მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთიანი ყარაბაღი არასდროს შევა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ეს უკვე გამორიცხულია“ - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერი-მინისტრმა ინტერვიუ მისცა რუსულ ტელეარხ RBC-ს. მისი განცადებით მთიანი ყარაბაღი არასოდეს შეიძლება იყოს აზერბაიჯანის ნაწილი.

„მე ვიყავი სტეპანაკერტში და შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქი ღია ცეცხლის ქვეშ არის, სადაც, რა თქმა უნდა, არის მშვიდობიანი მოსახლეობა და ისინი ამ ყოველივეს საკუთარ თავზე ცდიან. ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება.

გესმით, რომ თუ აზერბაიჯანი ამტკიცებს, მთიანი ყარაბაღი უნდა იყოს აზერბაიჯანის ნაწილი და თუ ისინი ნამდვილად ფიქრობენ, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შეუძლიათ გვერდიგვერდ იცხოვრონ, მაშინ აღმოჩნდება, რომ ისინი ანადგურებენ საკუთარ ქალაქებს“. - თქვა ფაშინიანმა

ასევე მან აღნიშნა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობა აზერბაიჯანის საზღვრებში არასდროს იცხოვრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სტეპანაკერტის დაბომბვის, დაკავების შემთხვევაში ყარაბაღის სომხური მოსახლეობა აზერბაიჯანში საზღვრებში იცხოვრებს, რაც ძალიან მცდარი მოსაზრებაა მისი მხრიდან.

ეს მიდგომა, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს იმას, რომ მთიანი ყარაბაღი არასოდეს შეიძლება იყოს აზერბაიჯანის ნაწილი. ეს უკვე გამორიცხულია. 100 პროცენტით. ეს დასტურდება აზერბაიჯანის ქმედებებით„.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო.