მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: ყარაბაღიდან 70 000-ზე მეტი სომეხი წავიდა

მთიანი ყარაბაღი 70 ათსმა სომეხმა დატოვა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონი მასიურად დატოვეს. გამოცემა „report.az“-ის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან 70 000 – 75 000 სომეხი წავიდა.

ამავე სააგენტოს ცნობით, ყარაბაღიდან სომხების მასიური წასვლა არაღიარებული რესპუბლიკის ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმაც დაადასტურა. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღი მოსახლეობის 50%-მა დატოვა.

27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.