მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

244 თბილისი, 59 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

განაწილება
1614064014
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 869 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 459 PCR ტესტით. კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 244
  • აჭარა - 7
  • იმერეთი - 59
  • ქვემო ქართლი - 22
  • შიდა ქართლი - 35
  • გურია - 39
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27
  • კახეთი - 40
  • მცხეთა-მთიანეთი - 8
  • სამცხე-ჯავახეთი - 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 321, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი.

192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 918 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 082 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 302 ადამიანი, ხოლო სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 23 082 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 268 995 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 262 796 და გარდაცვლილია 3 457.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

ინფიცირება - 493, გამოჯანმრთელება - 552 - ეპიდვითარება საქართველოში