მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2022 იქნება ვირუსის დამარცხების წელი“ - გიორგი ფხაკაძის მიმართვა (ვიდეო)

ჯანდაცვის ექსპერტი
1627144714
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მომავალი წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს.

„ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მთავრობა თავის საქმეს აკეთებს, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კარგი რაღაცაც გააკეთა. ყველაზე მაგარი რამ კი აშშ-ის მთავრობამ გააკეთა - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამერიკის მთავრობას, ამერიკელები ჩვენი ნამდვილი მეგობრები არიან.

ვინც რაიმე საწინააღმდეგოს იტყვის ჩემს ფეისბუკზე, დაიბლოკება. რასაც ამერიკა ჩვენთვის აკეთებს, არავის გაუკეთებია, ესაა მეგობრობა.

ჩვენგან კი სამაგიეროდ ისეთს არაფერს ითხოვს - მხოლოდ დემოკრატია იყოს, გვეუბნებიან, ბიზნესი აკეთეთ, იცოცხლეთ, დიქტატურას ნუ ჩამოაყალიბებთო, მეტი არაფერი. 2022 წელი იქნება ვირუსის დამარცხების წელი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი გამოვა“, - აღნიშნა ექსპერტმა ვიდეო მიმართვაში.

მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ფაიზერი“ მაღალეფექტიანი ვაქცინაა.

„დელტა“ ვირუსი ვერაგია. ვირუსთან ომში უკვე ორი შეიარაღება გვაქვს - სამედიცინო პირბადე და მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი“. გამოვიყენოთ, ავიცრათ! სხვა ვაქცინებზე, გთხოვთ, ნუ მეკითხებით, ჩემი პასუხია - არ ვიცი! და კიდევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ელექტრიკოსმა - ელექტრობას, ოფთალმოლოგმა - თვალს, კარდიქირურგმა - გულს, გთხოვთ, ყველა ექსპერტებად ნუ გამოდიხართ. „ყველაფერშჩიკობა“ საშიშია. მოუსმინეთ გამოცდილებს, რომლებიც გეუბნებიან, რა არის გამოსავალი“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 400 698-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 665 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 371 434 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულების მაღალი ტიტრი მაქვს“ - ნანა გეგეჭკორი

👉 „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი“ - NCDC-ის განცხადება

👉 „მოქალაქეებს, რომლებიც აცრაზე ვერ დარეგისტრირდებიან, კლინიკაში მისვლით ვაქცინაცია შეეძლებათ“ - თამარ გაბუნია