მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

16 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის ფოტო
1595689064
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. 25 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 16 მლნ-ს აღემატება. მონაცემებს worldometers ავრცელებს.

ამავე მონაცემებით თანახმად, ასევე გაზრდილია კოვიდვირუსით გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 644 055 -მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ის დამარცხება 9 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.