მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

176 თბილისი, 48 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1615014237
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისი - 176
  • აჭარა - 17
  • იმერეთი - 48
  • ქვემო ქართლი - 8
  • შიდა ქართლი - 30
  • გურია - 14
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23
  • კახეთი - 19
  • მცხეთა-მთიანეთი - 6
  • სამცხე-ჯავახეთი - 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 267 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 510 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში COVID 19-ით საერთო ჯამში სულ გარდაცვლილია 3 567 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 266 344 პირი, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 272 617 -ს აღწევს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

355 ინფიცირება, 91 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

გიორგი ფხაკაძე: 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დასრულდება