მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 030 თბილისი, 299 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი ლიდერობს ვაქცინირებული ტურისტებისთვის
1627196571
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 204 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 402 759-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.3 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 373 088-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 688 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 030

⭕ აჭარა - 299

⭕ იმერეთი - 190

⭕ ქვემო ქართლი - 120

⭕ შიდა ქართლი - 62

⭕ გურია - 35

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 89

⭕ კახეთი - 28

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 62

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 41

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 957 საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 805, აჭარაში - 451, იმერეთში - 642.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 65, იმერეთში -220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 5, იმერეთში - 12.

1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 908 - თბილისში, 499- აჭარაში. 17 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „2022 იქნება ვირუსის დამარცხების წელი“

👉 „დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არი“

👉 „იოლი მდგომარეობა არ არის, თუმცა არც ისე უიმედო სიტუაციაა“