს ვრცლად, იხილეთ მითითებულ ბმულზე.

02.10.2020 12:32 აზერბაიჯანული მხარე კონფლიქტის ზონიდან მორიგ ვიდეოს ავრცელებს (ვიდეო +18)

„აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა სომხეთის სამხედრო ობიექტები და ცოცხალი ძალა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში კონტრშეტევითი ზომების განხორციელებისას" - იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო და კონფლიქტის ზონიდან მორიგ ვიდეოს ავრცელებს.

02.10.2020 11:42 სომხური მხარე - ჩვენ 54 მებრძოლი დავკარგეთ, აზერბაიჯანმა კი 830

სომხურმა მხარემ ბოლო დღეებში 54 მებრძოლი დაკარგა. ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის მეთაურის მოადგილემ არტურ სარგსიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა news.am ავრცელებს.

მისი თქმით, 1 ოქტომბერს და ღამით ფრონტის ყველა ხაზზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა. სარგსიანი აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ ყველა პოზიციის შენარჩუნება მოახერხა.

მისივე ინფორმაციით, შეტევისას აზერბაიჯანული მხარე იყენებს ტანკებს, თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, საარტილერიო დანადგარებს და სხვა ტიპის მძიმე იარაღს. ასევე სომხური მხარე იუწყება, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქალაქები მარტუნი, მარტაკერტი და ჰადრუტი დაბომბეს, რა დროსაც ჟურნალისტები დაიჭრნენ.

სარგსიანი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საბრძოლო ოპერაციებზე 830 სამხედრო დაკარგა

02.10.2020 11:07 ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ პირველ და ორ ოქტომბერს ფრონტის მთელ ხაზზე გარკვეული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება შეძლეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ჯარმა მადაგიზის რაიონში რამდენიმე სტრატეგიული მთა აიღო.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულია სომხური შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალა და ტექნიკა. აზერბაიჯანული მხარე ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთიან ყარაბაღში ჩასული სომეხი მოხალისეები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

02.10.2020 10:19 მაკრონი ერდოღანს აზერბაიჯანში 300 „ჯიჰადისტის“ გაგზავნაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თურქეთს საყვედურობს და ერდოღანს აზერბაიჯანში „ჯიჰადისტების“ გაგზავნაში ადანაშაულებს.

„თურქეთმა წითელი ხაზი გადაკვეთა და მოვუწოდებ ნატოს ყველა პარტნიორს დაუყოვნებლივ დააკვირდნენ მის ქცევას“, - მაკრონმა ეს განცხადება ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, თურქეთისგან საფრანგეთი ამის განმარტებას ითხოვს.

ემანუელ მაკრონი განარისხა ერდოღანის ქცევამ და ამტკიცებს, რომ მან სადაზვერვო ცნობების თანახმად 300 „ჯიჰადისტი“ გააგზავნა აზერბაიჯანის მიმართულებით.

„ამ მებრძოლებს იცნობენ, აკონტროლებენ და ხდება მათი იდენტიფიცირება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

01.10.2020 22:40 სომხური მხარე: აზერბაიჯანმა აკრძალული კასეტური ბომბი გამოიყენა

ადამიანის უფლებათა დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალული იარაღებისა და ბრძოლის მეთოდების გამოყენების შესახებ განაცხადა.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, პრესკონფერენციაზე ბეგლარიანმა აღნიშნა, რომ კასეტური ბომბის გამოყენება ფაქტების დადგენისას დადასტურდა.

„ისინი აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, დაზიანებები დაფიქსირდა კასეტური საბრძოლო მასალებიდან, ზოგიერთ შემთხვევაში იყო აფეთქებული ტყვია, მათ შორის დიდი რაოდენობით სტეპანაკერტში, რაც მშვიდობიან მოსახლეობას სამომავლოდ დამატებით საფრთხეს უქმნის”, - განაცხადა ბეგლარიანმა.

01.10.2020 17:50 ბაქოს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღი 20 000 სომეხმა დატოვა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მისი შეიარაღებული ძალების შეტევის გამო მთიან ყარაბაღს მოსახლეობა ტოვებს. azerbaycan24-ის სტატიის მიხედვით, 5-დღიანი ბრძოლების შედეგად რეგიონი 20 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

ბაქო ასევე ავრცელებს ინფორმაცის, რომ სომხურმა მხარემ მოსახლეობის გაყვანაში დახმარების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

01.10.2020 16:04 ტრამპი, მაკრონი და პუტინი ყარაბაღის კონფლიქტზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა

01.10.2020 15:48 ყარაბაღში Le Monde-ს ჟურნალისტები დაიჭრნენ

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გასაშუქებლად ჩასული ფრანგული გაზეთის, Le Monde-ს ორი ჟურნალისტი საარტილერიო დაბომბვისას დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ სომხეთის მთავრობის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვისას სომეხი ოპერატორი დაიჭრა. შემთხვევის ადგილას სხვა კორესპონდენტებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

01.10.2020 15:07 სამხედრო ძალების შედარება ყარაბაღის კონფლიქტში

karabaghi_o_h.jpeg

01.10.2020 11:56 სომხურმა მხარემ ირანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩამოაგდო

სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ირანში ჩამოვარდა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების განცხადებით, "მსგავსი შემთხვევები საბრძოლო მოქმედებების დროს ხდება და შეიძლება კიდევ მოხდეს, რადგანაც ფრონტის ხაზი ირანის საზღვართან ახლოს მდებარეობს".

01.10.2020 10:35 ნიკოლ ფაშინიანის შვილი მთიან ყარაბაღში საბრძოლველად წავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შვილი მთიან ყარაბაღში საბრძოლველად გაემგზავრა. ამის შესახებ „სპუტნიკ არმენიას“ პრემიერის ცოლმა ანა აკოფიანმა აცნობა.

„მე მას ვუთხარი ჩაიცვი ფორმა და წადი. არაფერია იმაზე კეთილშობილური, ვიდრე სამშობლოსთვის სიცოცხლის შეწირვა“ - ამბობს ანა აკოფიანი.

მისი ინფორმაციით ამჟამად აშოტ ფაშინიანი საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება.

01.10.2020 09:45 აზერბაიჯანული მედია სომხეთის სამხედრო ტექნიკის სიას აქვეყნებს, რომელიც განადგურდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრის დილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, სომხეთმა დაკანარგი განიცადა ცოცხალ ძალებში, სამხედრო და საბრძოლო ტექნიკაში. ის იძულებული გახდა დაეთმო პოზიციები და ფრონტის გასწვრივ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ადგილები დაეტოვებინა. ინფორმაციას report.az ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედია სომხეთის მთლიანი დანაკარგის სიას აქვეყნებს:

  • 200-მდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
  • 228 საარტილერიო დანადგარი, რაკეტის გამშვები, ნაღმტყორცნები;
  • 30 საჰაერო თავდაცვის მოწყობილობა;
  • 6 ბრძანება-კონტროლისა და ბრძანება-დაკვირვების წერტილი;
  • 5 საბრძოლო მასალის საწყობი;
  • 110-ზე მეტი მანქანა;
  • 1 საზენიტო სარაკეტო სისტემა S-300.

30.09.20 20:37 სომხური მხარე: ბოლო 24 საათში აზერბაიჯანმა 130 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების შედეგად, აზერბაიჯანის 130 ჯარისკაცი დაიღუპა, 200-მდე კი დაიჭრა. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

„საბრძოლო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენმა ჯარმა მოწინააღმდეგე შეცვლილი ტაქტიკით მოიგერია და მათ შესაბამისი დანაკარგიც განიცადეს“, - განაცხადა არწრუნ ჰოვანისიანმა.

30.09.20 19:56 აზერბაიჯანული მხარე სომხეთის სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანის განადგურების შესახებ იუწყება (ვიდეო +18)

აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სხვადასხვა საზენიტო სარაკეტო სისტემით, სომხეთის რამდენიმე ტიპის საბრძოლო მანქანა გაანადგურეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით განადგურდა:

4 D-20 ჰაუბიცი
16 ტანკი
1 ქვეითი საბრძოლო მანქანა
2 სატვირთო მანქანა.

30.09.20 18:09 ოკუპირებული აფხაზეთის სომხური დიასპორა არაღიარებულ მთიან ყარაბაღს დახმარებას გაუწევს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სომხები არაღიარებულ მთიან ყარაბაღს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სომხური დიასპორის ხელმძღვანელმა გალუსტ ტრაპიზონიანმა აცნობა.

„მთიან ყარაბაღში საკმარისად ბევრი მოხალისეა, მოხალისეებით დახმარება მათ არ სჭირდებათ, ხოლო ფინანსურ დახმარებას ჩვენს ძმებს აუცილებლად გავუწევთ“ - განაცხადა ტრაპიზონიანმა.

30.09.20 17:44 ჯავახეთში სომეხი ჯარისკაცების დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ დღეს, 30 სექტემბერს ტანსაცმლისა და თანხის შეგროვება დაიწყო. ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე ჯარისკაცებს, ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ.

ახალქალქის ცენტრალურ პარკში მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. მოქალაქეებს ადგილზე მიაქვთ თანხა და ტანისამოსი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში ახალგაზრდებმა კარდაკარ ჩამოიარეს და თანხის შეგროვება ამ ფორმით სცადეს.

„საბაჟოზე შექმნილი პრობლემის გამო, სოფლის მოსახლეობამ, ჯარისკაცების დასახმარებლად, არა პროდუქტების, არამედ თანხის შეგროვება და ანგარიშზე გადარიცხვა გადაწყვიტა. შეხვედრის დასრულებისთანავე, ექვსმა ბიჭმა დაიწყო ფულის შეგროვება. დაახლოებით ორ საათში გვეცოდინება თუ რა თანხა შეგროვდა“, - გვითხრა სოფელ დამალის მკვიდრმა ანდრანიკ კერევკციანმა.

მანამდე, ორი დღით ადრე, ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სომხეთს ორი სატვირთო ავტომობილით სურსათი გაუგზავნა. რაც შეეხება საბურავებიტ დატვირთულ სატვირთოებს, ისინი საზღვარზე არ გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ სომხურმა ფონდმა - "Hayastan All-Armenian fund" ყარაბაღის დასახმარებლად კამპანია - „ყველა არცახისთვის“ დაიწყო. 30 სექტემბრის მონაცემებით, ჩარიცხული თანხის ოდენობა 6 მილიონ დოლარს აჭარბებს.

30.09.20 17:33 ილჰამ ალიევი: მთიან ყარაბაღში ბრძოლა მაშინ დასრულდება, როდესაც სომხური ჯარი იქიდან გავა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღში ბრძოლა მაშინ დასრულდება, როდესაც სომხური ჯარი იქიდან გავა. ამის შესახებ ალიევმა ბაქოს სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებას საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოებს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ტერიტორიის დასაბრუნებლად და ამის სრული უფლება გვაქვს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ულტიმატუმებს გვიყენებს, მაგრამ მე ვამბობდი და ვამბობ - სწორ გზაზე ვდგავართ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ - განაცხადა ალიევმა.

მან ასევე დაამატა, რომ მას მსოფლიოს მრავალი ლიდერი ურეკავს, მაგრამ აზერბაიჯანს არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება არ სჭირდება, ვინაიდან ამ მოლაპარაკებამ წლების განმავლობაში შედეგი ვერ გამოიღო.

30.09.20 15:13 აზერბაიჯანული მხარე სომეხი სამხედროების დაბომბვის კადრებს ავრცელებს (ვიდეო 18+)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომეხი სამხედროების დაბომბვის კადრებს ავრცელებს. კადრში ჩანს სამხედროები, რომლებიც სატვირთო ავტომობილთან მოძრაობენ. სწორედ ამ დროს ეცემა ამ ადგილას ჭურვი.

სომხეთის არმიის მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის მე-7 ბატალიონმა ჩვენს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა - ამის შესახებ report.az წერს.

„ჩვენმა სამხედროებმა დასახმარებლად მიმავალი სომხების სარეზევრო ძალები აღმოაჩინეს და გაანადგურეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

30.09.20 14:48 გახარია სომხეთ-აზერბაიჯანის წარმომადგენლებს საქართველოში დიალოგის გამართვას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას ეხმაურება.

როგორც პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო მოუწოდებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის დამყარებას და დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“,- აღნიშნულია გიორგი გახარიას განცხადებაში.

30.09.20 14:40 სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანსა და სომხეთს საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავების ვალდებულება დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანსა და სომხეთს საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავების ვალდებულება დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 29 სექტემბერს სასამართლომ ჩათვალა, რომ შექმნილი სიტუაცია ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზული დარღვევების რისკს ქმნის, და გადაწყვიტა, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი აამოქმედოს. ასეთი დარღვევის პრევენციის მიზნით სასამართლო მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც შესაძლოა სამოქალაქო პირების უფლებების დარღვევა, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა მოყვეს. სასამართლო მოუწოდებს ორივე ქვეყანას, შეასრულონ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლო ასევე მოუწოდებს მათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაავრცელონ ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ.

„39-ე წესი წარმოადგენს ბრძანებას, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანამ უნდა შეასრულოს. დროებითი ზომების მიღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

30.09.20 13:43 აზერბაიჯანული მედია: ორი სომხური თვითმფრინავი არა თურქეთმა, არამედ მთაზე შეჯახებამ გაანადგურა

„თურქეთის შეიარაღებული ძალების F-16 თვითმფრინავის მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სუ -25 გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე განცხადებები სრულიად აბსურდულია და სომხეთის კიდევ ერთი დეზინფორმაციაა”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა. ინფორმაციას კი, azerbaycan24 ავრცელებს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხარის ინფორმაციით, 29 სექტემბერს სომხეთში ორი სუ -25 თვითმფრინავი აფრინდა, მთას დაეჯახა და აფეთქდა.

„ეს აჩვენებს, რომ სომხეთის სამხედრო ხელმძღვანელობა არ აწვდის ზუსტ ინფორმაციას მის მოქალაქეებსა და საზოგადოებას.

სომხეთის განცხადებები, კონფლიქტში მესამე მხარის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, სრულიად აბსურდულია და არ აქვს საფუძველი. ჩვენ გირჩევთ, გამოიკვლიონ და აცნობონ სომხურ საზოგადოებას სომხეთის ტერიტორიიდან ორი სუ -25-ის გასვლის მიზნის, მთაში ჩავარდნისა და მფრინავების მკვლელობის მიზნების შესახებ”,- აღნიშნა ჰიკმეტ ჰაჯიევმა.

30.09.20 13:13 აზერბაიჯანული მედია: ფაშინიანის ვაჟი ყარაბაღში ბრძოლაზე უარს აცხადებს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟი ყარაბაღში ბრძოლაზე უარს აცხადებს.

"სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლემ ანა ჰოკობიანმა განაცხადა, რომ მისი შვილი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს შეუერთდებოდა.

პოპულისტური განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ, მან კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შვილს ფრონტზე წასვლა არ სჭირდებოდა.

„ახლა უკვე ცხადია, რომ ჩემი შვილი არ არის საჭირო ბრძოლის ველზე,” - განაცხადა ფაშინიანის მეუღლემ.

ინფორმაციისთვის, ანა ჰოკობიანს თავიდანვე არ სურდა შვილის გაგზავნა ფრონტზე, აშოტ ფაშინიანმა კი პოზიცია შეცვალა და ყარაბაღში წასვლაზე უარი განაცხადა." - წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

30.09.20 12:39 ემანუელ მაკრონი: თურქული მხარის განცხადებები სახიფათო და წინდაუხედავია

მთიანი ყარაბაღის საკითხზე თურქული მხარის განცხადებებს საფრანგეთის პრეზიდენტმა სახიფათო და წინდაუხედავი უწოდა, - ამის შესახებ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთის "საომარი" რიტორიკა აზერბაიჯანს ხელს უწყობს მთიანი ყარაბაღის დაპყრობას და ეს მიუღებელია, არეთვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ აქვს თურქეთის უშუალო მონაწილეობის შესახებ.

„დღეს მექნება საუბარი ვლადიმერ პუტინთან, ხვალ კი, პრეზიდენტ ტრამპთან. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს წამოვწევ, რათა გავცვალოთ აზრები და შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზა ვიპოვოთ“, - აღნიშნა მაკრონმა.

30.09.20 12:17 ბაქოს ინფორმაციით, სომხეთი კვლავ ტერტერის რაიონს ბომბავს

სომხური შეიარაღებული ძალები კვლავ აზერბაიჯანის ტერტერის რაიონს ბომბავენ,

რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საზღვარზე, ჩრდილოეთით მდებარეობს. ამის შესახებ გამოცემა Report.az იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, დღეს სომხური არმიის მიერ გამოშვებული საარტილერიო ჭურვი სოფელ დუერლიში ტანსაცმლის მაღაზიას მოხვდა.

30.09.20 11:13 სომხეთი მთიანი ყარაბაღის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „მთიან ყარაბაღში გრძელვადიანი სტაბილურობის დასამყარებლადაა მიმართული“.

„ჩვენ განვიხილავთ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების და მასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დამყარების საკითხს“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა , რომ სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხი არ განიხილებოდა.

„ამ დროისთის სომხეთში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის პოტენციალის გამოყენებას ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ამის იურიდიული საფუძველი არსებობს" - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

30.09.20 10:02 აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ მთიან ყარაბაღში S-300-ის საზენიტო კომპლექსი გაანადგურეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.

„ბრძოლის დროს ჩვენ ჰოჯალის რაიონში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-300 გავანადგურეთ“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იუწყებოდა, რომ S-300-ის საზენიტო დანადგარი, რომელიც ერევნის მიდამოებში საჰაერო სივრცეს იცავდა, მთიან ყარაბაღში გადაისროლეს.

30.09.20 09:46 აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: 2300-მდე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთთან მიმდინარე დაპირისპირებაში 2300-მდე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განადგურდა 130-მდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ასევე განადგურებულია ნაღმტყორცნები, მანქანები და 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო მანქანა.

„ჩვენი ჯარები ატარებენ კონტრშეტევას მტრის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

30.09.20 00:29 საქართველო-თურქეთის საზღვართან ჯავახეთის მოსახლეობა აქციას მართავს

კარწახში, საქართველო–თურქეთის საზღვართან, ჯავახეთის მოსახლეობა აქციას მართავს.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაცხოვრებლები საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გადაკეტვას აპირებენ, რომლითაც საქართველო-თურქეთს შორის ტრანზიტული მოძრაობა, ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.

ისინი პროტესტის ამ გზით ცდილობენ, ხელისუფლების ყურადღება მიიპყრონ, რათა მათი თქმით, თურქეთმა, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანს იარაღი არ მიაწოდოს.

ამის გარდა, დღეს სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ახალციხესა და ახალქალაქში შეიკრიბა და იმ გზებზე იმსჯელეს, თუ როგორ დაეხმარონ ომში ჩაბმულ სომხეთს და ყარაბაღს.

29.09.20 23:50 ილჰამ ალიევი: სომხეთს მიუღებელი მოთხოვნები აქვს

„ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებული პრინციპების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიმდებარე ტერიტორიები უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს. ამასთან, სომხეთის პრემიერ- მინისტრი ამბობს, რომ ყარაბაღი არის სომხეთი. ის ცდილობს, შეცვალოს მოლაპარაკების ფორმატი, რომელიც 20 წლის განმავლობაში არსებობს“. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

მისი თქმით, სომხეთი განზრახ არღვევს მოლაპარაკების პროცესს და მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს.

„ისინი ახდენენ პროვოკაციებს. თავს დაესხნენ ჩვენს პოზიციებს სახელმწიფო საზღვარზე. ყველაფერი კეთდება, რომ აზერბაიჯანი დადანაშაულდეს, შემდეგ კი მესამე მხარეები ჩაერთონ. სომხურ მხარეს სურს, სტატუს კვო შეინარჩუნოს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, პირადად რუსეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ სტატუს კვო მიუღებელია. ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს. ჩვენ მოლაპარაკებების ერთგული ვართ, მაგრამ სომხეთის მხრიდან სრულიად საპირისპიროს ვხედავთ“,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

29.09.20 23:43 ილჰამ ალიევი: შეგვიძლია აგრესორი ისე დავსაჯოთ, რომ ჩვენსკენ გამოხედვა ვეღარ გაბედოს

„სირიიდან დაქირავებულები არ გვყავს. ეს კიდევ ერთი ყალბი სიახლეა. ამის მტკიცებულება არ არსებობს. ეს სომხური პროპაგანდაა და სხვადასხვა მედიაში გავრცელდა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

მისი თქმით, აზერბაიჯანს კარგად გაწვრთვნილი არმია ჰყავს და დამატებითი ადამიანური რესურსი არ სჭირდება.

„გუშინ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოვაცხადე. 2 მილიონიანი სომხეთის წინააღმდეგ 10 მილიონიდან 10 000 რეზერვისტს ვიძახებთ და ჩვენ არ გვჭირდება ადამიანური რესურსები. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი და აგრესორი ისე დავსაჯოთ, რომ მან ჩვენსკენ კიდევ ერთხელ გამოხედვა აღარ გაბედოს“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

29.09.20 23:25 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთის არმიის პოზიციები განადგურებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის საარტილერიო დარტყმების შედეგად განადგურდა სომხეთის შეიარაღებული ძალების მე –5 მოტორიანი მსროლელი პოლკის 1 – ლი ბატალიონის პოზიციები, ტარტარის რეგიონში ჰასანგაიას დასახლებასთან და მე –6 მოტომსროლელი პოლკის მე –6 ბატალიონის ტალიშის მიმართულებით. ამის შესახებ report.az წერს.

„მტერს, რომელმაც დიდი დანაკარგები განიცადა, უჭირს მანქანების პოვნა დაღუპულთა და დაჭრილთა ევაკუაციისთვის ”, - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

29.09.20 23:24 სამხედრო დაპირისპირებისას აზერბაიჯანის 790 სამხედრო დაიღუპა

ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების დროს აზერბაიჯანის 790 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი აცხადებს. ინფორმაციას კი, „არმენპრესი“ ავრცელებს.

„საბრძოლო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სომხურმა მხარემ მნიშვნელოვანი წარმატება დააფიქსირა. დღის განმავლობაში თავს ესხმოდა მტრის ჯავშანტექნიკას, ატს-სა და ცოცხალ ძალებს. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 790 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აზერბაიჯანულ მხარეს ჰყავს 1 900 დაჭრილი, დაზიანებულია 137 ტანკი, ჯავშანტექნიკა, 72 ატსი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი“, - აღნიშნა ჰოვანისიანმა.

მან აქვე განაცხადა, რომ ახლა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, სომხური მხარე კი, თავის სამხედრო ამოცანას ასრულებს.

29.09.20 22:11 სომხური მედიის ცნობით, პუტინმა საომარი მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.

სომხური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. მან ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შენარჩუნებისა და დეესკალაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობას.

29.09.20 21:06 ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავს, თურქეთს მოუწოდოს, კონფლიქტისგან თავი შეიკავოს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა, რომ თურქეთს მოუწოდოს კონფლიქტისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ მთიან ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი სწრაფად იზრდება, ტრამპის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მოუწოდოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ. მან (ტრამპმა) უნდა მოსთხოვოს სხვებს, მაგალითად თურქეთს, თავი შეიკავონ ამ კონფლიქტისგან”, - აცხადებს ბაიდენი.

29.09.20 20:50 მეჰრიბან ალიევა: ღმერთმა ინებოს, თითოეული აზერბაიჯანელი ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბოროს

„აზერბაიჯანის სახელმწიფოს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია სხვისი მიწების შესახებ და არ ჩაუდენია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის არმიას ფეხი არ დაუდგამს სხვა სახელმწიფოს მიწებზე, ის იცავს სამშობლოს და იბრძვის მისთვის!“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა აცხადებს. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

მეჰრიბან ალიევა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

”სომხეთის მომდევნო შეიარაღებულ პროვოკაციაზე უპასუხეს! აზერბაიჯანის არმია ახორციელებს წარმატებულ კონტრშეტევას და ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებს.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციასა და სახელმწიფოს, რომლებმაც აჩვენეს თავიანთი პრინციპული და სამართლიანი პოზიცია აზერბაიჯანის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერაში. უპირველეს ყოვლისა, მადლიერი ვარ ძმა თურქი ხალხის და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის. მათი სოლიდარობით და მხარდაჭერით დღეს ამაყობს ყველა აზერბაიჯანელი.

მე ვლოცულობ აზერბაიჯანის ყველა ჯარისკაცისა და ოფიცრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის!

დღეს ჩვენ, აზერბაიჯანელები, ვაჩვენებთ უპრეცედენტო ერთობას ჩვენი განზრახვით, მოქმედებით და ლოცვით. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთი დაეხმაროს აზერბაიჯანის ხალხს წმინდა ბრძოლაში!

ყოვლისშემძლე ღმერთმა ნება მისცეს თითოეულ აზერბაიჯანელს, ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბოროს.

შეიწყალოს ღმერთმა ჩვენი მოწამეები! დაე, მათი საფლავები ნათელით აივსოს! ”,- აცხადებს ალიევა.

29.09.20 19:55 ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აზერბაიჯანისა და თურქეთის აგრესია დაგმონ

BBC-ზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აზერბაიჯანისა და თურქეთის აგრესია დაგმონ. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.

”რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მთიან ყარაბაღთან კონტაქტის ხაზის გასწვრივ. მათ მიზანში აიღეს მთიანი ყარაბაღის ქალაქები და სოფლები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. დღეს იგივე მოხდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის სოფლებში.

დღეს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თურქეთის სამხედრო ინსტრუქტორები, აზერბაიჯანში განლაგებული ოფიცრები უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, თურქული F-16 ტიპის გამანადგურებლები ასევე ესხმიან თავს სომხეთსა და ყარაბაღს.

„თურქული F-16 გამანადგურებლები ამჟამად ყარაბაღის თავზე დაფრინავენ და საომარ მოქმედებებში სრულად არიან ჩართული. მთიანი ყარაბაღი და სომხეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან”, - აცხადებს ფაშინიანი.

როგორც სომხური მედია წერს, აზერბაიჯანის ბრალდებებს, რომ სომხურმა მხარემ პირველმა დაიწყო საომარი მოქმედებები, პაშინიანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ თითოეული ბრალდება კონკრეტულ ფაქტებს უნდა ემყარებოდეს.

ამასთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიძულოს თურქეთი, თავი დაანებოს ამ კონფლიქტს, რადგან კონფლიქტში მისი მონაწილეობა სიტუაციას აუარესებს.

29.09.20 19:30 ფაშინიანი: აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გეოგრაფიას აფართოებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თურქეთის აქტიური პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით, აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების გეოგრაფიას აფართოებს. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.

„სომხეთი და ყარაბაღი ადეკვატურ სამხედრო-პოლიტიკურ რეაგირებას მოახდენენ აზერბაიჯანის მცდელობებზე, რომ რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა დაირღვეს“,- აცხადებს ფაშინიანი.

29.09.20 19:03 სომხური მხარე - თურქულმა ავიაგამანადგურებელმა სომხური თვითმფრინავი ჩამოაგდო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა სომხური Su-25 ჩამოაგდო. ინციდენტი სომხეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით. Su-25-ის პილოტი დაიღუპა.

აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე უარყოფს.


29.09.20 16:35 სომხეთი მძღოლებს მოუწოდებს, რომ საქართველოს საზღვარი ნინოწმინდის რაიონში გადაკვეთონ

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი უსაფრთხოების მიზნით ტრაილერების მძღოლებს მოუწოდებს, რომ საქართველოსთან საზღვარი „სადახლოს“ ნაცვლად ნინოწმინდის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთონ. ამის შესახებ რადიო „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სომხური მხარის ინფორმაციით, სადახლოსკენ მიმავალი გზა აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს გადის და უსაფრთხოების მიზნით მოზანშეწონილია, რომ ტრაილერებმა ის სხვა პუნქტში გადაკვეთონ, რომელიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ერევანმა ამ საკითხზე ქართულ მხარესთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

29.09.20 15:50 ბაქო - თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში „S-300“-ს შეიყვანს, ის განადგურდება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში საზენიტო დან

ადგარს, „S-300“-ს შეიყვანს, ის განადგურდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაგიფ დარღალიმ განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კოპმპლექსები „S-300“, რომელიც საჰაერო სივრცეს ერევნის გარშემო იცავდა, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გადაადგილდება“ - განაცხადა დარღალიმ.

29.09.20 13:12 ილჰამ ალიევი: ვაჩვენებთ ფაშინიანს და სომხებს მათ ადგილს

"აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო და კონტრშეტევის შედეგად განთავისუფლდა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვჩხუბობთ, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია და საერთაშორისო საზოგადოება ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

სომხებმა ჩაიდინეს კულტურული გენოციდი და მათ გაანადგურეს ჩვენი ისტორიული ძეგლები, მეჩეთები. ჩვენ ამას არასდროს დავეთანხმებით და ვაჩვენებთ მათ ადგილებს. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეაჩერა სულელი დიქტატორი, აზერბაიჯანი მათ შეაჩერებს. ჩვენ მათ დავანახებთ თავის ადგილს და აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

29.09.20 12:42 აზერბაიჯანული მხარე: ყარაბაღის ცენტრალური ქალაქიდან სომხური მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ხანკენდი (სტეპანაკერტიდან) მშვიდობიანი სომხური მოსახლეობის მასიური ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანკენდი (სტეპანაკერტი) არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქია.

„პოლიცია ხალხს ქუჩაში აჩერებს და ერევანში მიჰყავს. ავტობუსებით და მსუბუქი ავტომობილებით“ - აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

29.09.20 12:19 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის პოლკის განადგურების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანულმა ჯარმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მარტუნის პოლკი მთლიანად გაანადგურა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარახლიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პოლკი ხოჯევანის რაიონში იმყოფებოდა, რა დროსაც აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა მას საარტიულერიო ცეცხლი გაუხსნეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს.

29.09.20 12:03 სომხური მხარე: აზერბაიჯანელებმა გაქცევისას 60 სამხედრო დაკარგეს (ვიდეო)

როგორც „არმენპრესი“ იუწყება საბრძოლო მოქმედებები სომხეთ აზერბაიჯანს შორის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აზერბაიჯანელებმა გაქცევის დროს 60 სამხედრო დაკარგეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მტერმა კვლავ სცადა დარტყმა, ჯავშანტექნიკის, ATS- ის, არტილერიის ძლიერი ცეცხლის ქვეშ. აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა 60-მდე სამხედრო. ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება“ , - თქვა ჰოვანისიანმა.

29.09.20 11:31 სომხური მხარე: აზერბაიჯანმა ყარაბაღს მიღმა ვარდენისის სამხედრო ბაზა დაბომბა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ვარდენისის რაიონში მდებარე სამხედრო ბაზას, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაცია, რომ

სომხეთ ის შეიარაღებულმა ძალებმა ვარდენისის რაიონიდან აზერბაიჯანის დაშკესანის რაიონი დაბომბეს და ეს საპასუხო ზომა იყო.

სააგენტო „არმენპრესმა“ ფოტო გაავრცელა, რომელზეც ჩანს ცეცხლმოკიდებული

სამოქალაქო ავტობუსი, სომხური მხარე იუწყება, რომ ფოტო ვარდენისის რაიონშია გადაღებული.

29.09.20 10:53 აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის რეგიონს სატელიტით აკვირდება

აზერბაიჯანული დაზვერვა მთიანი ყარაბაღის რეგიონს სატელიტებით აკვირდება. მათ შორის მიმდინარეობს ვარდენის-აგდერეს გზის გაკონტროლება. ამის შესახებ media.az-ს „აზერკოსმოსში“ აცნობეს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანული ჯარი ამჟამად ამ სტრატეგიულ გზას აკონტროლებს.

ცნობისთვის, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი Azersky აზერბაიჯანმა ორბიტაზე 2014 წელს ინდური რაკეტის მეშვეობით გაიყვანა.

29.09.20 10:49 ჯავახეთში ახალგაზრდებმა სომხეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს (ვიდეო)

ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ყარაბაღში გასაგზავნად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საბურავები და საკვები შეაგროვეს.

სატვირთო მანქანები გუშინ, გვიან ღამით საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიიყვანეს, თუმცა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით ჰუმანიტარული ტვირთის მცირე ნაწილი - ორი სატვირთო სომხეთის ტერიტორიაზე გადავიდა. საზღვარი მხოლოდ სურსათითა და ტანსაცმლით დატვირთულმა მანქანებმა გადალახეს, საბურავების გადასატანად კი ნებართვაა საჭირო, რისთვისაც ახალგაზრდებმა შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.

29.09.20 10:22 სომხეთის მხარემ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდო

სომხურმა მხარემ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მარტუნის რაიონში ან-2“-ის ტიპის თვითმფინავი ჩამოაგდო, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნოდა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულდ უარყოფს. აზერბაიჯანულმა მხარემ გუშინ საღამოს მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბური შეტევა წამოიწყო. კვლავ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ.

29.09.20 09:45 სომხური მხარე: აზერბაიჯანელებმა 9 წლის ბავშვი მოკლეს

როგორც „არმენპრესი“ იუწყება სომხეთ აზერბაიჯანის დაპირისპირების შედეგად ყარაბაღში აზერბაიჯანელებმა 9 წლის ბავშვი მოკლეს.

ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის თანამშრომელმა საზოგადოებრივი ტელევიზიის სააგენტოს „ლურერთან“ საუბრისას აღნიშნა.

„პაციენტს ორივე ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, სამწუხაროდ 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა“ , - აღნიშნა ექიმმა.

აზერბაიჯანული მხარის სამიზნე იყო სამოქალაქო მანქანა მარტაკერში, რომელშიც დედა, შვილი და ოჯახის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. - წერს გამოცემა.

29.09.20 09:40 ინტენსიური ბრძოლა ყარაბაღში - რა ხდებოდა ღამით? (ვიდეო)

როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მედია იუწყება რომ ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ორივე მხარეს აქვს მსხვერპლი და დანაკარგები.

აზერბაიჯანული მედია

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ სცადეს კონტრშეტევა ფუზული-ჯაბრაილისა და აღდერე-ტერტერის მიმართულებით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად.

ღამის ბრძოლების დროს, საჰაერო ძალების საავიაციო აქტივებმა და ჩვენმა ჯარებმა განადგურეს მტრის ჯავშანმანქანების და სხვა საბრძოლო მანქანების დიდი რაოდენობა, რომლებიც მადაგიზიდან აღდერეს მიმართულებით მოძრაობდნენ.

ერთი ტანკი, ერთი მანქანა და მტრის ათამდე სამხედრო მოსამსახურე განეიტრალდა, რომლებიც დილით ფრონტის ფუზული-ჯაბრაილის მიმართულებით ცდილობდნენ წინა პლანზე გადასვლას.

ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. მტერი იძულებული გახდა უკან დაეხია, რადგან მძიმე დანაკარგები განიცადა.

სომხური მედია

აზერბაიჯანის საჰაერო ძალებს მსხვერპლი აქვთ არცახის (ყარაბაღის) წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს. სომხურმა მხარემ შეუტია და გაანეიტრალა 4 მტრის ვერტმფრენი, 1 თვითმფრინავი და 49 უპილოტო თვითმფრინავი.

სომხურ მხარეს 84 მსხვერპლი ჰყავს, დაახლოებით 120 დაჭრილია სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანებით. მტერმა დაბომბა სკოლები, მათ შორის სტეპანაკერტში.

29.09.20 00:40 ნიკოლ ფაშინიანმა ანგელა მერკელთან არაღიარებული ყარაბაღის თემაზე ისაუბრა

სომხეთის პრემირ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

გამოცემის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერს სთხოვა შეცვალოს თურქეთის მკაცრი პოზიცია, რათა რეგიონალურ მოვლენებში მისი მონაწილეობა გამოირიცხოს.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო. მან აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესის განახლების მნიშვნელობას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში.

28.09.20 23:55 სიცოცხლე სიკვდილის ზღვარზე - ყარაბაღში დაჭრილ ორსულს შვილი ეყოლა

ორსულ ქალს, ანა გალუსტიანს, რომელიც სამხედრო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანისა და სომხეთის ფრონტის ხაზზე დაიჭრა, შვილი შეეძინა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იტყობინება.

ანა გალუსტიანი ამბობს, რომ გზაში, მანქანაში დაშავდა. აღნიშნავს, რომ ბედნიერია, რადგან ის დაიჭრა, მისი შვილები კი უვნებელი დარჩნენ.

„მანქანაში ბავშვები იყვნენ, მოულოდნელად რაღაც აფეთქდა, მანქანა გზიდან გადავიდა. მადლობა ღმერთს, მხოლოდ მე დავშავდი, ბავშვებს არაფერი მოუვიდათ, მე მათ წინ ვიჯექი. მანქანის წაქცევის შემდეგ ხელი მაყვლის ბუჩქებსა და მანქანას შორის მომყვა. მეტი არაფერი მახსოვს“, - ამბობს ანა.

28.09.20 23:15 სომხეთში 18-დან 55 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ

სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა დააწესა შეზღუდვები, 18-დან 55 წლამდე კაცების ქვეყნიდან გასვლის შესახებ.

ამ ასაკის მამაკაცებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა მხოლოდ ტერიტორიული სამხედრო კომისარიატის წერილობითი ნებართვით.

სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში ყველა მამაკაცს, რომელიც ჯარი გავლილი აქვს, ვალდებულნი არიან სამხედრო კომისრატიაში დაფიქსირდნენ.

28.09.20 23:06 აზერბაიჯანული მედია: მოკლულია სომხეთის კიდევ ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი

არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში სომხეთის კიდევ ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

გამოცემის თანახმად, ფრონტის ხაზზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-მაიორი არაკელ მარტიკიანი.

28.09.20 22:31 სომხური მხარე: მოკლულია 370 აზერბაიჯანელი სამხედრო

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაქსის ხეობაში ახალი შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ „არმენპრესი“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე არტრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით იუწყება.

„სომხეთის ჯარი წარმატებით ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის შეტევას და მტრის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 22 ტანკი და 10 სხვა ჯავშანტექნიკა. მოკლულია 370-ზე მეტი სამხედრო. მათ დიდი რაოდენობით დაჭრილები ჰყავთ“, - აღნიშნავს არტრუნ ჰოვანისიანი.

მისი თქმით, დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედროების 35% მძიმე მდგომარეობაშია.

28.09.20 18:53 სომხეთის მხარდასაჭერად ჯავახეთში მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყეს

ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სომხეთის მხარდასაჭერად, ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო.

ისინი, ვინც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, სომხეთის გვერდში დგომას აპირებენ, მოხალისეთა სიაში ეწერებიან.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ნინოწმინდის ცენტრში შეიკრიბნენ და სომხეთის დახმარების გზები განიხილეს.

ახალგაზრდების თქმით, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ სომეხ ხალხს, როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად.

28.09.20 18:18 ბაქოში და აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს

ბაქოში და აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს. 28 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

გამოცემა Report-ის ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედების დროს მოქალაქეები გადაადგილებას მხოლოდ სპეციალური საშვებით შეძლებენ.

28.09.20 17:58 ერდოღანი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას მოითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. მისი თქმით, მხოლოდ ასე შეიძლება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება.

„სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება უკანონო და უსამართლო იქნება“ - განაცხადა ერდოღანმა სტამბულში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

28.09.20 16:46 სომხური მხარის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 58 ადამიანი დაეღუპათ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღი დღევანდელი შეიარაღებული მოქმედებების დროს 27 სომეხი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს.

სომხური „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში სომხური მხრიდან 58 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი, აქედან 80 სამკურნალოდ ერევანშია გადაყვანილი.

28.09.20 16:34 აზერბაიჯანული მხარე - საარტილერიო ცეცხლის შედეგად სომხურ ჯარს უკან დავახევინეთ (ვიდეო)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ აგდარას მახლობლად სომხურმა არტილერიამ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხურმა შენაერთებმა უკან დაიხიეს.

28.09.20 16:18 ვაგიფ დარგალი: სომხებს გვამები სატვირთო მანქანებით გააქვთ

სომხეთის არმიას საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„სომხეთის არმია კვებისა და წამლის დეფიციტის წინაშე დგას”, - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგალმა.

გამოცემის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების სიმცირის გამო, დაჭრილები სომხებს კერძო და სატვირთო მანქანებით გადაჰყავთ.

„დაჭრილითა და გვამების ევაკუაციისთვის სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი ტრანსპორტირება კერძო და სატვირთო მანქანებით ხორციელდება.

28.09.20 15:48 დიმიტრი მედვედევი: ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება არ შეიძლება ძალის გამოყენებით

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური, დიპლომატიური და არა იძულებითი გზით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. აგრეთვე ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა დამშვიდდნენ და შეაჩერონ ესკალაცია. ინფორმაციას Armenpress.am ავრცელებს.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ახალმა ფაზამ კვლავ გამოიწვია სისხლისღვრა და ადამიანების სიკვდილი. კონფლიქტის მოგვარება არ შეიძლება ძალის გამოყენებით. ის უნდა განხორციელდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით”, - აღნიშნავს მედვედევი.

28.09.20 15:24 „საქართველო მზად არის, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს“ - სესიაშვილი აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირებაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.

ამ ეტაპზე კი, მისი თქმით, საქართველოს ნეიტრალური პოზიცია აქვს.

„საქართველოს ნეიტრალური პოზიცია აქვს, ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს, იმიტომ, რომ თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. მაგრამ, თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს, ჩვენ ამის სრული მზაობა გვაქვს, ეს ჩვენი ინტერესიცაა, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს.“- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

28.09.20 15:17 სომეხი მოხალისეების ემოციური გაცილება ომში (ფოტოგალერეა)

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოცხადდა.

somekhi-mokhaliseebis-gatsileba_o_h.jpeg

18 წელზე მეტი ასაკის კაცები ჯარში უნდა გამოცხადდნენ და ომისთვის მოემზადონ. ამავდროულად საკმაოდ დიდი რაოდენობაა მოხალისეობის მსურველი, რომელმაც ყარაბაღში საბრძოლველად წასვლა გადაწყვიტა.

საკმაოდ ემოციური ფოტორეპორტაჟი გააკეთა armenpress.am-მა, თუ როგორ აცილებენ ახლობლები ომში კაცებს.

ფოტოების ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.

28.09.20 15:07 „საქართველოსთვის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები იქნება“ - ზაქარეიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე

კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება საქართველოს საფრთხეს ვერ შეუქმნის, თუმცა იქნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები.

„პროცესში დიდი სახელმწიფოებია ჩართული. აზერბაიჯანის უკან თურქეთია, რუსეთი სომხეთის უკან. რუსეთს, როგორც მინსკის თანათავმჯდომარეს, ვალდებულება აქვს, იყოს ნეიტრალური. რუსეთი იძულებულია, პოზიციები დაუთმოს თურქეთს.

თურქეთი მყარად უტევს რუსეთს კავკასიაში და მე ეს მომწონს. რუსეთის ინტერესებს ავიწროვებს, სამწუხაროდ ეს სისხლით და იარაღით კეთდება, მაგრამ ფაქტია, თურქეთი საკმაოდ სერიოზულად ამყარებს პოზიციებს კავკასიაში და ეს კარგია.“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი

28.09.20 14:36 10 000 სომეხი რუსეთიდან ყარაბაღში საბრძოლველად მზად არის

რუსეთში მცხოვრები 10 ათასი სომეხი ყარაბაღში საბრძოლველად წასასვლელად მზად არის. ამის შესახებ რუსულ მედიას სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ არა აბრამიანმა განუცხადა.

„ახლა უნდა მოვითხოვოთ სამხედრო ტრანსპორტი, რომ ყარაბაღში გავემგზავროთ. ჩვენს გარდა იქ წასასვლელად 1000-მდე რუსმა მზადყოფნა გამოთქვა" - ამბობს აბრამიანი

აბრამიანმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციაში აზერბაიჯანი და თურქეთი დაადანაშაულა.

28.09.20 14:17 სააკაშვილი: მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა

„აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას არაფერი შეცვლის.

„არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა ამავე დროს ყველას ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ!“,- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

28.09.20 13:55 აზერბაიჯანული მხარე: სომხური ჯარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი მოსწავლე დაიღუპა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ქალაქ ნაფტალანში მთელი ოჯახი დაიღუპა. აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ცნობით, ორი დაღუპული სკოლის მოსწავლე იყო

28.09.20 13:45 ზოჰრაბ მნაცაკანიანი: სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია

სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა france 24-ს. ინფორმაციას armenpress.am ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მნაცაკანიანი აცხადებს, რომ სომხეთი მინსკის ჯგუფის მეშვეობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, რომელიც მისაღები იქნება სომხეთის მოსახლეობისთვის, მთიანი ყარაბახის და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, ახლა აზერბაიჯანის მაქსიმალისტურ პოზიციასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის და მთავრობის ინტერესებს, ასევე სომხეთის მოსახლეობის ინტერესებს.

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, თუმცა ეს მასშტაბური ესკალაცია, ახალ სიტუაციას ქმნის, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ“- აღნიშნა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

28.09.20 13:36 აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში: სომხეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს

არაღიარებული მთიანი ყარაბახის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული კონტშეტევითი ხასიათის ოპერაციები განმარტეს.

როგორც საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა განაცხადა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ 27 სექტემბერს დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიწვა ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები.

„სომხეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ“, - აღნიშნა ელდარ ბაირამოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი სომხეთის საპასუხოდ წარმატებულ ოპერაციებს ახორციელებს.

„სომხეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ ახალ პროვოკაციას მიმართა, რომლის საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმიამ წარმატებული ოპერაციები ჩაატარა და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. ჩვენი არმია აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს მტერს. პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებასა და შედეგებზე სომხეთის მთავრობას ეკისრება“, - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

28.09.20 13:15 ბაიდენი - რუსეთმა სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის იარაღის ცინიკურად მიწოდება უნდა შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯო ბაიდენმა რუსეთს სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის იარაღის ცინიკურად მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ბაიდენმა მთიან ყარაბაღში მდგომარეობის გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.

„მთიან ყარაბაღში ძალადობის ესკალაცია, შესაძლოა, უფრო მასშტაბურ რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ მესამე მხარეები კონფლიქტში არ უნდა ჩაერიონ და კონფლიქტის მხარეები დილოგის მაგიდასთან დააბრუნონ“ - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დაპირისპირებულ მხარეებს შორის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა. მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კონფლიქტის მხარეებს შეტევითი ხასიათის იარაღს არც ერთ შემთხვევაში არ მიაწვდის.

28.09.20 12:44 ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 დაიჭრა სომხეთის მხრიდან გუშინდელი დღის შემდეგ განხორციელებული პროვოკაციების შედეგად“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. ამის შესახებ გამოცემა Report იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აინარ აივაზოვმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის ჯარი კონტრშეტევას განაგრძობს და მან სომხური მხარის 24 ერთეული ჯავშანტექნიკა, 18 საზენიტო დანადგარი და 8 ქვემეხი გაანადგურა, დაჭრილია 550-მდე ადამიანი".

28.09.20 12:39 სომხეთის თავდაცვის მინისტრი: აზერბაიჯანის მხრიდან იბომბება ქალაქი მარტაკერტი

აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, დაბომბვის საფრთხის წინაშე აგრეთვე იმყოფება მარტაკერტის ქალაქი. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა არცრუნ ჰოვანისიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ ცოტა ხნის წინ ვნახე გამოსახულებები, სადაც ნაჩვენებია აზერბაიჯანული მხარე როგორ უტევს საარტილერიო დარტყმებით მარტაკერტის ქალაქს. ”- აღნიშნა მან.

28.09.20 12:26 აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან დაქირავებული „ბოევიკების“ გამოყენებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან ჩასული დაქირავებული „ბოევიკების“ გამოყენებაში ადანაშაულებს. გამოცემა Report-ს ცნობით. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დარახლიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა დაზვერვამ მოიპოვა.

„მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა, მათ შორის დაღუპულები არიან სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩასული „ბოევიკები“. ერევანი ამას მალავს“ - განაცხადა პოლკოვნიკმა დარახლიმ.

მანამდე სომხეთის დეპუტატმა ვააგნ ტევოსიანი განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ჯიჰადისტი ტერორისტები იბრძვიან.

28.09.20 12:20 საომარი მდგომარეობის გამო ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი დრობით დაიხურა

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაკეტილია. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.

გამოცემის, ცნობით, შეჩერებულია ყველა დაგეგმილი ფრენა.

ამავდროულად დღის განმავლობაში შეიზღუდა მატარებლებისა და საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება.

28.09.20 12:05 არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო - „200-ზე მეტი დაჭრილი გვყავს“

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი. მათი ნაწილი ერევნის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ამის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანული მხარე დღესაც ცეცხლს ესვრის მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებს, რა დროსაც სხვადასხვა კალიბრის იარაღს, მათ შორის მსხვილკალიბრიან ქვემეხებს იყენებს.

28.09.20 11:48 ემანუელ მაკრონსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტმა მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო და განაცხადა, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, განცხადებამ ”მთიანი ყარაბაღი სომხეთია” სერიოზული დარტყმა მიაყენა მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ განზრახ დაარღვია მოლაპარაკლებების პროცესები.

შეგახსენებთ გუშინ ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც დაურეკა.

28.09.20 11:38 აზერბაიჯანული მხარე - სომეხი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ ბომბავენ

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომეხი სამხედროები მშვიდობიან აზერბაიჯანულ მოსახლეობას კვლავ ბომბავენ. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ტერტერის რაიონში 26 მშვიდობიანი ადამიანი დაიჭრა. „სომხური მხრიდან გახსნილია საარტილერიო ცეცხლი საავადმყოფოების, სკოლების, ბაღების, სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით" - წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, პირები, რომლების ჟენევის კონვენციას არღვევენ და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, ამ დანაშაულისთვის პასუხს აგებენ.

28.09.20 11:14 სომეხი დეპუტატი - აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში ჯიჰადისტ ტერორისტებს იყენებენ

სომხეთის პარლამენტის წევრი ვააგნ ტევოსიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღში ტერორისტ-ჯიჰადისტებს იყენებს. ამის შესახებ გამოცემა verelq.am იუწყება.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ყარაბაღში სირიელი „ბოევიკები“ იბრძოდნენ, რაზეც დაახლოებით ერთი წლის წინ რუსული მედია წერდა.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები მთიანი ყარაბაღის დაკავებულ რაიონებში შარიათის კანონების დამკვიდრებას ცდილობენ, ისინი ქალებს ქუჩაში ჰიჯაბის გარეშე გასვლას უკრძალავენ.

ტევოსიანი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მოსახლეობას და მაღაზიებს ძარცვავს.

28.09.20 11:09 ილჰამ ალიევმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ.

ანგარიშში წერია:

”1. გამოაცხადოს ნაწილობრივი მობილიზაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს მობილიზაციისთვის სამხედრო პირთა გაწვევას და დამტკიცებული გეგმების შესაბამისად სამხედრო-სატრანსპორტო მოვალეობებით გამოწვეული ზომების განხორციელებას.

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ამ ბრძანებით გათვალისწინებული კითხვების გადასაჭრელად.

4. ეს ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. "

გუშინ, 27 სექტემბერს აზერბაიჯანში აცხადებდნენ რომ სამხედრო მობილიზაცია არ იყო საჭირო.

28.09.20 10:35 მეჯლისის დეპუტატი: აზერბაიჯანის სახელმწიფომ დაამტკიცა, რამდენად ჰუმანურია

”დღეს, აზერბაიჯანის სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად ჰუმანური და ცივილიზებულია. შეიარაღებულ ძალებს თხოვენ დანებებას, ხოლო სარდლობამ, რომელსაც არ სურს მსხვერპლის გაზრდა ომის დროს, კიდევ ერთხელ აჩვენა ადამიანური გრძნობების ნათელი მაგალითი”, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი დეპუტატი მუშფიგ ჯაფაროვი აცხადებს. ინფორმაციას report.az ავრცელებს.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნულ კონფლიქტზე კარგი ანალიზი უნდა გააკეთოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

„როგორ შეაფასებს სომხეთი, რომელიც აზერბაიჯანს ყოველი პროვოკაციის შემდეგ ადანაშაულებს? ნება მისცეს მსოფლიოს, კიდევ ერთხელ დაინახოს, როგორია სამოქალაქო საზოგადოება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ კონფლიქტს, კარგი ანალიზი გააკეთოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს”, - დასძინა მან.

28.09.20 09:48 სომხური მხარე: თავდაცვის არმიამ აღადგინა მანამდე დაკარგული პოზიციები

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფრონტის ხაზის სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

”თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ განიცადა სამუშაო ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგები. თავდაცვის არმიამ აღადგინა მანამდე დაკარგული პოზიციები ”, - ნათქვამია განცხადებაში.

28.09.20 09:30 დონალდ ტრამპი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება

დონალდ ტრამპი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და არსებულ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ჩვენ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება ძალიან კარგად ვიცი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ამ რეგიონთან და ვნახოთ შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

28.09.20 09:24 სომხური მხარე: დაგვეღუპა 31 ადამიანი, აზერბაიჯანი გვიტევს მძიმე არტილერიით

სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა შუშან სტეფანიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა და ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა.

”ღამის განმავლობაში ბრძოლები განსხვავებული ინტენსივობით გაგრძელდა. დილით ადრე, მტერმა განაახლა შეტევითი მოქმედებები, გამოიყენა საარტილერიო, ჯავშანტექნიკა, მათ შორის "TOS" მძიმე საარტილერიო სისტემა.

27 სექტემბერს, გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო აქტიური დაბომბვები არზრბასთან კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ასევე იბომბება მშვიდობიანი დასახლებები, დედაქალაქ სტეფანაკერტის ჩათვლით. აზერბაიჯანის თავდასხმის პირველი მსხვერპლი მარტუნის მხარეში ქალი და ბავშვი იყო. სომხურ მხარეს 31 მსხვერპლი ჰყავს, 100-ზე მეტი დაჭრილი სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანებით. მტერმა დაბომბა სკოლები, მათ შორის სტეფანაკერტში.

აზერბაიჯანის მიერ არცახის (მთიანი ყარაბაღი) მიმართულებით გაჩაღებული მოქმედებების შედეგად, გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანულ მხარეს 200-მდე მსხვერპლი აქვს. აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს სულ 4 ვერტმფრენი, 27 უპილოტო თვითმფრინავი, 36 ტანკი, უკანა საბრძოლო მანქანა, ასევე 2 საინჟინრო ჯავშანტექნიკა და 11 ჯავშანმანქანა." - წერს შუშან სტეფანიანი

00:30 აზერბაიჯანის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები (ვიდეო 18+)

სომხეთის ერთობლივმა ინფორმაციულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები.

როგორც სომხური გამოცემა წერს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს: სულ 4 ვერტმფრენი, 36 ტანკი, 27 უპილოტო თვითმფრინავი, უკანა მხარეს მებრძოლი მანქანა, ასევე 2 საინჟინრო ჯავშანტექნიკა და 11 ჯავშანმანქანა.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ყურადღება! ვიდეო არ არის განკუთვნილი არასრულწლოვნებისთვის.

00:00 აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს დაუყოვნებლად შეაჩერონ სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლად შეაჩერონ სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარეებს მოუწოდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

23:35 მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი: პოზიციები დავკარგეთ

„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოზიციები დაკარგეს. არუთინიანი აცხადებს, რომ არიან დაღუპულებიც.

„ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანი არ იბრძვის, მის წინააღმდეგ თურქეთი იბრძვის. ჩვენ პოზიციები დავკარგეთ, მაგრამ დავიბრუნებთ. მინდა განვაცხადო, რომ ომის შედეგები პროგნოზირებადია ჩვენთვის“, - აღნიშნა არუთუნიანიმა.

22:31 პატრიარქი: აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე თავის წერილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ საკითხი განსაკუთრებულად მტკივნეულია საქართველოსთვის, რადგან ორივე ქვეყანა მეზობელი და მეგობარია.

„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვეს ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

22:12 სომხეთის თავდაცვის უწყება: აზერბაიჯანმა თითქმის 200 ადამიანი დაკარგა

„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არზრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

„გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, მოწინააღმდეგემ სერიოზული დანაკარგები განიცადა, თითქმის 200 ადამიანი დაკარგა, თითქმის 3 ათეული ჯავშანმანქანა, თითქმის 2 ათეული უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სამხედრო ტექნიკა ”, - აცხადებს ჰოვანისიანი.

21:54 მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე დაპირისპირების დროს თურქეთის შესაძლო ინტერვენციაზეც გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტმა მაკრონმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო და განაცხადა, რომ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია.

მან საჭიროდ ჩათვალა ყველა ზომების მიღება საომარი მოქმედებების შეჩერების და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

20:55 პუტინსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების მკვეთრი გამწვავება. რუსულმა მხარემ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკებების განახლების გამო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზიდენტმა პუტინმა საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა საჭირო ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

„აუცილებელია სამხედრო ოპერაციების შეჩერება”, - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19:45 - აზერბაიჯანმა სომხეთ-ყარაბახის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლი დაამყარა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გორანბოის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის შედეგად სომხეთ-ყარაბახის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამან აზერბაიჯანელ სამხედროებს საშუალება მისცა კონტროლი გაუწიონ ვარდენისი-აგდარის გზაზე, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ხელს შეუშლის სომხეთიდან დამატებითი სამხედრო ტვირთის გადაზიდვას ყარაბაღში, ქელბაჯარისა და აღდარის რეგიონების მიმართულებით. „საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება”, - ამბობენ თავდაცვის სამინისტროში.

19:22 - სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის პარალელურად კიბერ ომიც მიმდინარეობს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმდინარეობს.

აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა შეტევა განახორციელეს სომხურ ვებ-გვერდებზე, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის სქრინი მასალას თან ახლავს.

თუმცა ამ მხვრივ არც სომეხი ჰაკერები ჩამორჩებიან, მათ რამდენიმე წამყვანი აზერბაიჯანული მედიასაშუალების საიტი გათიშეს და საკმაოდ აქტიურად უტევდნენ აზერბაიჯანულ სერვერებს.

19:12 - Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ სომხურ ფაშიზმს და აგრესიას

somkhebi_o_h.jpegთბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კულტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობის ცენტრი, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას. ინფორმაციას გამოცემა report.az ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრმა სოციალურ ქსელში სომეხი წარმოშობის ფაშისტი გარეგინ ნჯდენის ფოტო გამოაქვეყნა.

გამოცემა წერს, რომ ფოტოს დაემატა „ფაშისტი ჯალათის სიტყვები თუ ერი გადაიქცევა ჯარად, შეუძლებელია მისი მუხლებზე დაყენება“.

გვერდზე ასევე მოცემულია სომხურ ენაზე სომხური არმიის მხარდაჭერის რამდენიმე ლოზუნგი.

„მრავალი წლის განმავლობაში აიარტუნი იყო აგრესორი სახელმწიფოს პროპაგანდისტული ცენტრი საქართველოში, რომელიც ხელს უწყობდა სომხეთის აგრესიის პოლიტიკას. შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა საქართველოში, მაგალითად აზერბაიჯანმა, რომლებიც განიცდიან ოკუპაციას, უნდა უპასუხონ ამ ე.წ. კულტურული ცენტრის უკანონო საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფაშიზმის პროპაგანდა კანონით აკრძალულია. “ - წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

18:57 - ნიკოლ ფაშინიანი: მზად ვარ მოვკვდე სამშობლოს სახელით, სომეხი ხალხი სამუდამოდ უნდა არსებობდეს

„დღეს მე აქ არ მოვედი იმის სათქმელად, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რისთვის არიან მზად ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გენერლები. დღეს აქ მოვედი იმის სათქმელად, რისთვისაც მზად ვარ. მე მზად ვარ მოვკვდე ჩვენი სამშობლოს სახელით ”, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 27 სექტემბერს, ყარაბაღში სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით მოწვეულ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.

„სომეხი ხალხი არ მუხლმოდრეკილა და არც დაიჩოქებს. სომეხი ხალხი უნდა დადგეს ამ მიწაზე სწორი ზურგით და სუფთა გონებით.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვართ და როდესაც ამ სიტყვებს მივესალმებით, ერთ რამეს ვამბობთ: მოხუცები და ახალგაზრდები, ქალები და კაცები, ჩინოვნიკები და უმუშევრები, დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი გზავნილი გვაქვს ერთმანეთისა და მსოფლიოსთვის - შეხედეთ ერთმანეთს თვალებში და თქვით, რომ ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ ჩვენი სამშობლოს სახელით.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს სამშობლოს არცერთ მილიმეტრს. ჩვენ უნდა მოვიგოთ, რადგან დამარცხების საშუალება არ გვაქვს. სომეხი ხალხი სამუდამოდ უნდა არსებობდეს “, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

18:42 - ბოლო ინფორმაციით სომხურ მხარეს 16 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაჭრილი ჰყავს

ბოლო ინფორმაციით სომხურ მხარეს 16 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაჭრილი ჰყავს. ინფორმაციას armenpress.am ავრცელებს.

18:28 - აზერბაიჯანის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

აზერბაიჯანის მეჯლისმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტი მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა რეპორტი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ წუთებში აზერბაიჯანის პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს.

მოხსენების თანახმად, შეხვედრაზე განხილულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე, 29-ე და 111-ე მუხლების შესაბამისად.

კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად როდესაც უცხო სახელმწიფო ან სახელმწიფოები აცხადებენ ომს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქვეყანა საომარ მდგომარეობას აცხადებს.

18:09 - ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები

„ნატო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ფართომასშტაბიანი სამხედრო საომარი მოქმედებების შესახებ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, რამაც უკვე მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობაში

მხარეები უნდა განაახლოს მოლაპარაკებები მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე. ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

17:58 - აზერბაიჯანელებმა სომეხ ჯარისკაცებს აღდარას დასახლებაში დანებება შესთავაზეს

აზერბაიჯანის სამხედრო სარდლობამ სომხეთის სარდლობას შესთავაზა, წინააღმდეგობა არ გაუწიოს აღდარას დასახლებაში. რომ არ მოხდეს გარნიზონის განადგურება და ამ მიმართულებით სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მსხვერპლი არ გაიზარდოს. - ინფორმაციას report.az ავრცელებს

„აზერბაიჯანულმა მხარემ მათ შესთავაზა იარაღი დაეყარათ და დანებებულიყვნენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო მძევლების მოპყრობა განხორციელდება ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, ყველა შეიარაღებული პირი განეიტრალდება“ - წერს აზერბაიჯანული გამოცემა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

17:40 - ეუთო-ს მისია სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

„მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ესკალაციას და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს, რითიც მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს.

„თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო მოქმედებებით შეშფოთებულნი არიან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ”, – აღნიშნულია განცხადებაში. ვრცლად იხილეთ ბმულზე.

17:16 - ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

ერდოღანმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას.

„სომხეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტევა, მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას თავისი შესაძლებლობებით“, - წერს ერდოღანი.

17:04 - ალიევი: დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა

„დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა! იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხალხს სურს თავის მიწაზე ცხოვრება“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის არმია წარმატებულ კონტრშეტევით ოპერაციას ახორციელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წარმატებული კონტრშეტევა შეაჩერებს ოკუპაციას! დასრულდება ეს უსამართლობა! დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა! იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხალხს სურს თავის მიწაზე ცხოვრება.

გადახედეთ ჩვენი მეჩეთების მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი სასაფლაოების მდგომარეობა.

სომეხმა ჯალათებმა ჩაიდინეს ეს ყველაფერი და ჩვენც მართლები ვართ. ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა სამართლიანობისთვის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დღეს სრულად უჭერენ მხარს სახელმწიფოს. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას.

აზერბაიჯანის მოქალაქე აზერბაიჯანის არმიასთან არის და მე მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში ვერ დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეებში და ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს სამშობლოში დასაბრუნებლად“, - აღნიშნა ალიევმა.

16:54 - ფაშინიანი: აზერბაიჯანის დიქტატორმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ შეუძლებელია სომეხი ხალხის მუხლებზე დაყენება

nikol-phashiniani_o_h.jpeg

„ეს არის სომეხი ხალხისთვის გამოცხადებული ომი“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიევის დიქტატორულმა რეჟიმმა განაახლა საბრძოლო მოქმედებები.

„ეს არის ომი ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ღირსების წინააღმდეგ. სომეხი ხალხი მზად არის ამ ომისთვის.

„აზერბაიჯანის დიქტატურა გახდა ანტისომხური პოლიტიკის მძევალი, დღეს იგი ცდილობს გაამართლოს საკუთარი პროპაგანდისტული დაპირებები ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების შესახებ”, - აღნიშნა ფაშინიანმა. ვრცლად იხილეთ ბმულზე.

16:52 - ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთის აგრესიული საქციელი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომეხ ხალხს მიმართა. მიმართვაში ფაშინიანმა ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის როლზე ისაუბრა.

„თურქეთის აგრესიული საქციელი, რომელიც ძალზე საშიში იყო ივლისის მოვლენების დროს და დღესაც გრძელდება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თურქეთის მხრიდან ასეთი სახიფათო პოზიციის შენარჩუნება სამხრეთ კავკასიისა და მეზობელი რეგიონებისთვის ყველაზე დამანგრეველი შედეგებით არის სავსე.

საერთაშორისო საზოგადოებამ მოვლენების საშიში განვითარების თავიდან ასაცილებლად, თავი უნდა შეაკავებინონ რეგიონის დესტაბილიზაციის ყველა მცდელობისგან”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

16:32 - ჰენრიხ მხითარიანმა აზერბაიჯანის ქმედებები დაგმო

სომხეთის ნაკრებისა და "რომას" ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაგმო აზერბაიჯანის ქმედებები და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

„ამ დილით გავიგე ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ. მე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ რეგიონში, რათა საბრძოლო მოქმედებები დასრულდეს.

ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჩვენს სამშობლოში. ჩვენს შვილებს უფლება აქვთ იცხოვრონ მშვიდად და არა თავშესაფრებში. მე ვდგავარ ჩემი ერის გვერდით“, - აცხადებს მხითარიანი.

16:03 - რომის პაპი: კავკასიაში მშვიდობისთვის ვლოცულობ

„კავკასიაში, მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციები ვრცელდება“, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პაპმა თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ლოცულობს. მანდ კონფლიქტის მხარეებს მიმართა და მოუწოდა, რომ მშვიდობისთვის კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

„არაძალისმიერი ნაბიჯები გადადგით მშვიდობისთვის და ძმობისთვის. ერთად ვილოცოთ კავკასიაში მშვიდობისთვის“, - განაცხადა პაპმა.

15:52 - სტეფანიანი: აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 7 დასახლების დაკავება პროვოკაციული ინფორმაციაა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ 7 სოფლის დაკავების შესახებ.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია შვიდი დასახლების დაკავების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს შეტყობინება არის პროვოკაციული ინფორმაცია”, - განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა.

15:31 - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: 7 სოფელი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად ოკუპაციისგან 7 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

კერძოდ, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბოლოს გაათავისუფლეს ფიზულინის რაიონის სოფელი იუხარი აბდულრახმანლი.

15:17 - ალიევი კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა

27 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაურეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. - ინფორმაციას azertag.az ავრცელებს.

„თურქეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს და ხალხს სომხეთის სამხედრო პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ, როგორც ყოველთვის, თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას. ალიევმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს, მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ასევე ილჰამ ალიევმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე. " - წერს აზერბაიჯანული ვებ-გვერდი.

14:43 - ლავროვი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკების დაწყებისკენ უბიძგებს

sergei-lavrovi_o_h.jpeg

„ლავროვი ინტენსიურ დიალოგებს მართავს, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლი შეწყვიტონ და მოლაპარაკება დაიწყონ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების ფონზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლი შეაჩერონ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

აგრეთვე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვი უკვე ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე.

რუსეთის დიპლომატიური სამსახურის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ ლავროვმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.

ლავროვმა, აგრეთვე, მოლაპარაკება გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. „მათ სომხეთის აგრესია განიხილეს“, - აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

13:57 - ფაშინიანი: აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი მშვიდობიან მოსახლეობას დაესხა თავს.

„აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, მათ შორის თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას. სომხურმა მხარემ ჩამოაგდო 2 ვერტმფრენი და 3 უპილოტო თვითმფრინავი, გაანადგურა 3 ტანკი. ჩვენი ჯარის გვერდით ვრჩებით, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო აზერბაიჯანის შემოჭრისგან“, - წერს ტვიტერზე ფაშინიანი.

13:39 ყარაბაღელი სეპარატისტები: 10 სომეხი სამხედრო დაიღუპა

„ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების ათი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ამის შესახებ ყარაბაღელი სეპარატისტების „უსაფრთხოების საბჭოს“ მდივანმა სამველ ბაბაიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბაბაიანის განცხადებით, დღის ბოლოს შემაჯამებელი მონაცემები გასაჯაროვდება.

13:07 - სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაავრცელა.

გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. ფაშინიანმა შეიარაღებულ ძალებს მიმართა.

„ძვირფასო თანამემამულენო:

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში შევა ბრძანების გამოქვეყნებისთანავე.

მოვუწოდებ სამხედროებს, გამოცხადდნენ კომისარიატებში.

სამშობლოსთვის, გამარჯვებისთვის“, - წერს ფაშინიანი.

13:05 - თურქეთის ხელისუფლება მკაცრად გმობს სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე - თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების უკიდურესად დაძაბვას ტვიტერზე ეხმაურება და აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლება მკაცრად გმობს სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე.

„სომხეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გვიჩვენა, რომ მას მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესი არ გააჩნია. თურქეთი სრულად სოლიდარულია აზერბაიჯანის და უპირობოდ უჭერს მხარს მის უფლებას თავდაცვაზე“, - აღნიშნავს იბრაჰიმ კალინი.

ibrahim-kalinis-gamokhmaureba-tviterze_o_h.jpeg

12:40 - ფაშინიანი: სამშობლოს დასაცავად მზად იყავით

„მზად იყავით სამშობლოს დასაცავად“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

ფაშინიანის ინფორმაციით, მალე გაიმართება სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა. ფაშინიანის განცხადებით, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და ჯარის ნაწილობრივი მობილიზაციის საკითხი განიხილება.

12:32 - ილჰამ ალიევი: უფალმა დაიფაროს ჩვენი მოწამეები! მათი სისხლი უპასუხოდ არ დარჩება!

ilham-alievi_o_h.jpegაზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულ სიტუაციაზე ისაუბრა და სომხები ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

„ამ დილით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს დასახლებებს, აგრეთვე ჩვენს სამხედრო პოზიციებს, სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიით.

მტრის სამხედრო იერიშის შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში და ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებში გვაქვს მსხვერპლი, ამავდროულად გვყავს დაჭრილებიც.

უფალმა დაიფაროს ჩვენი მოწამეები! მათი სისხლი უპასუხოდ არ დარჩება!

ამჟამად აზერბაიჯანის არმია ესვრის მტრის სამხედრო პოზიციებს და ამ დარტყმების შედეგად განადგურებულია მტრის მრავალი სამხედრო ტექნიკა. დღევანდელი დღე არის სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინება." - აცხადებს ილჰამ ალიევი.

12:11 - რუსეთი ყარაბაღში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს არაღიარებულ მთიან ყარაბაღთან სიტუაციის ესკალაციის გამო და კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს“ - ამ სიტყვებით ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების განახლებას.

„არსებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ორივე მხრიდან კონტაქტის ხაზის გასწვრივ ინტენსიური დაბომბვები მიმდინარეობს. არსებობს დანაკარგები.” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში რეგიონში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არსებული უწყების ოფიციალურ სოციალურ ქსელში 27 სექტემბერს გავრცელდა.

„მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით",- აღნიშნულია განცხადებაში.

11:55 - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები განახლდა

somkhet-azerbaijanis-sazghvari_o_h.jpeg

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაიძაბა. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა apa ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ხიკმეთ გაჯიევი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებულ პუნქტებსა და არმიაზე მიიტანა იერიში.

გაჯიევის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად არიან გარდაცვლილებიც და დაჭრილებიც.

მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ფაშინიანის თქმით, მტერი პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.

ფაშინიანის ინფორმაციით, სომხური არმია წარმატებით უმკლავდება შეტევას.

„დავდგეთ ერთად ჩვენი სამშობლოს პოზიციების დასაცავად“, - აცხადებს ფაშინიანი.

ინფორმაციისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1 საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს განახლდა. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმცა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.