კონფლიქტები

სომხეთ–აზერბაიჯანის სრულმასშტაბიანი ომი – საფრთხეები საქართველოსთვის

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი
13:09 ხუთ. 16 ივლისი
დაკოპირებულია

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებისას მსხვრპლის ოდენობა 16-მდე გაიზარდა. ორ მტრულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა პერიოდულად მწვავდება, სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში დაზარალებულთა რიგებს საქართველოც შეემატება.

სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა უმრავლესობამ დაპირისპირებილ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. რესურსების, მდებარეობისა თუ გეოპოლიტიკური ინტერესების გამო, რეგიონში მდებარე ორი მცირე ზომის სახელმწიფოს დაპირისპირება საკუთრივ სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს სცილდება.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები

სომხეთის დაცვის ვალდებულება რუსეთს საკუთარ თავზე აქვს აღებული, რის გამოც უშუალოდ სომხეთზე თავდასხმა მოსკოვისთვის შესაძლოა ძალის დემონსტრირების და რეგიონში პოზიციების გამყარების საბაბი გახდეს. პარალელურად თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ კი არ მოუწოდა, ღიად დაუჭირა აზერბაჯანს მხარი. რუსეთსა და სომხეთს შორის საზღვარი არ არსებობს, შუაში საქართველოა. ნახიჩევანი ესაზღვრება თურქეთს, მაგრამ იქ კონფლიქტის ზონა არაა, თურქეთსა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს შორის ისევ საქართველოა. რონდელის ფონდის ხელმძღვანელმა ზურა ბატიაშვილმა 13 ივლისს, საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს სამხედრო დერაფანი მოსთხოვოს. კრემლის მოთხოვნაზე, ან სულაც ულტიმატუმზე დათანხმება არამხოლოდ აზერბაიჯანთან, თურქეთთანაც სერიოზულად გააფუჭებს ურთიერთობებს. რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე შესაძლებელი, მაგრამ ნაკლებალბათურია ომში თურქეთის ღია ჩაბმა.

კონფლიქტის დაწყებდან დღემდე საქართველო აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში სცნობს, თუმცა კონფლიქტში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, ამის დამადასტურებელი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო განცხადებაც. ოფიციალური თბილისი პოზიციების ცვლილებას არ გეგმავს, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რაც საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ უმცირესობებს უკავშირდება.

ბოლო, 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 6.27% - 231 ათასი ადამიანი ეთნიკურად აზერბაიჯანელია, 4.53% - 167 ათასი კი ეთნიკურად სომეხი. დღემდე მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტი არ მომხდარა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოში 1 ტყვიაც არ გავარდა, არც ლტოლვილების ნაკადი მიაწყდა საზღვარს და არც დერეფნის გაჭრას მოითხოვს ვინმე, რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი ქართულ ეკონომიკას მაინც დიდ ზარალს მიაყენებს. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი, საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია. 2019 წელს საქართველომ აზერბაიჯანში $0.5 მლრდ-ს, ხოლო სომხეთში 0.4 მლრდ-ს ექსპოტი განახორციელა. ჯამში ორივე ქვეყნის წილმა ექსპორტში 23.9% შეადგინა. იმავე პერიოდში იმპორტის მოცულობამ აზერბაიჯანიდან $0.56 მლრდ, ხოლო სომხეთიდან $0.27 მლრდ შეადგინა. შესაბამისად იმპორტის წილმა 9.1% შეადგინა. გარდა ამისა 2019 წელს საქართველოს 1.53 მლნ ვიზიტორი აზერბაიჯანიდან და 1.37 მლნ ვიზიტორი სომხეთიდან ეწვია. რაც ვიზიტორების საერთო რაოდენობის 37.4%-ს აღემატება. ომი ორივე ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, რაც მას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაეების მსყიდველობითუნარიანობა შემცირდება, ისინი ნაკლებ ქართულ პროდუქციას იყიდიან და საქართველოსაც უფრო იშვიათად ესტუმრებიან.

კავკასიაში სიტუაციის დაძაბვა რეგიონს ინვესტირებისთვის არასაიმედოს გახდის, რის შემდეგაც მშპ-ის ერთ-ერთი კომპონენტის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვებენელი საქართველოშიც შემცირდება.

კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, საქართველო მაინც დაზარალდება. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ეტაპზე მისი გამწვავების წინაპირობა არ არსებობს.

ვინ დარჩება მოგებული? მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სომხეთს ოფიციალურად მფრავლებოს, ასევე ღიად აწვდის დიდი ოდენობით შეიარაღებას აზერბაიჯანს, შემდეგ კი ტრადიციულად მომრიგებლის როლის თამაშს იწყებს. მოსკოვი ერთის მხრივ, იარაღს ასაღებს და შემოსავალს ღებულობს, მეორეს მხრივ, ერევანს მკაფიო სიგნალს უგზავნის და აჩვენებს, რომ თავად „უფროსი ძმაა“ და არა უბრალოდ „ძმა.“

კონფლიქტის შესახებ საკუთარ მოკლე ანალიზს ევროპის კარნეგის ცენტრის სპეციალისტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი აქვეყნებს.

„გაურკვეველია, ახლა ომი ვინ დაიწყო, მაგრამ ამაში აზერბაიჯანი უფრო მეტად არის დაინტერესებული, რადგან ბაქოს უყვარს მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ ადგილზე ვითარება „არანორმალურია“ და უკმაყოფილოა 2018 წლის შემდეგ პოლიტიკური პროგრესის არარსებობით. პრეზიდენტმა ალიევმა 7 ივლისს ამის შესახებ ღიად განაცხადა. თუმცა, როცა ერთი მხარე იწყებს, მეორე პასუხობს და დათმობაზე წასვლა არავის სურს. ორივე მხარე უკიდურესად მგრძნობიარეა ამ კონფლიქტის მიმართ. ორივე ქვეყანაში ვხედავთ ერთ მუშტად შეკრულ საზოგადოებებს, რაც ორივე მთავრობისთვის სასარგებლოა, რადგან ამით გადააქვთ საკუთარი ხალხის ყურადღება ეკონომიკური პრობლემებიდან და მძიმე ეპიდვითარებიდან. რუსეთი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს ორივე მხარესთან, ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების მიღწევას შეეცდება. მაგრამ, როგორც 2016–ში, ახლაც ვხედავთ ანტირუსულ განწყობებს ორივე ქვეყანაში, რაც კრემლის პოზიციებს ასუსტებს. აზერბაიჯანელები უკმაყოფილო არიან იმიტომ, რომ რუსეთი სომხეთის სამხედრო მფარველია, ხოლო სომხეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი არ ეხმარება თავის მოკავშირეს. თურქეთი, რომელმაც დათმო შუამავლის ამბიციები, სრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ირანი განზე დგას და ცდილობს კარგი ურთიერთობების დამყარებას ორივე მხარესთან. აშშ, რომელიც მინსკის ჯგუფის წევრიცაა, თავს კვლავინდებურად არ ავლენს ამ პროცესში. დადგება დრო, როცა აზერბაიჯანს და სომხეთს მტკივნეულ კომპრომისებზე მოუწევთ წასვლა, შერიგდებიან და კვლავ მეზობლურად იცხოვრებენ“, – წერს თომას დე ვაალი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება არც დღეს დაწყებულა და არც 1988 წელს, მისი ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. პირველი ომი რუსეთის იმპერიის დანგრევისთანავე 1918 წელს დაიწყო, თუმცა იქამდე 1905 წელს ეთნიკურ ნიადაგზე ბაქოსა და შუშაში რამდენჯერმე დაიღვარა სისხლი.

1988 წელს კონფლიქტი განახლდა. 1988-1994 წლებში ყარაბაღის ომს 38 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით, უშუალოდ მთიან ყარაბაღზე 4-ჯერ დიდი ტერიტორია საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანამხება დაიდო, თუმცა ბოლო 26 წელიწადში კონფლიქტს, რომელიც პერიოდულად მწვავდებოდა, 3500-ზე მეტი ადამიანი მაინც ემსხვერპლა. შეტაკებები ყველაზე მასშტაბური 2016 წელს იყო, რა დროსაც მინიმუმ 300 ადამიანი დაიღუპა. ბრძოლის დროს აზერბაიჯანმა გარკვეული სიმაღლეების დაკავება მოახერხა, თუმცა მნიშვნელოვან სტრატეგიულ წარმატებას ვერ მიაღწია.

კონფლიქტი ყარაბაღისგან მოშორებით ტუვაშის რეგიონში 12 ივლისს განახლდა. ეპიცენტრიდან საქართველოს საზღვრამდე 55 კილომეტრია.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმდინარე ამბები ვრცლად:

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 23 ნოემბერი 2020

კორონავირუსის ვაქცინა, იძულებით გადაადგი...

[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] კაჭკაჭები და ყვავები ბეწვიდან ტკიპებით იკვ...
22:11 ორშ. 23 ნოემბერი
„გვყავს 27 წლის ქალი, რომელსაც 35-ე კვირას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სასიცოცხლო ჩვენებით. ამ ეტაპზე ს...
23:57 ორშ. 23 ნოემბერი
👉 რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში? მსოფლიო ურთულესი გამოწვევის, კორონაპანდემიის წინაშე დგას. ამ ფონზ...
23:44 ორშ. 23 ნოემბერი
ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რუსი...
23:22 ორშ. 23 ნოემბერი
მისი თქმით, ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან პანდემიის პირობებში გადარჩნენ. „თუ ერთმ...
21:56 ორშ. 23 ნოემბერი
ევროპარლამენტის დროშა და შენობა

პატივი ეცით ამომრჩეველს და იპოვეთ საჭირო კომპ...

„კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ა...
21:19 ორშ. 23 ნოემბერი
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
24-25 ნოემბერს, რეგიონული კონფერენცია ,,...
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო, როგორც მ...
18:20 ორშ. 23 ნოემბერი
საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთ...
ბოლო 1 კვირაში 100 ათას მოსახლეზე 95.9 ადამიანი ინფიცირდა. რაც ყველაზე დიდი მაჩვ...
18:17 ორშ. 23 ნოემბერი
ებრაული მედია: ბინიამინ ნეთანიაჰუ საუდის...
ამავე ინფორმაციის მიხედვით, საიდუმლო შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პო...